დღეს გაგაცნობთ TVM NEWS-ის ახალი თაობის ფეისის-ქრისტინე კაპანაძის ქორეოგრაფიული ინდური ცეკვების სტუდიის წევრებს. როგორც ჩვენმა ჟურნალისტმა გაარკვია, ანსამბლი განგა სულ მალე გამაოგნებელი სიახლეებით უბრუნდება თავის გულშემატკივრებს, ახალი პროექტებით, კლიპებითა და საკონცერტო ნომრებით. სწორედ ამიტომ გთავაზობთ განგას თითოეული მოცეკვავის ინტერვიუს. გამორიცხული არაა, რომ მათ სახელებს მომავალში ხშირად გაიგონებთ.
მე ვარ შაკო ჩიქობავა. ცეკვა ჩემთვის ერთგვარი ჰობია. სადაც ვიღებ დიდ სიამოვნებას. მიყვარს ცეკვის ყველა სახეობა, თუმცა ინდურს. იმით გამოვარჩევ. რომ არის სახალისო და ფერადოვანი. პატარობიდანვე მომწონდა ინდური კულტურა, ამიტომ დავინტერესდი მისი შესწავლით. ანსამბლ განგაში შევიძინე შესაბამისი ცოდნა და პლასტიკური მონაცემები, რისთვისაც მადლობას ვუხდი მის ქორეოგრაფ ქრისტინეს. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და უფრო მეტიც ქრისტინე კაპანაძე არის ჩემთვის ავტორიტეტული პიროვნება, ამიტომ მიხარია, რომ მის სტუდიაში ვცეკვავ. ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს ვინ მინდა გამოვიდე, როცა გავიზრდები, თუმცა ძალიან მინდა მსახიობობა. ჩემი ჰობია ქართული საკრავები და ცეკვა. საყვარელი საქმეა სალამურზე დაკვრა. მისაბაძი ადამიანები ჩემთვის არიან ისინი ვინც კეთილშობილობით გამოირჩევიან. მშობლები მეხმარებიან და მხარს მიჭერენ მიზნის მიღწევაში. სკოლაში ვსწავლობ კარგად, თუ არ ვზარმაცობ. წარმატების მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო. ვფიქრობ წარმატების შემდეგ ადამიანმა უნდა სცადოს მისი შენარჩუნება ახალი გზებით.
მე ვარ ილია კაპანაძე. ცეკვაში ვღებულობ დიდ სიამოვნებას. ინდური ცეკვა შემაყვარა დაიკომ ქრისტინე კაპანაძემ. ანსამბლ განგაში ვიპოვე ჩემი თავი. მომწონს ქორეოგრაფი და მისი გუნდი. მე მინდა გამოვიდე რეპერი და მოცეკვავე. ჩემი ჰობია სიმღერა, ცეკვა და კომპიუტერული თამაშები, ასევე ძალიან მიყვარს „კუბიკ-რუბიკით“ თამაში და მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგად ვართმევ თავს ამგვარ თავსატეხებს, მცირე დროში ვაწყობ ნებისმიერი კომბინაციის და სირთულის კუბიკს. მოხიბლული ვარ ცნობილი რეპერით ლექსენით და შესაბამისად სწორედ იგია ჩემი ფავორიტი. მშობლებისა და მზრუნველი ბებია-ბაბუის მხარდაჭერით ვაღწევ წარმატებას. სკოლაში კარგად ვსწავლობ. მარა ამბობენ, რომ ვარ ნიჭიერი და ცელქი. ვთვლი, იმისათვის რომ გახდე წარმატებული უნდა დაისახო მიზანი და მიჰყვე მას. მიზანი კიდევ წარმატების გზააა. წარმატების და პოპულარობის შემდეგ იშლება ცხოვრების ახალი ფურცელი ახალი იდეებით. ვფიქრობ, რომ მალე გავხდები ლექსენივით მაგარი რეპერი და ხალხს თავს შევაყვარებ ჩემი სიმღერით.
მე მქვია გაბრიელ სოზაშვილი. ჩემი ჰობია ქართული და ინდური ცეკვები. ანსამბლ განგაში ახალი წევრი ვარ. ძალიან მეგობრული გარემოა. მიყვარს ჩემი ქრისტინე მასწავლებელი. მიყვარს ინდოელი მსახიობი ამირ ხანი და ხშირად ვბაძავ მას. მინდა გამოვიდე პოლიციელი. აგრეთვე ჩემი ჰობია კომპიუტერული თამაშები. წარმატების მიღწევაში მეხმარება ანა ბებო. იმისათვის, რომ ვიყო წარმატებული უნდა დავუჯერო უფროსებს. ასევე ვფიქრობ მოპოვებულ წარმატებას უნდა გავუფრთხილდე განძივით. დავკავდე სიახლეებით, რომ ვახსოვდე ფანებს.
