19 თებერვალს “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში გასული სიუჟეტი, რომელშიც გიორგი გაბუნიამ გრაფიკის მოშველიებით დაწვრილებით აღწერა ქალის სასქესო ორგანოს დეტალები და მათი დანიშნულება. იქვე ამ შინაარსის ვიდეოგაკვეთილების ავტორი, ვინმე ხატიაახალაია (როგორც ამბობენ, ლგბტ-სექტის აქტივისტი) წარმოგვიდგინა, რომელსაც, სანამ იმ ვიდეოგაკვეთილებს სოციალურ ქსელში განათავსებდა, მანამდე ამ სიბინძურით საკუთარი 4 წლის შვილი “გაუნათლებია” და იმავეს ჩვენს შვილებს უპირებს…
ხატია ახალაია
ამ ლაწირაკი “გოგოშკას” ვიდეოგაკვეთილების დეტალებში ვერ და არ შევალ, რადგანაც გიორგი გაბუნიას “გრაფიკით” ადვილი წარმოსადგენია, რაზე იქნება საუბარი ხატია ახალაიას “ვიდეოშედევრში”. მხოლოდ ერთს დავძენ, რომ მისმა გაკვეთილად წოდებულმა სიბინძურემ სოციალური ქსელი ააფეთქა და ახლა უკვირს, რად მემუქრებიანო, და სახელმწიფოსგან ითხოვს დაცვას. აღარაფერს ვამბობ სახალხო დამცველისა თუ სხვა ლიბერასტული “ასოების” მიერ გამოხატულ თანაგრძნობაზე “წამებული” ხატიას მიმართ.
მუქარებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მეუფრო “ჯულიეტოვნას” სტუდიის“პრადვინუტი” სტუმრების “ფსიქოლოგიურ–პროფესიონალურმა” კომენტარებმაგამაკვირვა, რომ თურმე, როგორცმათემატიკა და გეოგრაფია ისწავლება, ასევე უნდა ისწავლებოდეს სკოლებშიმსგავსი სიბინძურე, რათა ჩვენი ქალ–ვაჟნიმომზადებული შეხვდნენ სიყმაწვილეს.ადრე ხატიები არ იყვნენ, მაგრამ რა, მამები ვაჟებს და დედები გოგონებს, როცა ამის დრო-ჟამი დადგებოდა, ვერ ასწავლიდნენ იმ მინიმუმს, რაც საჭირო იყო მოზარდებისთვის?
პლატონი, სოკრატე, არისტოტელე, სენეკადა სხვა მრავალი ბრძენკაცი, ფილოსოფოსი თუ მოაზროვნე იცის კაცობრიობის ისტორიამ ანტიკური ხანიდან დღემდე, მაგრამ არც ერთს არ გაუვლია თავში საბავშვო ბაღის ბავშვთა სექსუალური განათლების ბინძური იდეა და დღეს რა დაემართა ქრისტიანულ ფესვებზეაღმოცენებულ დასავლეთს, კოლექტიურიფსიქოზი რომ შეჰყრია და უკვეყბადაღებული ე.წ. ადამიანის უფლებებისდაცვის კამუფლაჟით, ლგბტ სექტითდაწყებული, ნარკომანების, სატანისტების, ასე განსაჯეთ, პედოფილების უფლებებითდამთავრებული, ყველანაირიუმცირესობის უფლებებს იცავსნორმალური უმრავლესობის საზიანოდ.
