“გაბრაზებაზე მეტად მაქვს ერთადერთი განცდა და ემოცია – ეს არის შესაბრალისი ადამიანი და შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ, რომ რაც შეიძლება შორს იყოს საზოგადოებისგან,”- ასე გამოეხმაურა მამა პეტრე კოლხი ჟურნალისტ გიორგი გიგაურის წერილს, რომელიც ამ უკანასკნელმა საპატრიარქოს გაუგზავნა.
მამა პეტრეს განმარტებით, ის არ ელის საპატრიარქოსგან არანაირ რეაქციასა და გამოხმაურებას, რადგან საკითხი ზედმეტად არასერიოზულია.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა, წლების მანძილზე წერს და აბულინგებს ჩემს ოჯახს, საზიზღარ და შემზარავ ამბებში გვწამებს ცილს. მიზანი ალბათ ჩემი ლანძღვით პიარის გაკეთებაა და სურს, გახდეს საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ცნობილი, რადგან ეს არშემდგარი და საკუთარ თავში დაკომპლექსებული ე.წ პიროვნება, უამრავი ადამიანისთვის გახდა არასასურველი თავისი გამოხტომების გამო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, ვინ არის მამა პეტრე, მაგრამ, სამწუხაროდ, გაიგეს ვინ არის გიორგი გიგაური”, – განაცხადა მამა პეტრემ
პრაიმტაიმი
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.