მე მქვია ანასტასია ეფისკოფოსოვა და ჩემი ჰობია ცეკვა. ვარ ანსამბლი განგას მოცეკვავე. მიყვარს ინდური კულტურა ამიტომაც შევედი განგაში ცეკვის შესასწავლად. სკოლაში კარგად ვსწავლობ. მინდა გავხდე ცნობილი ჟურნალისტი და ასევე მინდა დიზაინერობაც. ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. ჩემი მშობლები მეხმარებიან წარმატების მიღწევაში. ვფიქრობ წარმატების მოპოვება ძნელია და ამისათვის ბევრი უნდა იშრომო. მე ვშრომობ წარმატების მისაღწევად. ჩემთვის მისაბაძი პიროვნებები არიან ინდოელი მსახიობები შრიდევი და აიშვარია რაი. წარმატების მოსაპოვებლად უნდა დაისახო მიზანი, რომელიც ამართლებს საშუალებას.
მე მქვია ნინი გვაზავა. ჩემი ჰობია ცეკვა და თამაში მეგობრებთან. ცეკვა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ვცეკვავ ჰიპ ჰოპს, ინდური ცეკვა ჩემთვის ახალი ხელოვნებაა. ინდური ცეკვით დავინტერედი პროექტ ნიჭიერიდან. მე და ქრისტინე კაპანაძე ერთად მონაწილეობდით და გავხდით ნახევარ ფინალისტები. ქრისტინეს გამოსვლის შემდეგ დავინტერესდი მომეწონა ჩაცმულობა და ცეკვა. მას შემდეგ მივედი მის სტუდიოში ინდური ცეკვის შესასწავლად განგაში. ჩემი საყვარელი საქმეა ცეკვა. მისაბაძი არის ჩემთვის ცნობილი ჰიპ პოპი მოცეკვავეები ტყუპები და ზაკი. სკოლაში კარგად ვსწავლობ. ვფიქრობ წარმატება ჩემზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტ შრომას ჩავდებ, მით უფრო წინსვლა მექნება. ამ წარმატებაში დედიკო მეხმარება. წარმატების შენარჩუნებისთვის საჭიროა არ გაჩერდე იყო მრავალფეროვანი და მიზანდასახული.
მე ვარ ნინი ცუხიშვილი 7 წლის. ძალიან მომწონს ინდური კულტურა და საერთოდ ინდოეთი, როგორც ქვეყანა. სტუდია განგა ჩემს ოჯახად მიმაჩნია, რადგან ძალიან მეგობრულები არიან, ძალიან მომწონს ჩვენი სოლისტი და ქორეოგრაფი ქრისტინე კაპანაძე. როცა დიდი გავიზრდები მინდა გამოვიდე მოცეკვავე და მსახიობი. ჩემი ჰობია კომპიუტერული თამაშები. ჩემთვის მისაბაძი ავტორიტეტი არის ჩემი მასწავლებელი, განგას სოლისტი-ქრისტინე. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებს მხარდაჭერისთვის, ვსწავლობ საშუალო დონეზე, მაგრამ მინდა ვიყო საუკეთესო მიზნის მისაღწევად ალბათ უფრო სწავლა განათლებაა საჭირო. როდესაც გავხდები წარმატებული ჩემს ცხოვრებაში ის შეიცვლება, რომ ხალხი უფრო მეტად შემიყვარებს და დამაფასებს.
და დასასრულს განგას სოლისტი და ქორეოგრაფი
მე ვარ ქრისტინე კაპანაძე 14 წლის. დაინტერესებული ვარ ინდური კულტურითა და ტრადიციით, ვცეკვავ ინდურ ცეკვებს. ინდური ცეკვა განსხვავდება სხვა ცეკვის სტილისგან არის სახასიათო და მეტი ჟესტიკულაციით დატვირთული. მიზნად დასახული მაქვს ის, რომ მინდა გამოვიდე მოცეკვავე და მსახიობი. მე ვფიქრობ, რომ ცეკვა ჩემი პროფესიაა, ჩემი ჰობია წიგნის კითხვა, ფორტეპიაოზე დაკვრა და სხვ. ჩემთვის მისაბაძი პიროვნებები არიან დედა და ბებია, ჩემთვის ისინი ავტორიტეტები გახდნენ მაშინ, როცა წამოვიზარდე და შევამჩნიე, რომ ისინი თუ მიზანს ისახავენ ბოლომდე მიყვებიან გზას არასდროს უხვევენ და თავიანთი სიტყვის პასუხისმგებლები არიან. საერთოდ ჩემი ოჯახი მაძლევს სტიმულს, რომ ვაკეთო ის რაც მიყვარს. ისევე როგორც ცეკვაშიც სკოლაშიც ვარ მონდომებული და თავისთავად პასუხისმგებლობით ვეკიდები ამა თუ იმ საკითხს. წარმატების მიღწევა არც თუ ისე ადვილია ამ სფეროთი 21-ე საუკუნეში, თუმცა მიმაჩნია, რომ არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულით და უფრო და უფრო გაიკვალო გზა მომავლისკენ. როდესაც დადგება ის დღე რომ მე ვიქნები პოპულარული პიროვნება ალბათ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში.
https://www.facebook.com/POSTV.Main/videos/2229095273995303/