ჩვენი ქვეყნის მმართველებმა გამოაცხადეს და  ლამის ეროვნული იდეის რანგში აიყვანეს ნატოში შესვლისა და მისი დახმარებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ანუ აბსურდული ტყუილი თქვეს.

ევროკავშირი კიდეც რომ იყოს მდგრადი, პერსპექტიული ორგანიზაცია, საქართველოსთვის მისი კარი მაინც დახურული იქნებოდა. ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი, ეს ყველა ადამიანს ესმის, ვინც გეოგრაფია იცის, გეოპოლიტიკაზე აღარაფერს ვამბობ. შევარდნაძისა და მისი მემკვიდრეების მიერ მოცემული პირობა, საქართველოს ევროკავშირში შეყვანის თაობაზე, თავიდანვე ბლეფი, მიმნდობი მოსახლეობის მოტყუება იყო. მაგრამ დღეს ეს იმდენად აბსურდულია, რომ მთავრობის ოდიოზური წარმომადგენლებიც კი ამჯობინებენ, არ განავრცონ ეს თემა – უკვე ძალიან სასაცილოდ ჟღერს.

ევროკავშირს, მხოლოდ «ძველ ევროპას» რომ მოიცავდეს,  შეეძლო საკმაოდ დიდხანს – კიდევ 20 წელი ეარსება და ეკონომიკურად განვითარებულიყო, მაგრამ ამერიკელებმა დაჟინებით მოითხოვეს ევროკავშირის შემადგენლობაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შეყვანა, რათა ისინი რუსეთისთვის მოეწყვიტათ და ამავე დროს, ევროკავშირი დაესუსტებიათ, ამან კი საერთო ვითარება ძირეულად შეცვალა.  დღეს კავშირის წამყვან წევრებს – გერმანიას, საფრანგეთს ამ ქვეყნების სუსტი ეკონომიკის მხარდაჭერა საკუთარი რესურსების ხარჯზე უწევთ. ის სახსრები, რომლებიც ტრადიციული, მაგრამ შედარებით ღარიბი ევროპული ქვეყნების (ესენია იტალია, საბერძნეთი ესპანეთი და სხვ.) ეკონომიკის მხარდასაჭერად იხარჯებოდა, ახლა კავშირის ათეულობით ახალ წევრ ქვეყანაზე იფანტება. რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? გერმანელებს მობეზრდათ ევროპელი მუქთახორებისთვის მეწველი ძროხის როლში ყოფნა. ეკონომიკის არათანაბარი განვითარება შეუძლებელს ხდის ამ ქვეყნების თანაარსებობას საერთო სამართლებრივი სივრცის ჩარჩოებში. საბერძნეთის გაკოტრება მხოლოდ დასაწყისია. პორტუგალია, ირლანდია, ესპანეთი რიგში დგანან, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს იტალიას. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო ვალიც ყველა დასაშვებ ზღვარს აღემატება. საერთოდ,დროა, ვაღიაროთ, რომ  ლიბერალური კაპიტალიზმის მოდელმა, რომლის მიხედვითაც დასავლეთი ბოლო 50 წლის განმავლობაში ვითარდება, საკუთარი  თავი ამოწურა, ევროპის ქვეყნები ჩიხში  შეიყვანა. ადრე თუ გვიან ევროპელებს და  ამერიკელებს მოუწევთ იმის აღიარება, რომ ვალებში ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, საჭიროა მოხმარების მკვეთრი შემცირება,მეტი მუშაობა და რეალურად  გამომუშავებული ფულის შესაბამისად ცხოვრება.  წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას «ბერძნული  ვარიანტი»ელის. და მაშინ ევროპის  ეროვნული ეკონომიკებისა და ევროკავშირის კრახი მოხდება.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უპერსპექტივოს ხდის ევროკავშირის არსებობას, ხალხთა ეროვნული თვითშეგნებაა. მიუხედავად ამერიკელების  წარმოდგენისა,რომლებიც თვლიდნენ,  რომ საერთო ეკონომიკური სივრცე თანდათან წაშლიდა ეროვნულ განსხვავებებს და ერები გადაიქცეოდნენ ერთიან უეროვნებო  მასად,ევროპის ხალხების დიდ ნაწილს  ეროვნული თვითშეგნება ეზრდება, ეროვნულითვით გადარჩენის ინსტინქტი იღვიძებს. ერთიანი ევროპის კონსტიტუცია,  მიუხედავადკოლოსალური აგიტაციურ–პროპაგანდისტული მუშაობისა, მაინც ვერ მიიღეს.  ევროკავშირი თანამედროვე მსოფლიოში ვერ გახდა და უკვე ვეღარ გახდება ერთიანი გეოპოლიტიკური სუბიექტი. რას წარმოადგენენ ევროკავშირის ოფიციალური ხელმძღვანელები, ვინ უწევს მათ მსოფლიოში ანგარიშს? ვინ მიიჩნევს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად  ბაროზუს,ვინ აღიქვამს ეშტონს ევროპის  საგარეო საქმეთა მინისტრად? ეს  სასაცილო,კარიკატურული ფიგურებია,  რომლებიც იმას ასრულებენ, რაზეც გერმანიისა და საფრანგეთის ხელმძღვანელები (ჯერჯერობით ისევ) აშშ–ისთანა მონაწილეობით მოილაპარაკებენ.