იუვენალურმა იუსტიციამ ევროპაში, პრაქტიკულად, უკვე დაანგრია ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი; გაიზარდა თაობა, რომლისთვისაც არ არსებობს ისტორიული თუ თანამედროვე ავტორიტეტები. დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ახალშობილ ბავშვებს ღვთითბოძებული მდედრობითი ან მამრობითი სქესის ნაცვლად საშუალო სქესს მიაკუთვნებენ _ გაიზრდება და თვითონ აირჩევს, მამაკაცობა უნდა, დედაკაცობა თუ ტრანსგენდერობაო; უკვე გაჩნდნენ უსქესო მიმართულების მოდელიერები და, შესაბამისად, იმართება უსქესო მოდელების დეფილეები. კიდევ ვინ მოთვლის დასავლეთ ევროპის სატანისტობას! ამიტომაც უწოდა ევროპას რომის პაპმა ფრანცისკემუღმერთობის უდაბნო… ვისაც თვალი და ყური ასხია, მისთვის ცხადია, რომ ქრისტიანული მორალის კულტურული ევროპა აღარარსებობს, გარდაიცვალა (სწორედ ამ სამწუხარო ფაქტის აღსანიშნავად დავიწყე წინამდებარე სტატია ბრიტანულ “კინოშედევრზე” საუბრით) და იქიდანმხოლოდ უზნეობა და გარყვნილებაშემოედინება საქართველოში, გრანტებითდაფინანსებული ქართული ე.წ. მესამესექტორის მკაცრი პატრონაჟით, ემანდვინმემ რამე არ დაუშავოს ხატია ახალაიას, რომლის აზრით, თურმე ბაბუა შვილიშვილსარ უნდა ჩაეხუტოს, რადგან პედოფილიახანდაზმული მამაკაცების სენიაო. რა თქვა ამ სოროსის ძუძუთი ნაკვებმა, გაიგეთ, ხალხო? კომენტარი თქვენთვის მომინდვია, მკითხველო… ყოველივე ზემოთქმული, ჩვენს ლიბერასტებს რომ ჰკითხოთ, სიცრუე, რუსული ნარატივიაო, გეტყვიან და აი მივადექით მთავარ თემას… ანტისემიტიზმის თეორიის მიხედვით, რაც კი რამ ცუდი ხდება მსოფლიოში, ყველაფერი ებრაელი ხალხის ბრალია. სწორედ ამ თეორიის პრაქტიკაში დანერგვამ მიიყვანა კულტურული კაცობრიობა ჰიტლერის რეჟისორობით საშინელებათა ფილმ “ჰოლოკოსტამდე”, როდესაც გერმანელმა ფაშისტებმა 6 მილიონი ებრაელი, დიდი თუ პატარა, ჯერ გაზის კამერებში მოაშთეს და შემდეგ კრემატორიუმებში დაწვეს. ახლაც თითქმისანალოგიური შინაარსის კინო მიდის. თითქმის, რადგან მხოლოდ ფილმისრეჟისორები და აქტორები შეიცვალნენ, სცენარი, სიუჟეტი კი იგივეა _ ოღონდებრაელები რუსებმა ჩაანაცვლეს და ახლა, რაც კი რამ ცუდი ხდება მსოფლიოში, ყველაფერი რუსების ბრალია, ამიტომაცვუწოდე აღვირახსნილ რუსოფობიასფიგურალურად ნეოანტისემიტიზმი.
