მარინ ლე პენი: ანტი-რუსულმა სანქციებმა ევროპის ეკონომიკას კატასტროფული შედეგები მოუტანა

პარტია “ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა და საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა, მარინ ლუ პენმა რადიოსადგურ RTL – ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ევროპის ეკონომიკას კატასტროფული შედეგები მოუტანა.

ევროკავშირის მხრიდან ბრიტანეთის გასვლის მომზადების კომენტირებისას ლე პენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა იმავე შეცდომა ბრიტანეთთან მიმართებაში გაიმეოროს.
მისი აზრით, ევროკავშირის ხელისუფლება ევროპელთა ინტერესებს არ იცავს და “უსარგებლო” Brexit-ს ამზადებს.
„გახსოვდეთ ანტი-რუსული სანქციები. ჩვენ რუსების დასჯა გვსურდა, რასაც ევროკავშირის ეკონომიკის რამდენიმე სექტორში კატასტროფული შედეგები მოჰყვა”,- განაცხადა ლე პენმა.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, მაგრამ შეთანხმების პირობების შესახებ შეთანხმება რატიფიცირებული ჯერ კიდევ არ არის.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის თქმით, ბრიტანეთში „ბრექსითის“ დაწყების შემდეგ გარდამავალი პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში.

სამეფო ევროკავშირის საბაჟო კავშირის ნაწილსა და ერთიან ევროპულ ბაზარში დარჩება. თუმცა, ბრიტანეთის პარლამენტმა ეს ინიციატივა უარყო.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.