ევროპის ერები ეროვნულ სახელმწიფოებრიობაზე უარის სათქმელად მზად არ აღმოჩნდნენ, მეტიც, აშშ-ისა და ზოგადევროპული სტრუქტურების მხრიდან განხორციელებულმა ზეწოლამ უკურეაქცია _ ნაციონალიზმის ზრდა გამოიწვია.  დღეს სულუფრო მეტი გერმანელი,  ფრანგი, იტალიელიითხოვს მიგრაციის  შეზღუდვას, და არამხოლოდ აფრო–აზიური, არამედ აღმოსავლეთ ევროპულისაც.  მოითხოვენ ეროვნული ვალუტის დაბრუნებას, ევროპის შიგნით საბაჟოების აღდგენას, ეროვნული ბაზრების დაცვას, ეროვნული საქონლისა და ადგილობრივი მუშახელის მიმართ სახელმწიფო პროტექციონიზმს. მეტიც _ ევროპული ქვეყნების შიგნითაც ძლიერდება სეპარატისტული ტენდენციები:  იტალია ჩრდილოეთად და სამხრეთად გახლეჩის ზღვარზე დგას, ესპანეთში ისევ რამდენიმე სახელმწიფოდ დაყოფის საშიშროებაა. პატარა ბელგიაც კი – თავის დროზე ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო,  სიცოცხლისუნარიანი არ აღმოჩნდა და ყოველ წუთს დაშლა ემუქრება, ბრიუსელი კი ამ დროს ევროკავშირის დედაქალაქია!

თუ ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობა, პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა არ მიაქცევენ სათანადო ყურადღებას საკუთარი ერების მზარდ უკმაყოფილებას, არ დააბრუნებენ თავიანთი ქვეყნების განვითარებას ეროვნულ კალაპოტში, მაშინ შედეგი უფრო სერიოზული იქნება ვიდრე, უბრალოდ, ევროკავშირის დაშლაა. არ უნდა დაგვავიწყდეს,  რომ ევროპა ფაშიზმის სამშობლოა.  ფაშისტური და ნახევრადფაშისტური რეჟიმები გასული საუკუნის 30-იან წლებში თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში იყო, სრულიად ევროპადაავადდა ფაშიზმით. და დღეს დაუკმაყოფილებელი ეროვნული  მოთხოვნები შეიძლება რეალურ ფაშისტურ განწყობილებებში გადაიზარდოს. ამ ტრანსფორმაციის პროვოცირება  ნებისმიერმსხვილ კატაკლიზმს ძალუძს – ფინანსურ–ეკონომიკურ კრიზისს, ტექნოგენურ კატასტროფას, მსხვილ  მოწინააღმდეგესთან, მაგალითად, ირანთან ომს.

_ საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებულ ბანალურ შეკითხვასაც დაგისვამთ, თუ თქვენ ამაზე პასუხის  გაცემა არ მოგბეზრდათ.

