სააკაშვილი: „ბიძო, შუამავლები 70 ევროს გიტეხავენ და ქენი რამე… მადლიერიც არ დაგრჩება არავინ“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება 3 მარტს რომში მის მიერ დაგეგმილი აქციის კონტრაქციაში მონაწილეობისათვის გარკვეულ პირებს ფულს უხდის. თუმცა შუამავლები ბიძინა ივანიშვილს ფულს “უტეხავენ”. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 
“თურმე, მხოლოდ 30 ევროს იხდიან რომში, კონტრაქციაში მონაწილეებისთვის. ხო მაგრამ, ივანიშვილს 100 ევრო აქვს თითოეულ ადამიანზე გამოყოფილი. ბიძო, შუამავლები 70 ევროს გიტეხავენ და ქენი რამე, თორემ 30 ევროდ რომში პიცას თუ შეჭამენ და მადლიერიც არ დაგრჩება არავინ. და კალამ, რომელმაც უკვე მოაგვარა ყველა თბილისელის პრობლემა, ბოლო რამდენიმე დღე გაატარა იტალიაში და ვითარება მოამზადა ჩემი ჩასვლისთვის”, – წერს სააკაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ოლიგარქი იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს უფასო ავტობუსებსა და 130-დან 300 ევრომდე ფულს სთავაზობს.

“მეგობრებო, ჩვენმა ოპონენტებმა ვერაფერი რომ ვერ დაგვაკლეს და ვერ შეაჩერეს მოძრაობა, მიმართეს ახალ, მათი ჭკუით მზაკვრულ ხერხს. სთავაზობენ ჩვენს თანამემამულეებს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში უფასო ავტობუსებს და ფულს 130 დან 300 ევრომდე, რომში ჩამოსაყვანად და ფორუმზე დასასწრებად. ვითომცდა მე ვიხდი ამ ფულს. მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილს ფულის გადახდა არ სჭირდება თავისი მხარდამჭერებისთვის და ეს გამოჩნდება კვირას რომში. კიდევ ერთხელ, თუ ვინმე ჩემი სახელით გთავაზობთ ფულს ფორუმზე დასასწრებად, გაფრთხილდით, საქმე გაქვთ ოლიგარქის კრიმინალ დამქაშებთან. შევხვდებით რომში”, – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.
info9.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.