“ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ მეზობლები სხვანაირად მესალმებიან“

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, რაც „ქართული ოცნება“ დატოვა თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. მისივე თქმით, “ოცნებიდან” წამოსვლის შემდეგ, მეზობლები სულ სხვანაირად ესალმებიან.

“იმ დღეს, როცა ეს განცხადება დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი წონა მაქვს, მეგონა, რომ ერთი 30 კილო დავიკელი. ძაღლს ვასეირნებ ხოლმე საღამოობით და “ქართული ოცნება” რომ დავტოვე, მეზობლები სხვანაირად მესალმებიან, ისეთი ბედნიერი ვარ…” – განაცხადა კვაჭანტირაძემ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ 27თებერვალს დატოვა.

2020news.ge