_ ამ კითხვაზე იმ დროიდან ვცემ პასუხს, რაც შევარდნაძემ გაახმიანა ეს ქიმერა, რომელიც ძალიან ძვირი დაუჯდა და ჯერ კიდევ უჯდება ჩვენს ხალხს. ეს საკუთარი ერის თავხედურად მოტყუების კლასიკური მაგალითია. არსებობს ტყუილი, რომელიც სიმართლეს ჰგავს და არის აბსურდული ტყუილიც. ჩვენი ქვეყნის მმართველებმა გამოაცხადეს და  ლამის ეროვნული იდეის რანგში აიყვანეს ნატოში შესვლისა და მისი დახმარებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ანუ აბსურდული ტყუილი თქვეს. საკვირველია, მაგრამ მათ მოსახლეობის დიდ ნაწილს დააჯერეს ეს აბსურდი. მეტიც, რუსეთთან ყველა მოლაპარაკება ტერიტორიული  მთლიანობის აღდგენის შესახებ შევარდნაძემ ფარსად აქცია, ის ხომ ფაქტობრივად რუსებს ეუბნებოდა: დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და საქართველო  ერთიანად შევა ნატოშიო! თანაც ირწმუნებოდა,  რომრუსეთი ამაზე უნდა დათანხმებულიყო.

_ შევარდნაძის ბოლო ინტერვიუებით  თუ ვიმსჯელებთ, ამ პერსპექტივის მას  თვითონ არსჯერა.  პირიქით, მოუწოდებს ხელისუფლებას, მოაგვარონ ურთიერთობები რუსეთთან, დასავლეთის დახმარებას კი ტერიტორიებისდაბრუნების საქმეში გამორიცხავს.  ახლახან «ასავალ–დასავალისთვის» მიცემულ ინტერვიუში სიტყვა–სიტყვით ამბობს: «საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას,  რომელსაც ტერიტორიები აქვს დასაბრუნებელი,  ნატოშიარავინ მიიღებს.  აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების გზა კი მხოლოდ  რუსეთზე გადის».

_ გადადგომის შემდეგ ხანდახან სიმართლესაც ამბობს. ვინ უშლიდა ამის გაკეთებას, როდესაც პრეზიდენტი იყო? 12 წელი ხალხს აბითურებდა, ქვეყანა დაანგრია და ძალაუფლება თავის მემკვიდრეებს გადასცა, რომლებიც ბევრად უფრო დახვეწილი მატყუარები არიან, ვიდრე მათი მასწავლებელი.

საქართველოს თეორიულად შეუძლია  ნატოში შესვლა, მაგრამ მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების და ამ ტერიტორიებზე  ყველანაირ პრეტენზიაზე უარის თქმის შემდეგ.  ქვეყნის ხელმძღვანელობას ეს მშვენივრად ესმის,დასავლეთთან კულუარულ საუბრებში ამ რეგიონების დამოუკიდებლობის  აღიარების მზადყოფნას გამოთქვამენ, მაგრამ არ  იციან, როგორ მიაწოდონ ეს ქართველ ხალხს. აღიარების იდეა, როგორც ცნობილია,  უკვე შემოგდებულია ქართულ საზოგადოებაში. ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდება  და შეკვეთილი შედეგის მქონე  რომელიმე პლებისციტით დასრულდება.  მაგრამ, როგორც კი გავხდებით ნატოს წევრი, ჩვენსა და მოწყვეტილ რესპუბლიკებს შორის ისეთ კედელს ავაშენებთ, რომლის   გადალახვაც უკვე შეუძლებელი გახდება.

ნატოს არასოდეს, არსად გაუერთიანებია ტერიტორიები. პირიქით, სადაც კი შევიდა,ყველგან ამას ქვეყნის რამდენიმე კვაზი,სახელმწიფოდ დაშლა მოჰყვა.  მინდა,შევახსენო მათ, ვინც ოცნებობს საქართველოში ნატოს ბაზებზე, რომ  იმავე ერაყში, რომელიც ამერიკელებმა «ტირანიისგან გაათავისუფლეს»,  მათი ჯარების გაყვანის დღე სახელმწიფო  დღესასწაულადაა გამოცხადებული, ხოლო იაპონელები საბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს,  რომ იაპონიის ისტორიაში ყველაზე  ბედნიერი დღე ოკინავიდან ამერიკული ბაზის  გაყვანის დღე იქნება.

