წულუკიანი: წარსულში ერთი კაცი წყვეტდა ყველაფერს, რომელიც ახლა მოხეტიალე ქართველი პოლიტიკოსის სახელითაა ცნობილი.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ გუნდში გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ საკითხზე ვერ ხდებოდა პოზიციების შეჯერება.”მე რა თქმა უნდა სრულად ვათვითცნობიერებ, რომ ოპოზიციას სურს, თემაზე შედგეს საუბარი, თუ რას ეხებოდა აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მათ იმედი გაუცრუვდათ. 

2010 წლის მაისში, როდესაც სტრასბურგიდან დავბრუნდი და ჩავერთე “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში… ეს არის ის ბრძოლა, რომელიც იქნება ჩემთან ერთად, მანამ, სანამ ვთვლი, რომ ეს ბრძოლა შეწინააღმდეგებას საჭიროებს. ეს ბრძოლის ველი გადის “ქართული ოცნების” ჩემს თანამებრძოლებთან ერთად.

ამიტომ, ოპონენტებს მინდა ავუხსნა, სხვადასხვა აღმასრულებელ თემებზე, როგორი აზრთა სხვადასხვაობაც არ უნდა იყოს ის, არასოდეს იქნება რღვევის ნიშანი ჩემი მხრიდან.

ამომრჩეველი ვიქნები უბრალოდ, თუ სხვა პოზიციაზე, ოპონენტებს მინდა ეს დავუდასტურო, რომ მე მათთვის ყოველთვის ვიქნები “ქართული ოცნების” ქოლგის ქვეშ მებრძოლი, მათი ერთ-ერთი ყველაზე ხმალამოღებული პოლიტიკური მოწინააღმდეგე”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, თემა რომ ამოწურულიყო, ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო თუ არა ამ პროცესში? წულუკიანი პასუხობს:

“იმიტომ, რომ წარსულში მიგვაჩვიეს ასე, რომ ყველაფერს ერთი კაცი წყვეტდა, რომელიც ახლა მსოფლიოში მოხეტიალე ქართველი პოლიტიკოსის სახელით არის ცნობილი, ინერციით გრძელდება და ჰგონიათ, რომ ყოველთვის ერთი კაცი უნდა წყვეტდეს საკითხებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხშირად ასე არ არის და ამ შემთხვევაშიც, ის აღმასრულებელი თემა, რაც იყო, ჩვენ განვიხილეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომელიც გუნდის საერთო პოზიციაა და ეს იყო ჯანსაღი პროცესი”.
info9.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.