2 აპრილიდან იწყება შემოწირულობაზე მომუშავე ფონდებისა და ორგანიზაციების შემოწმება!

როგორც TVM NEWS-ის ჟურნალისტს განუცხადეს ამა წლის 2 აპრილიდან ძალაში შედის ახალი საგადასახადო რეგულაციები, რომლიც თანახმადაც შემოწირულობებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ფონდებისთვის უკვე სავალდებულო ხდება იმ დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც ასახავს ორგანიზაციის შემოსავლებსა და თანხების გახარჯვას. როგორც ფინანსთა სამინისტროში განგვიმარტეს ამ ახალი რეგულაციებით ადმინისტრაციულ ხარჯებში შემოწირულობის მხოლოდ 30% დასაშვები. ანუ ფონდს შეუძლია შემოწირულობის თანხის მხოლოდ 30% – ის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის. რათქმაუნდა ამ რეგულაციის დამრღვევი ორგანიზაცია დაჯარიმდება, როგორც ამას ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

მაშ ასე გაცნობებთ, რომ ზემოხსენებული საგადასახადო რეგულაციები 2019 წლის 2 აპრილიდან შედის ძალაში.