რას ნიშნავდა კარასინის განცხადება შესაძლო მოულოდნელ უსიამოვნებებზე?!

რამდენიმე დღის წინათ რუსეთის საგარეოსაქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილეგრიგორი

კარასინმა რადიო“კომერსანტთან” ინტერვიუში რუსულ–ქართულ ურთიერთობებზე ვრცლადისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბოლო დროსქართველი პოლიტიკოსების

მხრიდანმოსკოვის მისამართით მკვეთრიგანცხადებები გახშირდა. იმ დროს, როცაორ ქვეყანას შორის

მდგომარეობა ისედაცდაძაბულია, მსგავსი განცხადებებიურთიერთობების სრულად აღდგენასკიდევ

უფრო ართულებსო.

იმავე ინტერვიუში მან ყურადღება გაამახვილა ნატოს გაფართოებაზეც და დასძინა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება რეგიონს საფრთხეს უქმნის: “თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს _ ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის შესრულება ერთდროულად რთულია და შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს”… რუსი დიპლომატის ამ ინტერვიუს მოგვიანებით შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც, ცხადია, ერთი ძირითადი აქცენტითა და რიტორიკით, რომ რუსეთს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, წინსვლა და განვითარება აღიზიანებს; ითქვა ისიც, რომ დიპლომატის ეს განცხადება რეალურად კრემლის მესვეურის მუქარაა, თუმცა კარასინმა ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურმა მისწრაფებამ მოულოდნელი უსიამოვნებები ორივე სახელმწიფოს შეიძლება შეუქმნას…

რას ნიშნავს რეალურადსაქართველოსთვის ეს განცხადება და რამოულოდნელ უსიამოვნებებზე

მიგვანიშნარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისმოადგილემ, ამ და სხვა მნიშვნელოვანსაკითხებზე

გვესაუბრება გენერალ–ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, გრიგორი კარასინისამასწინანდელმა განცხადებამ, რომსაქართველოს

ევროატლანტიკურმამისწრაფებამ, შესაძლოა, მოულოდნელიუსიამოვნებები შექმნას

როგორცთბილისისთვის, ისე მოსკოვისთვის, ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიარაერთგვაროვანი

შეფასებები გამოიწვია. ზოგმა დიპლომატიურ მუქარად შეაფასა ესგანცხადება, ზოგმა _

სამხედროესკალაციაზე მინიშნებად… რა გზავნილიმიიღო ამით რეალურად საქართველომ?

_ ჯერ, მოდი, მთავარზე ვისაუბროთ. არც ისე დიდი ხნის წინათ ამერიკის დელეგაცია თბილისში

ჩამოვიდა და ხელი მოეწერა დოკუმენტს სააეროდრომო ტექნიკური მომსახურების შესახებ, რომლის ფარგლებშიც აქ უნდა აშენდეს ახალი აეროდრომი. ხარჯებს, რა თქმა უნდა, გაიღებენ ამერიკელები. ასე რომ, საკმაოდ დიდი და მსხვილმასშტაბიანი პროექტია. გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია, შექმნილია

საწვრთნელი ბაზა და მალე სწავლებებიც დაიწყება. მოკლედ, უზარმაზარი თანხებიგამოიყო შეერთებული შტატებიდანიმისთვის, რომ აქ

სამხედროინფრასტრუქტურა აშენდეს. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რეალურად რისთვისგამოიყო ეს

თანხები _ იმისთვის, რომსაქართველოს უსაფრთხოება სათანადოდიყოს დაცული თუ იმისთვის,

რომვაშინგტონის სტრატეგიულ გეგმას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთანარც ისე ახლოს მყოფს,

ასე სჭირდება?

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ ვფიქრობ, დიდი ანალიზი არ ჭირდება იმის მიხვედრას, რომ ამხელა თანხას მხოლოდ შენი

უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის არავინ დაგახარჯავს. ეს ერთი.

და მეორე _ ბოლო პერიოდში ამერიკისა და ისრაელის მხრიდან გახშირდა მუქარის შემცველი განცხადებები ირანის მიმართ, რაც მის ბირთვულ პროგრამასა და სწავლებებს უკავშირდება. ფაქტობრივად, კეთდება მინიშნებები იმის თაობაზე, რომ ომი გარდაუვალია და დასავლურ მედიაში ამაზე უკვე დაუფარავად

საუბრობენ. სხვათა შორის, რუსული პრესაც ამას წერს. ახლა რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი:

ერთ-ერთი ვერსიით, აშშ–ს უნდა თავისიშეიარაღებული ძალების შეყვანა კასპიისზღვაში, რათა რუსეთის ირგვლივ შექმნასე.წ.

