ცნობისთვის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ თამბაქოზე აქციზის მომატება, მისი მოხმარების შემცირებას შეუწყობს ხელს. ზოიძე ამბობს, რომ თამბაქოზე ფასის ზრდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა.
გარდა ამისა, აკაკი ზოიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ფასი ხელით გასახვევ თუთუნზეც გაიზარდოს.
აქვე შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრს ვანო მაჭავარიანს აქვს განცხადება გაკეთებული, რომ თამბაქოზე სააქციზო გადასახადის გაზრდა არა მთავრობის ახირება, არამედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულებაა.
“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს ვალდებულება, 2025 წლისთვის გავათანაბროთ თამბაქოზე აქციზის ღირებულება ევროპის ქვეყნებთან.
თამბაქოზე აქციზის გაზრდა არ არის ჩვენი ახირება, რომ ბიუჯეტში თანხები დაგვაკლდა და მაგიტომ გავაკეთეთ, ეს არის ვალდებულება. ევროკავშირი ხომ მოგვწონს და გვიყვარს იქ სიარული უვიზოდ, ამიტომ ვალდებულებებსაც უნდა შესრულება. ამ ვალდებულებების შესრულების ფარგლებში ჩვენ მოგვიწევს თამბაქოზე აქციზის თანდათანობით გაზრდაც”, – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.