გაიცანით,-ვინც არ იცნობთ,- საქართველოს პარლამენტში გაბძგალული ბიძოს ჭიაყელები! გუგული მაღრაძე და აკაკი ზოიძე!
სწორედ ამათი პირდაპირი დამსახურებითაა დღეს გაღატაკებულ ქვეყანაში მყრალი ასტრა რომ სამი ლარი ღირს!
თან რას აცხადებენ აღარ იკითხავთ? სიგარეტი იმიტომ გაგიძვირეთ რომ აღარ მოსწიოთო!?
ტირილნარევი სიცილი რომ დაამთავროთ დახსომეთ:
წყუროდეთ წყალი არ მიაწოდოთ!
შიოდეთ გახმარი პურიც არ მისცეთ!
მყრალი ასტრა შესთავაზეთ ოდენ და აწევიენეთ მანამდე სანამ კბილები არ გაუყვითლდებათ!.. უმუშტუკოდ და დღეში ორი კოლოფი! კვაჭანტირაძე: სიგარეტზე ფასის მომატების გამართლებისთვის ასოცირების შეთანხმების მოშველიება სიბრიყვეა!
დამატების თარიღი 18:55, 3 მარტი, 2019 48
ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, თამბაქოზე ფასის მომატების გამართლებისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოშველიება სიბრიყვეა.
22Shares
მისი თქმით, თამბაქოზე ფასის ზრდას ასოცირების შეთანხმება არ ითვალისწინებს.
“სიგარეტზე ფასის ისევ მომატების გამართლებისთვის ასოცირების შეთანხმების მოშველიება სიბრიყვეა.
ტყუილია ეს!!!! ასეთ რამეს ასოცირების შეთანხმება არ ითვალისწინებს”, – წერს სოციალურ ქსელში ზვიად კვაჭანტირაძე.
ცნობისთვის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ თამბაქოზე აქციზის მომატება, მისი მოხმარების შემცირებას შეუწყობს ხელს. ზოიძე ამბობს, რომ თამბაქოზე ფასის ზრდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა.
გარდა ამისა, აკაკი ზოიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ფასი ხელით გასახვევ თუთუნზეც გაიზარდოს.
აქვე შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრს ვანო მაჭავარიანს აქვს განცხადება გაკეთებული, რომ თამბაქოზე სააქციზო გადასახადის გაზრდა არა მთავრობის ახირება, არამედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულებაა.
“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს ვალდებულება, 2025 წლისთვის გავათანაბროთ თამბაქოზე აქციზის ღირებულება ევროპის ქვეყნებთან.
თამბაქოზე აქციზის გაზრდა არ არის ჩვენი ახირება, რომ ბიუჯეტში თანხები დაგვაკლდა და მაგიტომ გავაკეთეთ, ეს არის ვალდებულება. ევროკავშირი ხომ მოგვწონს და გვიყვარს იქ სიარული უვიზოდ, ამიტომ ვალდებულებებსაც უნდა შესრულება. ამ ვალდებულებების შესრულების ფარგლებში ჩვენ მოგვიწევს თამბაქოზე აქციზის თანდათანობით გაზრდაც”, – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.
nevs.coa.ge. ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.