საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ,,რუსთავი 2″-ის ეთერში, გადაცემა ,,კვირის აქცენტებში” საქართველოს მოქალაქეების კრედიტების გასტუმრების გეგმაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ივანიშვილის ჩამოშორებიდან მეორე დღესვე დაიწყება კრედიტების გასტუმრება.
“ივანიშვილმა ითამაშა კურსზე. კურსების თამაშით კი უამრავი ფული გააკეთა. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ არსებობს ფონდი და უნდა დავაბრუნოთ იმ კურსით ვალები, რომლითაც აიღეს. ეს არის მარტივად გასაკეთებელი და ამას გავაკეთებთ ზუსტად მეორე დღიდან, როცა ივანიშვილი საქართველოს ეკონომიკას ჩამოშორდება. რაც შეეხება უსამართლო ვალებს, ჩვენ აღვრიცხავთ და გავცემთ სერტიფიკატს. უსამართლო ვალებზე ორწლიანი მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს და უნდა გავისტუმროთ ძველი კურსით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ექს-პრეზიდენტმა ირაკლი რუხაძის მიერ სანდრა რულოვსის სახლის წართმევის მცდელობასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
“ირაკლი რუხაძემ, რომელიც გვძარცვავს ივანიშვილთან ერთად თავისი ბანკების მეშვეობით, მიმართა ძვირადღირებულ ბანკებს ჰოლანდიაში. მე მიჩივის და უნდა, რომ სანდრას მამას წაართვას სახლი, იმიტომ რომ სანდრას ქონება ითვლება ჩემს ქონებად. მას უნდა, რომ სანდრას პენსიონერი მამა დატოვოს სახლის გარეშე. ნურას უკაცრავად, არ გამოგივათ არაფერი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წყარო: http://2020news.ge