მაშ ასე გემრიელი პაექრობა პოპულარულ სახეებსა და სკოლის დირექტორებს შორის დაიწყო!

რესტორან ლაზიკაში ხვალ 4 მარტს 18:00სთ-ზე გაიმართება კულინარიული შეჯიბრი რუსთავის საჯარო სკოლის დირექტორებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს შორის, რომელიც როგორც იცით ხორციელდება მედია სააგენტო TVM NEWS-ის ორგანიზატორობით.

ხვალ კულინარიულ პაექრობაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ცნობილი ჟურნალისტი და სიყვარულის დღის ავტორი: ბესო ჩუბინიძე და ქალაქ რუსთავის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი: უმშვენიერესი ირინა მელქაძე. ხოლო მეორე გადაცემის სტუმრები კი გვეყოლებიან პოპულარული ქართველი მომღერალი და ქართველი ემიგრანტი ქალბატონების გულთამპყრობელი: გიორგი შალვაშვილი და ქალაქ რუსთავის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი: ავთანდილ მჟავია.

პროექტის მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ ოფიციალურ მასპინძელ რესტორან „ლაზიკას“და მის დირექტორ: ნიკოლოზ ხრიკაძეს.

კომენტარები ფეისბუქიდან