ორგანიზაცია Greenpeace-მა გამოკითხვა ჩაატარა და ეკოლოგიისთვის ყველაზე საშიში გაჯეტები გამოავლინა. როგორც გაირკვა, ყველაზე მეტად საფრთხის შემცველ პროდუქციას Apple, Samsung და LG აწარმოებს, ხოლო ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტან ნაწარმს Dell და HP ქმნიან.
სპეციალისტებმა 17 ცნობილი კომპანიის 40 სხვადასხვა გაჯეტი გააანალიზეს. ძირითადი მოთხოვნა ეკრანის შეცვლა, აკუმულატორის შეცვლა, შეკეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტების არსებობა და რეზერვები იყო. შედეგად თითოეული მათგანი 10 ბალიანი სისტემით შეაფასეს.
სმარტფონებიდან მაქსიმალური ქულა Fairphone2-მა დაიმსახურა. რვა-რვა ქულით შეფასდა LG G4, LG GS და Xiaomi Redmi 4, ხოლო ყველაზე დაბალი ნიშნით ბაზრის ლიდერები, Samsung Galaxу S7 და Samsung Galaxу S7 edgeშეფასდა.
პლანშეტებიდან უმაღლესი ქულა HP Elite x2 1012 G1-მა დაიმსახურა, ხოლო აუტსაიდერები iPad 5, iPad Pro (2-2 ქულა) და Microsoft Surface Pro 5 გახდნენ.
ნოუთბუქებს შორის ყველაზე მდგარდი Dell Latitude E5270 და HP EliteBook 840 G3 აღმოჩნდა, ხოლო ეკოლოგიისთვის ყველაზე საზიანოდ Microsoft Surface Book, Apple MacBook Pro და 2017 წლის Apple Retina MacBook დასახელდა.