პოლიტიკური მოძრაობა “ალტერნატივა საქართველოსთვის” თავჯდომარე კონსტანტინე მორგოშია ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“ვისაც გჯერათ, რომ ოცნება მართლა დაიშალა …. ჩემი რჩევა იქნება იმკურნალოთ. როგორც ნაცები დაიშალნენ ისე დაიშალა ოცნებაც. უბრალოდ თავ თავიანთ “ნიშას” დააჯდებიან და ეს პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია. . ახლებიც ბიძინაა და ძველი გვარდიაც … ისევე როგორც ნაცები, ევრონაცები და მაგალითად გირჩი და პატარა ვაშაძე (ჩხარტიშვილის სიძე ვგულისხმობ) … ძალიან გთხოვთ ყველას, ხალხს ნუ აბნევთ და აბოლებთ. ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგაო, რომ იძახით და ამით აპოკალიპს აანონსებთ. ანუ დაკარგა და ამით რა? ქართველი ერის ნების საწინააღმდეგო კონსტიტუცია მიიღეს ერთად … ლომჯარია აირჩიეს ერთად და ა.შ …და ეხლა ვინ, რომელ ლოჟაში იჯდება რა აზრი აქვს?!”
alt.info. ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.