დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ფეისბუკის წინააღმდეგ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც შესწავლილია სოციალური ქსელების პოლიტიკა ადამიანების პირადი ინფორმაციის დაცვისა და დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის მიმართულებით. The Guardian-ის ცნობით, შედეგები ფეისბუკისთვის – არცთუ დამამშვიდებელია.

დანაშაული აღიარებულია

ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ ფეისბუკმა წინასწარგანზრახვით გაახმაურა მომხმარებლების პირადი მონაცემები, დაარღვია კანონი კონკურენციის შესახებ და უარი განაცხადა, წაეშალა ყალბი ან ცრუ ინფორმაციის შემცველი ანგარიშები.

დიდ ბრიტანეთში ფეისბუკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა: „ჩვენ ვიზიარებთ ანგარიშის ავტორების შეშფოთებას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და არჩევნებში ჩარევის შესახებ“.

პირადი მონაცემების გამჟღავნება

ფეისბუკს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის რეგულარულად უზიარებდა მომხმარებლების პირად მონაცემებს სხვა კომპანიებს. მათ შორის – საცხოვრებლების გაქირავების კომპანია Airbnb-ს, სერიალების უმსხვილეს მწარმოებელ Netflix-სა და გაცნობის საიტ Tinder-ს.

არჩევნებში ჩარევა და დემოკრატიის დისკრედიტაცია

არჩევნებში ჩარევის მაგალითად ანგარიშში მოყვანილია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისათვის რუსეთის მოქალაქის დაპატიმრების ფაქტი.

ასევე, საუბარია იმის შესახებ, რომ ბრექსიტის მხარდამჭერი კამპანია დიდ ბრიტანეთში გაურკვეველი (სავარაუდოდ, რუსული) წარმომავლობის ფულით მიმდინარეობდა.

ორივე შემთხვევაში დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოსათხრელად გამოყენებული იყო სოციალური ქსელები.

სპეციალური კანონმდებლობა და ციფრული წიგნიერება

ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ აუცილებელია სოციალური ქსელების მუშაობის მარეგულირებელი კანონმდებლობის სასწრაფოდ შემოღება. მათთვის სავალდებულო უნდა გახდეს ეთიკის კოდექსი. ასევე, პასუხისმგებლები უნდა იყვნენ მავნე შინაარსის ინფორმაციის გავრცელებაზე

jam-news.net