ბედნიერი ერის“ უბედური სამშობლო – ნუ გეწყინებათ ქართველებო სიმართლე…“

 

დრამატურგი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 „ბედნიერი ერის“ უბედური სამშობლო… (წაიკითხეთ, შემაგინეთდა  ძილი გააგრძელეთ)

რუსეთი და ამერიკა საქართველოს დასაპატრონებლად იბრძვიან,ხოლო ამ  ვეშაპების ომში თურქეთიდა ირანი ,, თავისი წილი ტორტის ნაჭერის,, მიტაცებას ცდილობენ. სომხეთი ჯავახეთს ებღაუჭება, აზერბაიჯანს გარეჯზე და ქვემო ქართლზე აქვს თვალი დადგმული. რუსს ამოფარებული ოსები მყარად დგანან ზემო ქართლს და აფხაზეთი ჩვენი კი არა უკვე აფხაზებისაც აღარ არის. ქვიშაზე უმრავლესი ჩინეთი თავისას ცდილობს, ხოლო ამერიკის გოშია ევროპა მიგრანტთა არმიების შემოსევით გვემუქრება. არაბი ათასი წლის წინანდელ კუთვნილებად თვლის ამ გზათ გასაყარს და თავისი ჯილაგის შემოყოლებას ცდილობს ასიათასობით შემოსასახლებელ მიგრანტულ ტალღაზე.

 
უმძიმესი გეოპოლიტიკური უბედურება ტრიალებს საქართველოსთავს. ამ დროს კი, ქართველობა ზემოთ ჩამოთვლილთა აგენტებად ვართ დაყოფილი და ნებსით თუ უნებლიედ მოვუძღვით გადამთიელებს საქართველოში. მთავრობა ისეა გათახსირებული, რომ ქართველების ამ მიწიდან განდევნაში ფულს აკეთებს და ყველას წინაშე ხელის ბიჭობს. რატომღაც პრეზიდენტებად, პარლამენტარებად, მერებად და პრემიერებად ჩვენგანვე წოდებული აფერისტები უღვთოდ ყიდიან ქვეყანას, ხოლო სუპერ ,,კიდალა,, ივანაშვილი ყველა იუდური ბიზნეს გარიგების ლომის წილშია.

,,ბედნიერი,, ქართველები კი აფერისტი ტელემედიით ვსაზრდოობთ და ცხრათა აგენტი სააკაშვილის ,,საქმეთა საგმიროთა,, განხილვაში ან ბიძინია მისგან,,მხსნელის,, პოლიქრონიონ ებშივათენ ვაღამებთ. ერთმანეთს  ვჭამთ და მოძმის ხორცის მადიანად ძიძგნაში ,,მაყუთს,, ვშოულობთ. შვილები ნარკოტიკზე გვყავს შესმული, ხოლო სკოლები პედერასტიზაციის ასპარეზად გვაქვს ქცეული. ეკლესიის მამათა დიდი ნაწილი ამ ვაქჰანალიიდან ხელისმოთბობას ცდილობს და თავისივე წიაღში მოღვაწე მართალ მამებს სისხლს უშრობს.

რაღა გავაგრძელო და იმ საქართველოდან, რომელიც ზნეობის ნაკვერჩხალს არცერთ ეპოქაში არაციებდა ნატამალიც აღარა ადარჩენილი. სასაცილო–სატირალიკი ისაა, რომ ყველაფერ  ამისშემოქმედ ბიომასას ისევ ქართველად მოაქვს თავი და ამის არგუმენტად მუცელჩასახეთქი ხინკალ–საცივი მოყავს. სუფრებზე იხარჯება, სუფრებზე პატრიოტობს და კუჭის ამოყორვისთვის ლოცულობს.

P. S. ნუ გეწყინებათ ქართველებო სიმართლე, ეს ხომ თქვენი და თქვენგანვე გამწარებულისამშობლოს რეალობაა?

მარად თქვენი — ,,ხმად მღაღადებლისა,—-,გურამ ქართველიშვილი“.
alia.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.