სა­ზღვარ­გა­რეთ დას­ვე­ნე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ, ვა­ლე­ბი მაქვს-ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი

მზე, რუჯი, გარ­თო­ბა და გან­ტვირ­თვა – ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში ეს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის დას­ვე­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. თუმ­ცა, და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი­სა თუ სხვა პრობ­ლე­მე­ბის გამო ბევ­რი ვერ ახერ­ხებს ქა­ლა­ქი­დან გას­ვლას. აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც, რომ­ლებ­საც წინ რო­გორც ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლად, ისე პო­ლი­ტი­კუ­რად ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი ელო­დე­ბათ – სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თონ­შიც მო­უ­წევთ ჩაბ­მა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, სად აპი­რე­ბენ ქარ­თვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი დას­ვე­ნე­ბას და რო­გორ შვე­ბუ­ლე­ბას ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას:

 

არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი:

“ზა­ფხულ­ში, თუ დრო მექ­ნე­ბა გუ­რი­ა­ში, ბახ­მა­რო­ში ვა­პი­რებ ოჯახ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბას. რო­გორც წესი, დას­ვე­ნე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მირ­ჩევ­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­რია, კა­ხე­თი და სვა­ნე­თი მიყ­ვარს”.

რო­მან გო­ცი­რი­ძე, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი:

“ჯერ არ ვიცი მო­ვა­ხერ­ხებ თუ არა სა­ერ­თოდ დას­ვე­ნე­ბას. პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, უამ­რა­ვი რიგ­გა­რე­შე სა­კი­თხე­ბია, აგ­ვის­ტო­დან კი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში ჩა­ვერ­თვე­ბით. ასე რომ, არა მგო­ნია მო­ვა­ხერ­ხო დას­ვე­ნე­ბა. ზო­გა­დად კი, ხან აჭა­რა­ში, ხან ბორ­ჯომ­ში ვის­ვე­ნებ, აუ­ცი­ლებ­ლად ოჯახ­თან ერ­თად”.

 

ელე­ნე ხოშ­ტა­რია, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რი:

“ზღვა არ მიყ­ვარს დი­დად, მთა მირ­ჩევ­ნია, თუმ­ცა წელს ვერ ვა­ხერ­ხებ დას­ვე­ნე­ბას. სა­ზღვარ­გა­რეთ, ევ­რო­პის სოფ­ლებ­ში მიყ­ვარს ბო­დი­ა­ლი, თუმ­ცა დიდი ხა­ნია ვერ მო­ვა­ხერ­ხე და წელ­საც ვერ ვი­ზამ. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან კი საფ­რან­გე­თის სოფ­ლე­ბი მიყ­ვარს”

 

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რი:

“ალ­ბათ ევ­რო­პა­ში და­ვის­ვე­ნებ, კონ­კრე­ტუ­ლად კი იტა­ლი­ა­ში, თუმ­ცა ქა­ლა­ქე­ბი ჯერ არ მაქვს და­გეგ­მი­ლი. ზო­გა­დად კარ­გია დას­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ წელს არ­ჩევ­ნე­ბია ან რა­ღაც სა­გან­გა­შო ხდე­ბა და ვერ ვა­ხერ­ხებ. ახ­ლაც ბი­ლე­თე­ბი დიდი ხნის წინ ვი­ყი­დე, თო­რემ ნამ­დვი­ლად არ წა­ვი­დო­დი. ამ წუ­თებ­შიც კი ვფიქ­რობ, წა­ვი­დე თუ გა­დავ­დო. ისე, ზღვა მიყ­ვარს ძა­ლი­ან, აჭა­რა და როცა ვა­ხერ­ხებ ყო­ველ­თვის ვსტუმ­რობ”.

 

კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი:

“ჯერ არ გა­და­მი­წყვე­ტია გა­ვალ თუ არა შვე­ბუ­ლე­ბა­ში, მექ­ნე­ბა თუ არა სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­ზღვაrგა­რეთ არ ვა­პი­რებ წას­ვლას, სა­ქარ­თვე­ლო­ში მირ­ჩევ­ნია დას­ვე­ნე­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბა­თუ­მი, ხში­რად ვსტუმ­რობ ხოლ­მე. ასე­ვე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს მთა – სვა­ნე­თი, თუ­შე­თი, ყაზ­ბე­გი… ასე, რომ თუ მო­ვა­ხერ­ხე დას­ვე­ნე­ბა, ამ რე­გი­ო­ნებს ვეს­ტუმ­რე­ბი”.

 

ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი:

“რად­გან სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რი ვარ, ამ ზა­ფხულს შვე­ბუ­ლე­ბა არ მი­წევს. შე­სა­ბა­მი­სად, და­სას­ვე­ნებ­ლად ვერ­სად გა­ვალ. ზო­გა­დად კი, მთაც და ზღვაც იდე­ა­ლუ­რია, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა რთულ­დე­ბა ხოლმe. მე პი­რა­დად დას­ვე­ნე­ბის­თვის, რო­გორც წესი სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ჩევ”.

 

სო­ფიო ქა­ცა­რა­ვა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რა­ლე­სო­ბის წევ­რი:

ჯერ არ ვიცი. დრო ვერ გა­მოვ­ნა­ხე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე, სად და რო­გორ და­ვის­ვე­ნო. ჰი­პო­თე­ტუ­რად ვერ ვი­სა­უბ­რებ, არ­ჩე­ვა­ნი დი­დია, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევს. ასე რომ, ჯერ არ ვიცი. ზო­გა­დად კი ჩემი დას­ვე­ნე­ბაც შვი­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს და სა­ჭი­რო­ე­ბას უნდა შე­ვუ­სა­ბა­მო.

 

ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი:

დას­ვე­ნე­ბას ჩემს მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ვა­პი­რებ – ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზედა სა­ქა­რა­ში. სა­ზღვარ­გა­რეთ დას­ვე­ნე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ, რად­გან ვა­ლე­ბი მაქვს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ზღვარ­გა­რეთ არას­დროს და­მის­ვე­ნია, მხო­ლოდ სტუ­დენ­ტო­ბის დროს ვი­ყა­ვი „სა­მუ­შაო დას­ვე­ნე­ბით“ პო­ლო­ნეთ­ში. ყო­ველ­თვის ბევ­რს ვმუ­შა­ობ­დი.

 

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი

„არ ვიცი, ჯერ არ გა­და­მი­წყვე­ტია. ბევ­რი საქ­მე მაქვს და შე­იძ­ლე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხო დას­ვე­ნე­ბა”

 

ეკა ბე­სე­ლია, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი:

“სამ­წუ­ხა­როდ, დას­ვე­ნე­ბის­თვის არც წელს მეც­ლე­ბა. ბოლო წლე­ბია ვერ ვა­ხერ­ხებ. ისე კი მიყ­ვარს ზღვაც და მთაც. სა­ერ­თოდ, დას­ვე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მირ­ჩევ­ნია, უბ­რა­ლოდ, ვერ ვა­ხერ­ხებ. მე­ო­რე არ­ჩე­ვა­ნი კი საფ­რან­გე­თია”.

ამბები. ჯი