საბავშვო ბაღებში აღმზრდელებს ჭამა ეკრძალებათ

„ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის მერიასა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართავს. თეონა ჭალიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით რეგიტრირებულ ბაღებში არ ხდება აღმზრდელებისთვის დღის განმავლობაში საკვები ულუფის გამოყოფა. ისინი იძულებულნი არიან, საკვები სახლიდან ატარონ.

როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, დღეს გამართულ ბრიფიგზე განაცხადა, – ,,საქართველოში, ბაგა-ბაღის აღმზრდელის ხელფასი 220-260 ლარია. ამ ეტაპზე, ბაგა-ბაღებში პედაგოგებისთვის საკვები ულუფების გამზადება გათვალისწინებული არაა. თუმცა, ეს შესაძლებელია და არ საჭიროებს დამატებით ბიუჯეტს.”

რეგისტრირებული აღსაზრდელების რაოდენობის გათვალისწინებით, თითოეული ბაღის კვებით მომსახურეობაზე, ტენდერი ცხადდება ყოველ წელს.” ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ ყოველდღიურად, აღსაზრდელების დასწრება ბაღებში ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს ტენდერითაა გათვალისწინებული. შესაბამისად, გვაქვს საშუალება, ბიუჯეტის გაუზრდელად, ყოველდღიურად, პედაგოგებისთვის  საკვები მომზადდეს. რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება  მათთვის. თბილისის მერიამ და ბაგაბაღების მართვის სააგენტომ, ისევე, როგორც სხვებმა, სრულიად საქართველოს მასშტაბით, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და განახორციელონ ეს ინიციატივა”- განაცხდა თეონა ჭალიძემ

ბაღის აღმზრდელების კვებასთან დაკავშირებით, 2020NEWS“-ი  შეეცადა,  ვითარება ერთი კონკრეტული ბაღის მაგალითზე გარკვია.  როგორც ერთ-ერთმა აღმზდელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა,  მათ არათუ ადგილზე მომზადებული  , არამედ სახლიდან მოტანილი საკვების მიღებაც არ შუძლიათ აღსაზრდელების თანდასწრებით.

პედაგოგის თქმითვე,საბავშვო ბაღების მზარეულები საკვებს ყოველდღიურად ყრიან  სპეციალურ ურნებში , რადგან   გათვალისწინებული რაოდენობა საჭიროზე მეტია.

2020news.ge