ანტისემიტიზმსა და ნეოანტისემიტიზმს შორის, მსგავსებასთან ერთად, ისეთი განსხვავებაა, რომ სახიფათოდ თავდაყირა აყენებს მსოფლიო გეოპოლიტიკას _ თუ მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელებს საკუთარი სახელმწიფო არ ჰქონდათ, მსოფლიოში მიმოფანტულებს ძლიერი ქომაგიც არ ჰყავდათ და ამიტომაც ადვილად მოუწყვეს ჰოლოკოსტი. ახლა ამერიკელი რეჟისორები ევროპელი მსახიობების შესრულებით, როგორც იმერეთში იტყვიან, “გლახათ უჩუჩხუნებენ” ტოტალური ნეოანტისემიტიზმით, რუსოფობიით შეწუხებულ, ბირთვული ტორების მქონე რუს დათვს, რომელმაც გასულ კვირაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირით მუქარანარევი განცხადება გააკეთა:
“თუ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან (მაგალითად, პოლონეთ-რუმინეთიდან, სადაც უკვე განათავსეს ამერიკელებმა სარაკეტო დანადგარები, ან უკრაინიდან და საქართველოდან, თუ მათაც მსგავსი სისულელე ჩაიდინეს) რუსეთის მიმართულებით არაბირთვული რაკეტები გაუშვეს, ამერიკელებს ნუ ჰგონიათ, რომ ოკეანის გაღმიდან ტელევიზორების საშუალებით უსაფრთხოდ მიადევნებენ თვალს ევროპაში მიმდინარე ომს. ჩვენ არ დავიწყებთ ტანკებისა თუ სახმელეთო ჯარების თვლას, რადგან ჩვენ, ბირთვული სახელმწიფო, არ ვაპირებთ არაბირთვული იარაღით ომს. ასეთი ომის ბედს ტექნიკის რაოდენობა გადაწყვეტს, რაშიც ნატოს აშკარა უპირატესობა აქვს. ამიტომ, რუსეთზე ბირთვული ან არაბირთვული თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენი მყისიერი პასუხი ბირთვული იქნება და ჩვენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს ვაქცევთ ნანგრევებად, რომლებიდანაც განხორციელდება რუსეთზე შეტევა, არამედ იმ ქვეყნებსაც გავანადგურებთ, რომლებშიც რუსეთზე იერიშის მიტანის გადაწყვეტილება მიიღება”…
ასეთი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია, გადაწყვეტილების მიმღები “ოფისი” კი _ პენტაგონი. ამ საბედისწერო ჟამს კი რას აკეთებს ჩვენი ლიბერასტული პარლამენტი? ათასჯერ მითქვამს და ათასმეერთედ გავიმეორებ: აღვირახსნილი რუსოფობიის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ რუსეთი, ბელარუსი და, საზოგადოდ, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფოები, გნებავთ, პოსტსაბჭოთა სივრცე, ის “შემოღობილი” ტერიტორიებია, რომლებშიც ვერ შეაღწია ზემოთ ნახსენებმა ლიბერასტულმა გარყვნილებამ და, სავარაუდოდ, ვერც შეაღწევს, სანამ რუსეთის საერო და საეკლესიო ხელისუფლებები ერთ სულ და ერთ ხორც არიან.
უკრაინა კარგი მაგალითია იმისა, რუსეთისგავლენისგან გასული, როგორ ეზიარადასავლური დემოკრატიისა დათავისუფლების უმაღლეს ღირებულებას _ შარშან, კიევში გაიმართა გრანდიოზულიგეიაღლუმი, რომელსაც უკრაინაშიაკრედიტებული ლიბერალურიდიპლომატიური კორპუსი დაესწრო. მსგავსი “სიამოვნება”, დაცემა, დიდი ალბათობით, წლეულს საქართველოსაც ემუქრება, თუმცა რაღა დროს “ემუქრებაა”?! ზევით უღმერთობის უდაბნოდ ქცეული ევროპის გარდაცვალება აღვნიშნეთ და რა, საქართველო უკეთეს დღეშია?
ერის დაცემა და გათახსირება არ არისხატია ახალაიასა და მისი პატრონებისმიერ ქართველი საზოგადოებისთავხედური გამოწვევა? საზოგადოება რომ ვიყოთ და თანაც ქართველი, ქოც-ნაცების უკვე აშკარა ალიანსის პარპაშს ამდენ ხანს ავიტანდით?!
ან სად არის ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენცია, რომელიც, წლების განმავლობაში ბანკომატის რიგში მდგომი, ყველაფერს უპრავებდა მამა-მარჩენალს? სად ხართ, რას დადუმებულხართ, როდესაც ქვეყანა თავზე დაგვამხეს? ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებსა თუ გრანტიჭამია ასოებს მიუგდო ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი სამშობლო, მართლაც ბედკრული საქართველო.
ავტორი: დავით მხეიძე.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო. ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.