„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისში და საქართველოს რეგიონებში „ძველბიჭური გარჩევები“ ხდება, „ოთახებში არიან შეკეტილები და იქ მიდის გარჩევა, ვალების გადმოწერა ხდება ძველი ბიჭების მიერ სხვადასხვა ადამიანების მხრიდან და იმათ ნაცვლად ადგებიან ამ თუ იმ სხვა ადამიანებს, რომ ვალი ამოიღონ – ანუ ვალის ამოღების არაფორმალური სამსახურებია, ძველბიჭური სამსახურებია“ და ამ ფონზე – კითხულობს იგი – „რა არის გამოსავალი? ღარიბაშვილია გამოსავალი?“
„თბილისში, სამეგრელოში, იმერეთში, ყველგან იგივე ხდება და რა არის გამოსავალი? ღარიბაშვილია გამოსავალი? ხადურს დააბრუნებს ახლა ლაბათ ღარიბაშვილი და ამ ყველაფრის შემყურე საზოგადოება გარღვევად რას ხედავს, ღარიბაშვილის დაბრუნებას? დაცინვა არის ეს, მეტი არაფერი. მეორე, ეს მიუთითებს, რა ღრმა კრიზისშია „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ხსნად მიაჩნია ირაკლი ღარიბაშვილი, ყელმოღერებული ადამიანი, რომელსაც რა გაუკეთებია უბრალოდ, გარდა იმისა, რომ მან აკეთა წლების განმავლობაში ფული თავის ნათესავ ჯანყარაშვილთან ერთად. მოიპარეს მილიონები წყლის კომპანიიდან, შეაწმინდეს მერე იქ ხელი ერთ რიგით ბუღალტერს და უბრალოდ არაფერი, შერჩათ ხახვივით, მაპატიეთ, და წავიდა სახლში და ახლა დააბრუნა“, განაცხადა მელიამ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.