სამხედრო რგოლი, თუმცა, მოგეხსენებათ, კასპიის ქვეყნებს რუსეთისინიციატივითა და ხელმძღვანელობით

უკვეგაფორმებული აქვთ შეთანხმება, რომლისძალითაც იქ მათი თანხმობის გარეშევერავინ შევა. ეს პროცესები, რომლებიც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს და ჩვენ მერე ვშფოთავთ, რა იგულისხმა კარასინმა ან სხვა

რომელიმე რუსმა მაღალჩინოსანმა შესაძლო მოულოდნელ უსიამოვნებებში, პირდაპირ ემუქრება რუსეთის სტრატეგიულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, გვესმის განცხადებები კრემლიდან, რომ ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს შესაბამის ქმედებებს და მათი პოზიციიდან ეს ლოგიკურია. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, იყო განცხადებები იმის თაობაზეც, რომ რუსეთისთვის ეს პროექტი გამაღიზიანებელია. ობიექტურად

შევხედოთ ამ ყველაფერს: ყველამ ვიცით და რუსეთის ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, ყველაზე

კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ანაკლიის პორტის მთავარი ამოცანაიქნება ნატოს დიდი სამხედრო გემებისშემოყვანა. აი ეს

არის მათთვის, უპირველესად, საფრთხის შემცველი დააქედან მოდის განცხადებები, რომლებიცსამხრეთ

კავკასიაში მშვიდობიანიატმოსფეროს დარღვევას უკავშირდება.ჩვენს ხელისუფლებას კარგად უნდა

ესმოდეს ერთი რამ: როდესაც რუსეთი თავისიუსაფრთხოების დაუცველობაზე საუბრობს, ეს მხოლოდ შეშფოთება არ

არის. ამასყოველთვის მოჰყვება შესაბამისიქმედებები და ამ ქმედებებს, როგორც წესი, ჩვენისთანა მცირე

ზომის ქვეყნებისთვისკარგი შედეგები არ მოაქვს…

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ თუ საბრძოლო მოქმედებები დაიწყება და ნატო შემოვა ამიერკავკასიაში, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მხოლოდ საქართველოში შემოვა. აქ საუბარია ძალიან დიდი ძალების დაპირისპირებაზე, თუნდაც

ირანის სახით ან სირიისა და ა.შ. სხვათა შორის, ირანის სარაკეტო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს აღმოსავლეთში _ 2000 კილომეტრზე შეუძლია დარტყმა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 3000-მდე ტანკი ჰყავთ, 900-ათასიანი ჯარი, 1200-მდე თვითმფრინავი, არტილერია და ა.შ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ

კონფლიქტი, რომელიც იდეოლოგიურად და არა მხოლოდ იდეოლოგიურად დაპირისპირებულ ორ გეოპოლიტიკურ ბანაკს შორის შეიძლება მოხდეს, სერიოზულ რყევებს გამოიწვევს ჩვენს რეგიონში. და, თუჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა არ იქნებაკონკრეტულ გამოწვევებს ადეკვატურადმორგებული,

ყველაზე მეტად სწორედ ჩვენშეიძლება დავზარალდეთ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს დიდიიმედი,

რომ ჩვენი ხელისუფლება სწორადაფასებს მოვლენებს. ამისთვის არცსაკმარისი კვალიფიკაცია აქვს და

არცნება; სამხედრო მიმართულებაზე ხომ, საერთოდ, ზედმეტია ლაპარაკი, იმიტომ, რომ დღეს,

ფაქტობრივად, საქართველოს გენერალიტეტი არ ჰყავს. ვინც იყო და იცოდა საქმე, გაუშვეს, ხოლო თუ ვინმე დატოვეს, მათ საერთოდ არაფერს ეკითხებიან. რაცშეეხება ისევ კარასინის განცხადებას, რომელიც პროდასავლურმა“ლიბერალურმა”

ისტებლიშმენტმაშეაფასა, როგორც მუქარა, ვფიქრობ, ესიყო ყოველგვარი ემოციების გარეშე, რეალურ

ანალიზზე დამყარებულიობიექტური გზავნილი, რომ საქართველომარ უნდა დაიკავოს იმ

პოლიტიკურივექტორის პოზიცია, რომელიც კავკასიისრეგიონში ორიენტირებულია ახალი

დღისწესრიგის შექმნაზე. საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც მუდმივად ცდილობს,

კიდევ უფრო ღრმად შევიდეს რუსეთის გავლენის ისტორიულ სივრცეში და თვითონ გახდეს იქ პროცესების წარმმართველი. ვიღაცამ ეს მართლა მუქარად გაიგო და ვიღაცამ შეგნებულად გააკეთა არასწორი შეფასება, მთავარია, რეალურად რა ადგილს დავიკავებთ ამპროცესებში… კიდევ ვიმეორებ: რეალურადმიზანი

