TVM NEWS-ის კულინარიული პროექტი: „გემრიელი პაექრობა“ წარმატებით შედგა, მასპინძელ რესტორან ლაზიკაში!

TVM NEWS-ის კულინარიული პროექტი: „გემრიელი პაექრობა“ წარმატებით შედგა. რისთვისაც მადლობას ვუხდით პირველ რიგში პროექტის უნიჭიერეს წამყვანს, ბატონ ზვიად დოლიძეს, რომელმაც თავისი საოცარი ინტერპრეტაციებით კულინარიული პაექრობა საუკეთესო გადაცემად აქცია და საიტერესოდ ყურებადი გახადა. ასევე მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორებს: ქალბატონ ირინა მელქაძესა და ბატონ ავთანდილ მჟავიას თავისი უშუალობით და ერუდირებულობით საუკეთესოდ წარმოაჩინეს საკუთარი სკოლა და ღირსეული მაგალითი მისცეს მოსწავლეებს, თუ როგორი უნდა იყოს სკოლის დირექტორი. იმედი გვაქვს, რომ მათ ზღვა გულშემატკივრები ეყოლებათ სოც-ქსელებშიც და ადვილად მოიპოვებენ გამარჯვებას. ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს საყვარელ სელებრითებს: ბატონებს-ბესო ჩუბინიძესა და გიორგი შალვაშვილს, რომლებაც განსაკუთრებული სიხალისე და სხარტულობა შესძინეს გადაცემას და დაამზადეს ულამაზესი და უგემრიელესი კერძები, რომელმაც რათქმაუნდა გაიარა ჩვენი კომპეტენტური და მკაცრი ჟიურის ქარცეცხლი და მოგვიანებით გვამცნობს საკუთარ, მიუკერძოებელ ვერდიქტს და რაც მთავარია დიდი მადლობა ჩვენი პროექტის ოფიციალურ მასპინძელ რესტორან: ლაზიკას, მის პერსონალს ასეთი გულთბილი მასპინძლოისთვის და საუკეთესო, ჯანსაღი ინგრედიენტების მომზადებისთვის. ასევე მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არ დაიზარა ჩვენი პროექტის დალაიქება და მოწონება. 

მაშ ასე ჩვენო გულშემატკივრებო გემრიელი პაექრობის პირველი გადაცემა წარმატებულად შედგა და ყველას გილოცავთ, ხოლო მომავალი გადაცემების ციკლი იმედი გვაქვს, რომ უფრო დიდ წარმატებებს მოგვიტანს!

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგეძლეათ 8 მარტს და რათქმაუნდა ჩვენს მედია პორტალზე.