ჩვენთან უყვართ მოყოლა, თუ როგორ გაბედნიერდნენ ნატოსა და ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიის პირეთის ქვეყნები,მაგრამ, თუ  სტატისტიკას მივმართავთ,აღმოვაჩენთ,  რომ ლიტვის მოსახლეობა 10 წლის მანძილზე მესამედით შემცირდა, ლატვიიდან 300 000 ადამიანი წავიდა და იქ ახლა მოსახლეობა 2 მილიონიც არ არის. პატარა ესტონეთში რეალური  უმუშევრობა 25-დან 30 პროცენტამდე მერყეობს,  ხოლო 63ათას ესტონელ ბავშვს  სისტემატურად არ ჰყოფნის საკვები. აი, ასე  «გაბედნიერდნენ» ეს ქვეყნები.

იცით, ვინაა ყველაზე მეტად, აშშ–ის გარდა,საქართველოს ნატოში შესვლითდაინტერესებული? თურქეთი და  აფხაზეთისა და ოსეთის პოლიტიკური წრეები.  თურქეთს ეს მისცემს საშუალებას, რუსეთს არც  შეხედოს, ნატოს ბაზების ეგიდით შეიყვანოს თავისი ჯარები საქართველოში, საიდანაც  200 წლის წინ ისინი რუსებმა გაყარეს.  ხოლო ძველი ურთიერთობების აღდგენის მოწინააღმდეგეებს აფხაზეთსა და ოსეთში ესიმის გარანტიას აძლევს, რომ არანაირ რეინტეგრაციულ პროექტებზე საქართველოსთან აღარასოდეს იქნება  საუბარი. რა ინტეგრაცია უნდა იყოს  მაშინ, როდესაც საზღვრის ერთ მხარეს ნატოს თურქული ჯარები დგას, მეორე მხარეს  კი –რუსეთის ჯარები?

გარდა ამისა, ნატო არის ორგანიზაცია, რომელმაც საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. იმავე ევროპაში მილიონობით ადამიანი მოითხოვს საკუთარი მთავრობებისგან ნატოდან გამოსვლას, რადგან მიაჩნიათ, რომ ამორალურია ყოფნა ისეთ აგრესიულ ორგანიზაციაში, რომელიც მთელ მსოფლიოში სისხლს ღვრის. ევროპელებს ესმით, რომ ნატო  მხოლოდ ამერიკული ინტერესების რეალიზაციის ინსტრუმენტი გახდა, ხოლო ამ ინტერესებისთვის ბრძოლა და სიკვდილი ევროპელებს უწევთ. ამიტომაა, რომ ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც საკუთარ თავს პატივს სცემენ, ავღანეთიდან თავიანთი სამხედრო კონტინგენტი გამოიყვანეს, ქართველები კი, გაუგებარია, რატომ დარჩნენ იქ საზარბაზნე ხორცად.

საინტერესოა, რომ საქართველოში უბრალო ხალხიც კი, რაც არ უნდა თქვან გაყალბებული პლებისციტის შედეგებზე, ნატოში შესვლის პერსპექტივის  მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. ხალხის ეს დამოკიდებულება იგრძნეს ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ნატოს მგზნებარე აგიტატორები იყვნენ, ბოლო დროს კი ამ საკითხზე ძალიან თავშეკავებული პოზიცია დაიკავეს. ამერიკელების ღიად წყენინების ჯერ კიდევ ეშინიათ, მაგრამ ნატოს ქება-დიდებასაც ვეღარ ბედავენ.

_ რით არის განპირობებული  მსოფლიოში აშშ–ის ასეთი აგრესიული პოლიტიკა? ნუთუ მხოლოდ ნავთობის მსოფლიო მარაგებზე კონტროლის სურვილით? აშშ–ის ეკონომიკური მდგომარეობა ხომ კატასტროფას უახლოვდება _ მხოლოდ საგარეო  ვალმა 13 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ასეთი გიგანტური თანხის წარმოდგენაც  კი რთულია…

