_მაკრონთან შეხვედრისას ჩვენმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ჩვენი არჩევანი ევროპა და ამერიკაა, რუსეთთან საუბარს არ ვაპირებთო. სიმართლე გითხრათ, რეალურად არავინ იცის (სავარაუდოდ, არც უცხოელმა პარტნიორებმა), რატომ უსვამს ხაზს საქართველოს პრეზიდენტი მუდმივად იმას, რომ
რუსეთთან საუბარს არ აპირებს. და ეს იმის ფონზე, რომ ყველა აღიარებს, არსებული ტერიტორიული პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა სწორედ რუსეთთან საუბარია. მაგრამ
არა _ ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე, შემდეგ კი პრეზიდენტობის პირველივე კვირას, ზურაბიშვილმა
ჯიუტად განაცხადა, რომ რუსეთთან საუბარს არ აპირებს.
სხვათა შორის, როცა რუსეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით ყველა რელიგიური
სექტა აიკრძალა, ლგბტ თემის წევრები პრაქტიკულად კანონგარეშედ გამოცხადდნენ, რადგან
ყველანაირი აქტივობა კანონის დონეზე აეკრძალათ, საქართველოში ტაში დაუკრეს. უფრო კონკრეტულად კი, ყველა აღიარებდა, ეს რუსეთისთვის გადარჩენისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯიაო. გესმით, ხალხო? რუსეთის გადარჩენისკენო, ქვეყნის, რომლის მოსახლეობაც 140 მილიონია, ანუ ჩვენზე თითქმის 50-ჯერ მეტი და ვაღიარებთ, რომეს მათი გადარჩენისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. საფრთხე იმისა,
რომ ლიბერალურმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ერი გადააშენოს, ამ მასშტაბების ქვეყანამაც კი იგრძნო.
ჩვენვერ ვგრძნობთო, რომ ვთქვათ, არ ვიქნებით მართალი _ ვგრძნობთ და მერე როგორ, მაგრამ
საკანონმდებლო დონეზე ეს საკითხი დღემდე არ დასმულა. რატომ? იმიტომ, რომ საკანონმდებლო
დონეზე ამ საკითხის დაყენება იმ ევროპასა და ამერიკას გაანაწყენებს, რომლებისკენაც ვისწრაფვით და
გვინდა, რომ მათი ოჯახის წევრი გავხდეთ. იმ ოჯახის, რომლის მშობლებს ნომრავენ და თურმე მომავალი თაობის ფსიქოლოგიას უფრთხილდებიან.
მოვლენებს რეალურად რომ შევხედოთ, ლესბოსელებსა და გეებს, რომლებსაც ოჯახის შექმნისა და ბავშვების აღზრდის უფლებას
აძლევენ, პრაქტიკულად სადიზმს უკანონებენ. სადიზმია ის, როცა 4-5 წლისბავშვი აცნობიერებს, რომ მისი თანატოლების უმრავლესობას ქალი და კაცი ჰყავს მშობლად,
ამას კი… და პირველი დიდი კითხვის ნიშანიც სწორედ აქ ჩნდებადა არა მაშინ, როცა ანკეტის შევსების
დრომოვა, რომელშიც დანომრილი მშობლებიუნდა ჩაწეროს. ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვის ფსიქოლოგია 4-6 წლის ასაკში ყალიბდება და სწორედ მაშინ მიღებული შთაბეჭდილებებით იწყებს
ცხოვრებას პიროვნება. ჰოდა, როგორ გგონიათ, რა შთაბეჭდილების ქვეშ იქნება ბავშვი, როცა ამას
დაინახავს და მიხვდება, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს?!
და, საერთოდ, რატომ არის, რომ კულუარულად ვიწონებთ იმას, რაც მეზობელ სახელმწიფოში ხდება და ხმამაღლა კი სხვა რამეს ვამბობთ. რატომაა, რომ ეკლესიის მსახურნი ამბიონიდან ქადაგებენ, მაგრამ,
როცა საქმე საქმეზე მიდგება, წინააღმდეგობას არ უწევენ ათასგვარ სექტას, რომლებიც საქართველოში უკვე ყვავის და რომელთა ნაწილის “პროგრამა” მსხვერპლთშეწირვაც არის. ჰო, მსხვერპლთშეწირვა, რომელიც, ძირითადად, სასაფლაოებზე ხორციელდება. ეს თუ არ იცით, მესაფლავეებს ჰკითხეთ, რამდენ საფლავზე უნახავთ ჩამომხრჩვალი თუ დამწვარი კატა. რამდენი
უსახლკარო ბავშვია ჩართული ამ სექტებში და რამდენი კიდევ ჩაერთვება, ითვლის ვინმე? ხმის ამოღებას
კი არავინ აპირებს, _ ევროპა–ამერიკას არ ეწყინოსო. ან ის პოლიტიკოსები რატომ არიან ჩუმად, რომლებიც მოსახლეობას
თანშეხვედრისას კულუარულად, დაბალ ხმაზე ამბობენ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, რომ ერთი და
იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების მომხრეები საკანონმდებლო ორგანოშიც კი ძალიან მომრავლდნენ,
რაც ერის დაღუპვისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია… მაგრამ ეს ჩუმად, ხმადაბლა, რომ არავინ გაიგოს,
თორემ ხმამაღლა ტაშს უკრავენ ყველა ევროპულ ინიციატივას და არასამთავრობოებსაც მხოლოდ მაშინ აკრიტიკებენ, როცა მათ პოლიტიკურ კურსს და შესაბამისად, სავარძელს ემუქრება საფრთხე.
სად არის საშველი? საშველი იქნება ის, რომ, რასაც რეალურად ვფიქრობთ, რაზეც ჩურჩულით ვსაუბრობთ,
ხმამაღლა ვთქვათ. მიკიბვ–მოკიბვის გარეშე ვაღიაროთ, რომ, რასაც ევროპელები და ამერიკელები გვტენიან ცუდია და აგერ, ის შეზღუდვები, რომლებიც რუსეთმა დააწესა, კარგია.
ერისთვის არის კარგი, გადარჩენისთვის, რადგან კულუარულად თუ პირდაპირ, ერიც და ბერიც აღიარებს, რომ
ერის გადარჩენის პრობლემა ყოველდღიურად უფრო მწვავდება.
მანამდე კი, სანამ ყველას კარზე არ დაურისხებიათ განგაშის ზარი, ვისმინოთ პრეზიდენტის კატეგორიული
განცხადება: რუსეთს არ დაველაპარაკებიო; ვუსმინოთ ევროპელი ლიდერების მოწოდებას: რუსეთს ეომეთ,
ევროკავშირის კარზე აკაკუნეთ, მაგრამ გაღების იმედი არ გქონდეთო. ამერიკასაც ვუსმინოთ, ხმამაღლა
რომ გაჰყვირის: ნატოს გაფართოება უახლოეს ათ წელიწადში წარმოუდგენელია, მაგრამ
საქართველომ მაინც აკაკუნოს, რადგან ეს კაკუნი ქართველი საჯიშე ვაჟკაცების გასაწვევად გვჭირდება
საერთაშორისო მისიებშიო. და ვიქნებით ასე, კაკუნ-კაკუნში, სანამ თავში არ ჩაგვიკაკუნებენ.
ბესო ბარბაქაძე.
Geworld.ge.