რუსებმა მცოცავი რეჟიმით საზღვარი კურორტ შოვიდან 6 კმ ში მოაცოცეს!

წინა პერიოდის ქალაქ ონში იყო ორი საშუალო სკოლა, ღამის სკოლა, მუსიკალური სკოლა, პიონერთა სახლი, კულტურის სახლი, ქარხნები და ფაბრიკები, საავადმყოფო, პოლიკლინიკა, აყვავებული სოფლები სკოლებით, სასოფლო კლუბებით და კურორტები, იშვიათი მინერალური წყლებით, სამკურნალო გამაჯანსაღებელი სანატორიუმებით და ცენტრებით მედ -პუნქტები….

ონი იყო დიდი კულტურის და ინტელიგენციის ცენტრი!

დღეს?

ერთმა მთავრობამ დაიწყო და მეორემ ბეჭედი დაუსვა!

მიტოვებული სოფლები!

დაცარიელებული კურორტები!

გაცარიელებული ქალაქი… რომელსაც მხოლოდ წარსულის საპატივცემლოდ შერჩა ქალაქის სტატუსი, თორემ მაცხოვრებელთა და ფაბრიკა ქარხნების რიცხვის მიხედვით სოფელსაც ვეღარ ვუწოდებ!

ჯერ შეამცირეს სამედიცინო მომსახურეობის ცენტრი! 
შემდევ დააცარიელეს და დღეს სოფლის მედპუნქტის დონეზეც კი აღარ დატოვეს!

ჯერ კიდევ 2010 წელში ონელები სისხლის ანალიზებზე ამბროლაურში დადიოდნენ, 
მაშინ როცა ონში იყო ერთ-ერთი უძლიერესი სამედიცინო სკოლა! 
უძლიერესი ექიმები …

და რა მოხდა?

რა და ფრთები შეუკეცეს, მოტეხეს და დაულეწეს ადგილობრივ მოსახლეობას…

ადგილობრივ ექიმებს…

რამდენი მოსახლეა დღეს ონში?

გმირი ქალაქი და გმირი ქალაქელები!

ყველაზე ყურადღების ქვეშ უნდა იყვნენ! 
როგორ სტრატეგიულ ადგილზეა და ჩიხში მოხვედრილი: ერთი მხრიდან საზღვარი სამაჩაბლოსთან, ცხინვალის სოფლებთან, ტერიტორია რომელსაც რუსი ჯარი აკონტროლებს და მეორე მხრიდან ისევ რუსეთი, არ თქვათ ახლა პირველად გვესმისო… რუსებმა მცოცავი რეჟიმით საზღვარი კურორტ შოვიდან 6 კმ ში მოაცოცეს! ისე ჩააცოცებენ ასე ცარიელ კურორტში რომ ერთ დილას კურორტის ჭიშკარზე რუსული დროშა დაგვხვდება! 
მერე უწერამდე ჩამიცოცდებიან და მერე ონამდე და მერეც …

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო…

მახსოვს რამოდენიმე თვის უკან მშობიარე ქალის ისტორია გახმაურდა ონში… სადაა გინეკოლოგი და კარგი ცხოვრება, ან რა საჭიროა, სად იყო გამოქვაბულების დროს გინეკოლოგი, გაგვანადგურა ამ ცივილიზაციამ, ქალი ქალს აღარ გავს!

დღეს კი, დღეს მესმის ვიღაცაა დაჭრილი, მუცელში ჭრილობები, არა აქვს მნიშვნელობა ამ წუთას მიზეზს…

და ონში საავადმყოფო აღარაა…
რაღაც საცოდავი მედპუნქტი…

კარგით რა! 
არ გრცხვენიათ? 
ხალხო, არ გრცხვენიათ?

არჩევნებიო…..
რაჭაში არც ერთ მთავრობას არაფერი არ გაუკეთებია!

რაჭა აღარაა!