არის ერთი _ ნატოს ძალებმაშეძლონ კასპიის ზღვაზე გასვლა. ეს თუმოახერხეს და ჩაიკეტა

ირანი, ვენესუელისნავთობს

დაიყვანენ 20 დოლარამდე დამოხდება ის, რაც საბჭოთა კავშირსდაემართა 1980-იან წლებში, როცა ბარელინავთობის ფასი 13 დოლარამდე შემცირდა… აი, ამას ეწინააღმდეგება დღეს

რუსეთი დაეს მისთვის სასიცოცხლო პროცესია. ჩვენკი არც აქეთ ვართ, არც _ იქით და შუაშივიჭყლიტებით

არაფრისთვის. საქართველო იმ საფრთხეების საპირწონედ, რომელსაც პროდასავლურ ვექტორში ყოფნა და ამერიკის პოლიგონად გადაქცევა ჰქვია, არაფერს იღებს, გარდა ცრუ დაპირებისა ნატოში ოდესღაც მიღებაზე. საბედნიეროდ, უკვე ამ არც ისე კარგად შეთხზული ტყუილის სჯერა ვინმეს…

_ ხშირად ისმის პოლიტიკოსებისგანშეფასებები, რომ რუსეთმა საქართველოსყველაფერი წაართვა,

რაც სჭირდებოდა. რა ბერკეტები აქვს დღეს რეალურადოფიციალურ მოსკოვს, გარდატერიტორიული

მთლიანობის საკითხისა, რომ საქართველოზე ზემოქმედებამოახდინოს?

_ რუსეთს საქართველოსგან არაფერი სჭირდება, მას უნდა მხოლოდ ერთი რამ: მის უსაფრთოხებას ამ ტერიტორიიდან არ შეექმნას საფრთხე. ჩვენ, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ არ გავხდეთ ბრმა იარაღი და პლაცდარმი რუსეთის მტრებისთვის. რაც შეეხება განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ყველაფერი

წაგვართვეს და მეტი რაღა უნდა დაგვიშავონ, მერწმუნეთ, თუ რუსეთ–საქართველოს შორის ახლო მომავალშიკიდევ უფრო გართულდება მდგომარეობა, ეს იქნება გარედან

ინსპირირებული. შესაბამისად, ეს პროცესები პრობლემასშექმნის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ

რუსეთისთვისაც და ზუსტად ესჰქონდა კარასინს მხედველობაში, როცათქვა:

ევროატლანტიკურისტრუქტურებისკენ სწრაფვამ, შესაძლოა, მოულოდნელი უსიამოვნებები

შექმნასორივე ქვეყნისთვისო. თუ პროცესები ისეწავიდა, რომ აქ სერიოზული სამხედრობირთვი

ჩამოყალიბდა ამერიკელების, მერე ნახავთ, რა შეუძლია და რა ბერკეტებიაქვს რუსეთს რეალურად…

_ მაინც რას უნდა ველოდოთ ასეთშემთხვევაში და რა პოლიტიკა უნდაგაატაროს ჩვენმა ხელისუფლებამ,

ამდაპირისპირების ეპიცენტრად რომ არვიქცეთ?

_ რას უნდა ველოდოთ და სრულად დაიკავებს ტერიტორიას. ისე, გამკვირვებია ამ ხელისუფლების წარმომადგენლების, რომლებიც ასე თამამად საუბრობენ კრემლზე. გეგონება, რუსეთმა მსოფლიო ომი

წააგო და ისღა დარჩა, საოკუპაციო ზონებად დაიყოს. ახლა რა უნდა გაკეთდეს, რომ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების არეალად არ ვიქცეთ: პირველ რიგში, საჭიროა კონსტრუქციული დიალოგი ჩრდილოელ მეზობელთან და მოლაპარაკებები. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ საქართველოს ტერიტორია

არ იქნება მის წინააღმდეგ გამოყენებული. ოღონდ ეს დარწმუნება არ უნდა იყოს ისეთი ფორმალური,

როგორც დღესაა, და ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების პარალელურად აქ ამერიკა ბაზებს არ უნდა აშენებდეს. სხვა დანარჩენი, ევროკავშირსა და დემოკრატიაზე საუბარი, მათთვის არც არასდროს ყოფილა პრობლემა.

მოკლედ, ძალიან რთული და ჩვენთვის სახიფათო პროცესების ზღვარზე ვართ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ამთავითვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში კარგის მოლოდინი არ მაქვს.

საერთოდ, ოლიგარქების მართული ქვეყანა ყოველთვის დამოკიდებული იქნება ამ ოლიგარქების მდგომარეობაზე; ასე რომ, თუ მათ რამის დაკარგვის საფრთხე დაემუქრებათ, ჯერ ქვეყანას დაკარგავენ…

ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი უბედურება…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.