განცხადება განსხვავდება წინა განცხადებებისაგან იმით, რომ მან პირველად გამოიყენა პირდაპირი მუქარის ტონი – ფაქტობრივად, ეს ულტიმატუმი იყო. მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს მოუწევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საგარეო კურსის დავიწყება, თუმცა მან ასევე მიგვანიშნა ნეიტრალიტეტის სტატუსზეც,” – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მუქარასთან დაკავშირებით, „რეზონანსს” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
რუსეთი საქართველოს უკვე ღიად ემუქრება, მეტიც, ის საქართველოს ულტიმატუმს უყენებს, – მან უნდა აირჩიოს ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი ან სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ატმოსფეროს გაუარესება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგნელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კარასინის კომენტარს „კომერსანტი ავრცელებს.”
„ჩვენ, პირიქით, ვიღწვით, მოვუწოდოთ საქართველოს, რომ ჩვენ ურთიერთობებში უსიამოვნო მოულოდნელობები არ იყოს. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო აქტუალური ხდება ნატო-ს დღის წესრიგი. იქ, საკმარისად ხშირად ტარდება ნატო-ს მასშტაბური წვრთნები. ამასთან, საქართველო ხელს უწყობს, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ რეგიონის სხვა ქვეყნებმაც, მაგალითად სომხეთმა.
„ჩვენ, პირიქით, ვიღწვით, მოვუწოდოთ საქართველოს, რომ ჩვენ ურთიერთობებში უსიამოვნო მოულოდნელობები არ იყოს. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო აქტუალური ხდება ნატო-ს დღის წესრიგი. იქ, საკმარისად ხშირად ტარდება ნატო-ს მასშტაბური წვრთნები. ამასთან, საქართველო ხელს უწყობს, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ რეგიონის სხვა ქვეყნებმაც, მაგალითად სომხეთმა,” – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
რამ გამოიწვია კრემლის გაღიზიანება ამჯერად და შესაძლოა თუ არა არსებობდეს ისეთი რამ, რაც ზედაპირზე არ ჩანს და კულუარებში დარჩა?
ვახტანგ მაისაიას განცხადებით, კარასინი რადიკალურად განსხვავებული ტონით, ულტიმატუმის ენით ესაუბრება საქართველოს, რაც გასაკვირი არ არის, – ეს იმ ახალი ცივი ომის ახალი ფაზიდან გამომდინარეობს, რაც დღეს არსებობს.
„კარასინის განცხადების თანახმად, საქართველომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხელის უნდა შეუწყოს უსაფრთხოებას, ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი აირჩიოს, – ან უნდა შევეშვათ ევროატანტიკური ინტეგრაციის კურსს, ან ავირჩიოთ ნეიტრალური საგარეო კურსი, როგორც მოლდოვის მაგალითია. კარასნინმა ეს მოდელი შემოგვთავაზა.
„ეს გასაკვირი არც არის, რადგან ახალი ცივი ომი უკვე დიდი ხანია შემდგარია, რომელიც ახლა ცხელ ფაზაში გადავიდა. ამას ხელი შეუწყო ვაშინგტონის ხელშეკრულების გაუქმებამ. ასევე, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს სტრატეგიული შეიარაღების შესახებ შემცირების ხელშეკრულება 3-ის გაუქმებაც, რაც კიდევ უფრო გაართულებს აშშ-რუსეთის ურთიერთობას, რაც უკვე ზენიტისაკენ მიდის.
Siaxleebi.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.