აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო ორი საკითხზე, ესენია: დაკისრებული ჯარიმები და ძალით „შეტენილი“ საგნები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს გადახდის წესი შემდეგნაირი, თუ სტუდენტი გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში არ გადაიხდის თანხას და ვადას გადააცილებს თუნდაც 1 საათით მას დაეკისრება ფინანსური ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, შევეცადე გამერკვიე სხვა უნივერსიტეტებში აღნიშნული მოდელი თუ არსებობს, დავუკავშირდი ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ასევე სახელმწიფო უნვიერსიტეტია და აგრალურ უნივერსიტეტს, რომელიც კერძოა, აღმოჩნა რომ არცერთ უნვიერსიტეტში მსგავსი პრაქტიკა არ არის გადახდის წესის, რაც ეჭვებს იწვევს რა მოტივით არის მხოლოდ ილიაუნში ეს დაჯარიმების პრაქტიკა, რომელიც ისედაც გადახდის პრობლემის მქონე სტუდენტებს ზედმეტად და არასამართლიანად აწვება ზურგზე.
რაც შეეხება საგნების არ ჩათვლის შემთხვევას, მე პირადად ვარ ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის სტუდენტი და ეს პრობლემა შეიქმნა კონკრეტულად ერთ საგანზე, რომელიც ყველა სტუდენტისთვის სავალდებულოა და დაახლოებით 1000 ზე მეტი სტუდენტი გადის ამ საგანს, ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები. ილიაუნის ყველა facebook ჯგუფებში თუ შეხვალთ აუცილებლად წააწყდებით სტუდენტების მაშტაბურ აღშფოთებას ამ საგანთან და ლექტორებთან დაკავშირებით, თან ყველაზე გასაოცარი რაც არის თითქმის ყველა სტუდენტს არ ჩაუთვალეს ეს საგანი და ასევე თითქმის ყველას დააკლდა 0.5 ან 1 ქულა, რისი ალბათობაც კი ძალიან ცოტაა, რომ ასეთი რამ მაშტაბურად მოხდეს. ამ მიზეზების გამო მოვითხოვეთ პროგრამის ხელმძღვანელთან შეხვედრა ბატონ გიორგი ხიშტოვანთან, რადგან გაგვერკვია შეფასებები და საკითხები რამდენად სამართლიანად დგებოდა და ფასდებოდა. იყო ორი საკითხი, ერთი რომ გასწორების დროს ლექტორები საერთოდ კონკრეტულად საკითხებს არ აფასებდნენ და მხოლოდ ჯამურ ქულას წერდნენ, ასევე ნაშრომში არასწორ საკითხებზე არ არის ყურადღება გამახვილებული, ანუ სუდენტს არც კი შეუძლია გამოასწოროს ის შეცდომა რაშიც დააკლდა ქულა, ისე საერთოდ ვერც იგებს რა ჰქონდა შეცდომა, ბატონმა გიორგიმ შეშფოთება გამოთქვა, რომ ასეთი რამ არც კი შეიძლება და აუცილებლად გაითვალისწინებს სამომავლოდ, თუმცა ვინც ასეთ მიდგომებს უკვე „შეეწირა“ მისი საშველიც არც იქნება და არც აღელვებს ბატონ გიორგი ხიშტოვანს. ასევე როგორც ავღნიშნე საკითხი იყო ზედმეტად რთულად შედგენილი, ისეთი საკითხები რაც არგაგვივლია და სილაბუსშიც კი არ ყოფილა ის საკითხები, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ, ასევე ლექტორების გაცდენილ სალექციო საათებზე, რომლის დროსაც ლექტორი გწერს სხვა ლექტორებს დაესწარითო, და კიდევ უამრავი ასეთი ფაქტი რაზეც ნამდვილად ვერ დაიცვა ან არ დაიცვა ადმინისტრაციამ სტუდენტის უფლებები. ნაშრომის გასაჩივრების დროსაც კი ზუსტად იგივე ქულას ტოვებენ და საბოლოო ჯამში სტუდენტი უძლურია ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე მოიმოქმედოს, მხოლოდ ის დაპირება ადმინისტრაციის მხირდან რომ გამოვასწორებთ მომავალში ამ პრობლემებს და ახლა აგიხსნით თუ რატომ არის ეს საკითხი ასე შედგენილი, მხოლოდ ახსნა და არა რაიმე ზომების მიღება, არ წყვეტს პრობლემებს და დღევანდელი სიტუაციით იმ უდიდეს უმრავლესობას ბავშვებისას ვერ უგვარებს პრობლემას რაც დიდი გამოწვევად და სტუდენტების უფლებების დარღვევად უნდა ჩავთვალოთ, ასევე მორალური კუთხით ლექტორის თუ ადმინსტრაციის მხრიდან არ არის ზნეობრივი საქციელი, როცა სტუდენტების მიმართ ასეთი ხერხებია გამოყენებული, არ შეიძლება ადმინისტრაცია და ლექტორები სარგებლობდნენ მათ ხელში არსებული რესურსით და სტუდენტების ხარჯზე ავსებდნენ ბიუჯეტს და იღებდნენ პრემიებს.