ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე ისაუბრა.
ბოდბელი ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ამერიკელი პარტნიორები დაინტერესდნენ საკითხით, თუ როდის აღიარებს საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.
მისი განცხადებით, წმინდა სინოდის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ავტოკეფალიის აღიარებს, თუმცა ამ საკითხზე დაფიქრება და შესაბამისი დროის შერჩევაა აუცილებელი.
მეუფის განცხადებით, საქართველოს ეკლესია დაელოდება თუ რა პოზიციას დაიკავებენ ძირითადი ეკლესიები, რადგან არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საპასუხოდ აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიებს აღიარებს.
მეუფე იაკობის განცხადებით ამერიკელებთან შეხვედრის დროს, მან კონტრშეკითხვა დასვა, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გულისხმობდა. მეუფე იაკობი დაინტერესდა, რა მიზეზი აქვს ალიანსს იმისათვის, რომ ქვეყანას ნატოში არ იღებს.
„ჯერჯერობით, მათ ავტოკეფალია არ მიუღიათ, მაგრამ მოვა დრო და მიიღებენ უკრაინელები. მაგასაც დამსახურება უნდა, მაგათ უფრო ავტონომია აქვთ მიცემული. იმიტომ რომ ეპისკოპოსის კურთხევა იქნება თუ რაღაც, მაინც მსოფლიო პატრიარქთან უნდა შეათანხმონ. მაგი არ არის ისე, ავტოკეფალია. მე ამერიკელებთან მქონდა ამ თემაზე საუბარი და გაგებით ეკიდებიან ამას. მე დავუსვი კონტრშეკითხვა – რა მიზეზი გაქვთ ნატო-ში რომ არ გვიღებთ. გაქვთ მიზეზი? ხომ გაქვთ მიზეზებიმეთქი? დიახო მითხრეს. მე ვუთხარი, მიგვიღებთ ნატო-ში, ცნობაც მოყვებამეთქი. მიგვიღებთ ნატოში? ხოდა გაეცინათ,” – განაცხადა მეუფე იაკობმა.
Rezonansi
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი