საქართველოში გაეროს ოფისთან ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ აქცია იმართება

საქართველოში გაეროს ოფისთან ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარის გურამ ფალავანდიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეები ითხოვენ გაეროს ბავშვთა ფონდს მათი მოთხოვნები წერილობით გადასცენ.

„შეწყდეს ოჯახის ნგრევის, გარყვნილებისა და მამათმავლობის კულტივირება საქართველოში, გაუქმდეს ბაღებში ნეიტრალური გენდერის პროგრამა, შეწყდეს ლგბტ ლობიზმი სპორტში, აიკრძალოს სკოლებში საგანი „მე და საზოგადოება“. აღიკვეთოს გაეროს ტრენინგები საზაფხულო ბანაკებში, რადგან ისინი ითრევს ბავშვებს ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობაში, შეწყდეს გაეროს მიერ მომზადებული ბავშვთა უფლებათა კოდექსის ინიცირება პარლამენტში, ვინაიდან ის ემსახურება ოჯახის დანგრევისა და ლგბტ ცნობიერების პროპაგანდას ბავშვებში“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
interpresnevs.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.