_ საქმე უბრალო არითმეტიკაშია. აშშ-ის მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 4 პროცენტს შეადგენს, მაგრამ მსოფლიო რესურსების 40 პროცენტს მოიხმარს. ერთი ამერიკელი 10-ჯერ მეტს მოიხმარს, ვიდრე დედამიწის საშუალო სტატისტიკური მაცხოვრებელი, ევროპელების ჩათვლით. თვითონ აშშ მოხმარებული პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილს აწარმოებს. ძირითადი მოხმარება დანარჩენი მსოფლიოს ექსპლუატაციის, უფრო სწორად, ძარცვის ხარჯზე ხორციელდება. ამ  მიზნისთვის არსებობს დოლარი, როგორც მსოფლიო ვალუტა, რომელზეც ქვეყნების უმრავლესობის ვალუტებია მიბმული.  რატომ სძულთ ასე ძალიან ამერიკელებს სტალინი?  იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირმა სტალინის  მმართველობის პერიოდში უარი თქვა რუბლის დოლართანმიბმაზე და უარი თქვა საგარეო–სავაჭრო ოპერაციებში მის გამოყენებაზე.  სტალინმა ამ მიზნისთვის ოქროს რუბლი შემოიღო, რომელიც რეალური ოქროთი იყო უზრუნველყოფილი.  ზუსტად იმის გამო შეიძულა ამერიკულმა მმართველმა  კლასმა სტალინი, რომ სტალინმა მათ მთავარ  იარაღს _დოლარს  სსრკ–ის რესურსებისკენ გზა გადაუკეტა. პირველი, რაც გააკეთეს «რეფორმატორებმა» სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ვალუტა მიაბეს დოლარს. აშშ, როგორც მსოფლიო ვალუტის ემისიური ცენტრი, ბეჭდავს დოლარებს და მათ სანაცვლოდ მსოფლიო რესურსებს თავის სასარგებლოდ ქაჩავს.  მთლიანობაში დაბეჭდილია კატასტროფული თანხა _ 1კვადრილიონ 420 ტრილიონი  დოლარი; ეს მეტია, ვიდრე მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი!

იმისთვის, რომ გავიგოთ, რას წარმოადგენს ეს დოლარი, შარლ დე გოლთან დაკავშირებულ კლასიკურ ისტორიას მოვიყვან. იგი პროფესიონალი სამხედრო იყო და ეკონომიკაში ცუდად ერკვეოდა, მაგრამ საფრანგეთის პატრიოტი იყო და, როცა პრეზიდენტი გახდა, ყურადღება მიაქცია იმას, რომ დოლარი ქვეყანაში პარალელურ ვალუტას წარმოადგენდა, რომლითაც ყიდულობდნენ და გაჰქონდათ როგორც რესურსები, ისე მხატვრული ღირებულებები. იგი დაინტერესდა ამ საკითხით და ამ ფინანსური ოპერაციების ბუნების შესახებ ერთ ძველ ფინანსისტს ჰკითხა. ფინანსისტის პასუხი ასეთი იყო: წარმოიდგინეთ, რომ საფრანგეთი ყიდის და ვინჩის «მონა ლიზას»; რუსი მის სანაცვლოდ გვთავაზობს 100 ათას რუბლს, რომლის უკანაც დგას ოქრო, ალმასები, ნავთობი; ჩინელი გვთავაზობს 100 ათას იუანს, რომლის უკანაცაა აბრეშუმი, ოქრო, მადანი; ხოლო ამერიკელი გვაძლევს 200 ათას დოლარს და მიაქვს სურათი. «და ფოკუსი რაშია?» _ იკითხა პრეზიდენტმა. ფოკუსი კი იმაშია, _ უპასუხა ფინანსისტმა, _ რომ ამ 200 ათასის ფასი იმ ქაღალდისა და საღებავების ტოლია, რომლებიც მის დაბეჭდვაში დაიხარჯა. ერთი 100-დოლარიანი კუპიურა აშშ-ს 0,3 ცენტი უჯდება. ამის შემდეგ დე გოლმა მოუწოდა ფრანგებს, გამოეჩინათ პატრიოტიზმი, მხარი დაეჭირათ ეროვნული ვალუტისთვის და მათ ხელთ არსებული დოლარები ფრანკებზე გადაეცვალათ. შეგროვებული დოლარები მან  აშშ–ში გადააგზავნა და თავისი ოფიციალური  ვიზიტის მსვლელობისას მოითხოვა, გადაეცვალათ ოქროზე, რომლითაც ისინი უნდა  ყოფილიყო უზრუნველყოფილი.  ამერიკელები,სკანდალისთვის თავი რომ  აერიდებინათ,დათანხმდნენ, მაგრამ  ამის შემდეგ მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, აშშ–ის საზღრებს გარეთ ბრუნვაში არსებული დოლარის კუპიურების ოქროთი უზრუნველყოფა არ მოხდებოდა, ანუ ოფიციალურად დააფიქსირეს. ინტერვიუ ალექსანდრე ჭაჭიასთან.
Geworld.ge.