„ივანიშვილს, რომ შეეძლოს სააკაშვილის შესაჩერებლად სიკვდილმისჯის კანონს დააბრუნებდა“

„რომ არსებობდეს სისხლის სამართლის კოდექსში დახვრეტის მუხლი, აუცილებლად გამოიყენებდა ბატონი ივანიშვილი ამ მუხლს იმ თვალსაზრისით, რომ რამენაირად იქნებ შეაკავოს ბატონი სააკაშვილი,“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილისთვის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 6 წლიანი პატიმრობის შეფარდებაზე გააკეთა.

მელია პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში პროკურატურასა და სასამართლოს ნდობა დაკარგული აქვს.

„პროკურატურა, რომელიც ხელს აფარებს მკვლელებს და მკვლელების მფარველებს და იგივენაირად იქცევა სასამართლო და პრაქტიკულად, ნდობა დაკარგული აქვს საზოგადოებაში ამ ორ ინსტიტუტს. ივანიშვილის ნაკარნახევით, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი სახის სასჯელი გამოუტანონ ბატონ სააკაშვილს. რომ არსებობდეს სისხლის სამართლის კოდექსში დახვრეტის მუხლი, აუცილებლად გამოიყენებდა ბატონი ივანიშვილი ამ მუხლს იმ თვალსაზრისით, რომ რამენაირად იქნებ შეაკავოს ბატონი სააკაშვილი. დიახაც, ივანიშვილი არ პასუხობს მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.