მოდით ერთ რამეს გეტყვით ამ ეტაპზე:- ყველამ კარგად იცით რა დამოკიდებულებაც მაქვს როგორც “ნაცების” ასევე “ქოცების” მიმართაც! მაგრამ, უარყოფითი დასკვნების გაკეთება მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ “ტვ-პირველზე” ინგა გრიგოლიასთან ისაუბრა – ჩემი აზრით, უბრალოდ, გულუბრყვილობაა.
რატომ? იმიტომ, რომ გუშინ ღარიბაშვილი ღიად ვერ ილაპარაკებდა იმას, რასაც
შესაძლოა, რეალურად ფიქრობდეს!
როგორ ფიქრობთ, გამოვიდოდა გუშინ ღარიბაშვილი და დაიწყებდა ბაქიბუქს – აიიიიტ! ეს რაფერ ქენით თქვე ჩათლახებო, როგორ გამიქციეთ ბესელია, ახლა მე თქვენ მოგიდღნავთ კეთილებსო?
ან კიდევ იყვირებდა – ეს კობახიძე და მისი გუნდი ვინ ჩემი ღლეები არიან, მაგენს ვასწავლი ჭკუასო? ან კიდევ – მურუსიძეს გავაფრენ ამერიკაშიო?
ვერა, ჩემო კარგო ხალხო! ვერ იზამდა ის კაცი ამას! ამიტომ, “პაჟივიომ უვიძიმ”!
ზოგადად ირაკლის მსოფლმხედველობა კარგად ვიცით ყველამ და თინაია ბოკუჩავას და ელისუნა კილაძის ძალადირონიული ტონი და შტერული მტკიცება, რომ ღარიბაშვილი თითქოსდა არის ძალიან “სახელგატეხილი” და “უავტორიტეტო” პიროვნება, თქვენც ხვდებით რომ სასაცილოა!
მიუხედავად გარკვეული რეალური პრობლემებისა, რაც მის ნათესავებს უკავშირდებათ და რაც ამ შტერ ელისოს თავისი “აღმოჩენა” ჰგონია, ღარიბაშვილი მაინც ერთ-ერთი ის იშვიათ ი პერსონაა, ვისაც რეალურად აქვს ავტორიტეტი ხალხში და ბევრს მოწონს!
ასე რომ, ბიძინას მიერ ამ “ჯოკერის” გამოყენება, უკვე ნიშნავს იმას, რომ კობახიძე-ბესელიას საქმე ივანიშვილმა ჯეროვნად შეაფასა! მისთვის ეს პრობლემან აშკარად დანახვადი იყო და სერიოზულად შეხედა! ვნახოთ, ღარიბაშვილი შეასრულებს თუ ვერა “ჯოკრის” როლსა და ფუნქციას.
მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ გუშინდელი ინტერვიუდან დასკვნების გაკეთება ძალიან არასწორი და ნაადრევია!” – წერს სვანიძე.
multimedia.ge