რაჭაში მაცხოვრებლები კი გმირები არიან …

გმირები არიან ჩემი ნოდარი, ჩემი კახა, ჩემი ირემა, ჩემი თეონა, ჩემი სოფო, ჩემი გიო, ჩემი ვაჟა, ჩემი ნანა და ჩემი ყველა ვინც იქაა!
დამიჯერეთ ჩამოთვლა შეიძლება ყველასი ….

ეს ადამიანები გმირები არიან! 
ჩვენ კი…
ჩვენ სამარცხვინოები ვართ!

მთავრობა, გაიღვიძე! 
ვინც არ უნდა იყო შენ! 
არ დამიწყოთ ახლა აქ ოცნების და ნაცების ლანძღვა!
ჩემთვის ყველა ერთია!
ჩემთვის საქართველოა! 
ესენი კი ქართველები!

ძველი საავადმყოფო … არ ვიცი რა მოხდა, მგონი დაიწვა…. 
მას მერე კი…

რამდენი რამ გადაიტანა ამ ქალაქმა: მიწისძვრები, ებრაელთა მასიური წასვლა, 90 იანი წლების ომები და ცხინვალიდან შემოტანილი წამალი, გაუბედურებული და განარკომანებული თაობა, 2008 წლის ომი, პირდაპირი დაბომბვა!
თბილისი ონის გზა ცხინვალით დაიკეტა, დარჩა მხოლოდ ტყიბულით, რამაც ჩიხში მოაქცია ონი და ვისაც საქმე აქვს ისიც აღარ მიდის…

თავად რაჭველებიც კი….

ისრაელიდან ებრაელი ონელები უფრო სტუმრობენ ონს ვიდრე თბილისს ქალაქს გადახვეწილი ონელი ქართველები….

პერიფერიებს თუ არ გაამაგრებთ აღარ გექნებათ ქვეყანა!

სამი ქალაქი დარჩებით: თბილისუი, ქუთაისი და ბათუმი…

საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით რაჭა ყოველთვის გამოირჩეოდა მიგრაციის მაღალი დონით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მისი რელიეფითა და კლიმატით. მოსახლეობა ხშირად იძულებულიც ხდებოდა დაეტოვა საცხოვრებელი, რადგან სეისმურად და მეწყერულად საშიშ ზოლში ცხოვრობდა.

მეოცე საუკუნეში მოსახლეობის გადინების შემცირებას ხელი შეუწყო რეგიონში გახსნილმა საწარმოებმა და ხალხის დასაქმებამ. განვითარდა სოფლის მეურნეობაც, ძირითადად, მესაქონლეობა, მემცენარეობა და მეხილეობა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის ყველა საწარმო დაიხურა, მოსახლეობა უმუშევარი დარჩა, რის გამოც მიგრაციის დონემ საგრძნობლად მოიმატა.

90 წლების შემდეგ, მოსახლეობის შემცირების გამო სოფლების უმრავლესობაში გაუქმდა სამედიცინო პუნქტები, დაიხურა სკოლები, ამან კი ხელი შეუწყო მათ მთლიანად დაცლას. მხოლოდ ონის რაიონში 11 სოფელია, რომელშიც არც ზაფხულში და არც ზამთარში აღარავინ ცხოვრობს. იგივე ბედი ელის იმ სოფლებსაც, სადაც მხოლოდ მოხუცებია დარჩენილი. სამსახურის საშოვნელად თუ განათლების მისაღებად რაჭველი ახალგაზდები დიდ ქალაქებში გადადიან საცხოვრებლად. უკან კი მხოლოდ ერთეულები ბრუნდებიან და შესაბამისად, რეგიონი მოსახლეობის გარეშე რჩება. პროცესის ასე გაგრძელების შემთხვევაში რაჭა 15 წელიწადში აღარ იარსებებს.
15 წელიწადში აღარც იარსებებს!
ხო, მანამდე კი … 
აღარ ვიტყვი, არაა ჩემი საქმე!
intermedia.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.