ევროპის დაისი 5 მიზეზი _ რატომ არის ევროკავშირის დაშლა გარდაუვალი

 

საიდუმლო არ არის, რომ ექვსმაკათოლიკურმა ევროპულმა სახელმწიფომევროკავშირი თავდაპირველად

შექმნაფოლადსადნობი და ქვანახშირისმრეწველობის ამოცანებისგადასაწყვეტად. ევროკავშირი

შეიქმნაერთგვარი ევროპული გაერთიანებისსახით საერთო პრობლემებისმოსაგვარებლად.

ევროკავშირის თავდაპირველი ვარიანტი იყო აწონილ-დაწონილი წარმონაქმნი, რადგან აერთიანებდა ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ერთმანეთის მსგავსი მენტალიტეტი, რწმენა, კულტურა და საერთო წარმოდგენა ქვეყნის ფასეულობებზე.

დღეს კი ეს ყველაფერი ფორმალურობად იქცა. 1950 წელს შექმნილი ქვანახშირისა დაფოლადის კავშირი, უწინარესად, ეკონომიკური პროექტი

იყო, ევროკავშირის ამჟამინდელი ვარიანტი კიბიუროკრატიულია. პირველი ცდილობდამრეწველობაში

ლიდერობასა და ევროპისეკონომიკურ პროგრესს, მეორე კი 28 ქვეყნამდე უსისტემოდ გაფართოვდა.

ამ გაერთიანების შექმნისას საფრანგეთის, გფრ-ის, იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდებისა და

ლუქსემბურგის კაპიტალმა ისარგებლა ადამიანების სურვილით, არ დაეშვათ კიდევ ერთი ომი; გამოიყენა საზოგადოებაში არსებული პაციფისტური განწყობები და დაანგრია საერთო ევროპული ბიუროკრატიის ზენაციონალური პროექტი. სუვერენიტეტზე ნაწილობრივი უარის მიუხედავად, ქვანახშირისა და ფოლადის კავშირი მაინც აერთიანებდა თანასწორ მოთამაშეებს, ამიტომ შედარებით მტკიცე იყო, რაც არ ითქმის ამჟამინდელ ევროკავშირზე.

თანამედროვე ევროკავშირი _ ეს არის შეუთავსებელი ელემენტების დანაშრევი, თანაც მისი საკვანძო წევრები ავითარებენ მოსაზრებას “ორსიჩქარიან” ევროზონაზე, გარე მოთამაშეები კი მის დაშლას შეუდგნენ.

რეტროსპექტივა

XIX საუკუნის დასაწყისში ნაპოლეონმაგამოთქვა თვალსაზრისი, რომ, თუ ევროპა კვლავ განაგრძობს

ექსპანსიას რუსეთის მიმართულებით, ადრე თუ გვიან, ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდება. ასეც მოხდა. პირველი, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომისშედეგების მიხედვით, ევროპამ დაკარგაჰეგემონის

პოზიციები; XX საუკუნის ბოლოსრუსეთმა და აშშ–მა საბოლოოდგაინაწილეს მსოფლიო; ბებერი ევროპა კიისე დაეცა, რომ ამერიკა–საბჭოთაკავშირის დაპირისპირების ერთ–ერთარენად იქცა. საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯების

დამოუკიდებლად გადადგმის საშუალების უფრო მეტად შეზღუდვა ელოდა ევროპას 1991 წელს.

სწორედ მაშინ გადაიხარა სისტემა საბედისწეროდ, როცა ჩაყლაპა მისთვის შეუთავსებელი აღმოსავლეთევროპული “რესპუბლიკები”.

ამასთანავე, მოლოდინის მიუხედავად, თანაბარუფლებიანი გაერთიანება არ გამოვიდა. დასავლეთ ევროპამ თავისშემადგენლობაში კი არ მიიღოაღმოსავლეთი, არამედ, უბრალოდ,

გადაყლაპა, გაძარცვა და გამოწურარესურსები, დაანგრია იქ სსრკ–ისძალისხმევით შექმნილი მრეწველობა. დასავლეთ ევროპამ ჩანასახშივე მოკლამისთვის არასაჭირო

კონკურენტი. მთავრობები დასვეს დოტაციების ნემსზე, მოსახლეობის ლოიალურობა კიკრედიტებით

იყიდეს. დასავლური საქონლით სავსე დახლებმა ხალხში საღი აზრი ჩაახშო, თუმცა ბევრი მოუწოდებდა, გაეთვალისწინებინათ სამომავლო შედეგები. მათი თქმით, ასეთი ტენდენციების შემთხვევაში ევროკავშირის ახალი ქვეყნები 10-20 წლის შემდეგ საბოლოოდ დაკარგავდნენ დამოუკიდებლობას. გახდებიან სრულიად დამოკიდებულები და თვითონ ვერაფერს შექმნიან. ზემოთ ნახსენები წლები გავიდა და ჩვენ ვხედავთ

შექმნილ სურათს. აღმოსავლეთ ევროპის“ამოსაქაჩავად” დახარჯული მილიარდები, იმისათვის რომ მას

თავისი

ძალებითეცხოვრა დასავლეთის დონეზე, წყალშიჩაიყარა. ბრიუსელიდან დოტაციის გარეშეარანაირ

დამოუკიდებლობასა დაცხოვრების ამჟამინდელი დონისშენარჩუნებაზეც კი არ არის საუბარი.

არადა, დახმარების პროგრამა უკვე 2020 წელს მთავრდება. სწორედ ამაში მდგომარეობს ევროკავშირის

დაშლის პირველი წინაპირობა.

შექმნილ ვითარებაში რუსოფობიურ კორდონს ვერ გამოკვებავს დასავლეთ ევროპა, განსაკუთრებით გერმანია, რომელიც განცვიფრებული აკვირდება, როგორ გამოუყვეს პოლონეთს იმაზე მეტი სახსრები, ვიდრე სრულიად ევროპას მარშლის გეგმით. მხოლოდ 2004-2014 წლებში ვარშავამ ბრიუსელისგან სპეციალიზებული პროგრამების ჩარჩოებში 101,3 მლრდ ევრო მიიღო. გერმანიამ, რომელიც

ევროდონორად იქცა, გაცილებით ცოტა თანხა გამოიყენა, პოლონეთს კი დღესაც სურს 11-18 მლრდ დოლარის მიღება.

მიზეზი მეორე _ ევროკავშირი–აშშ

ერთპოლუსიანი მსოფლიოს წარმოქმნასა და ევროკავშირის რიგების გაფართოებასთან ერთად

ევროკავშირისა და ცალკეული ქვეყნების პოლიტიკა ერთმანეთს დაშორდა.

როდესაც მოსკოვი ძლიერი ნახტომით დაბრუნდა ზესახელმწიფოების რიგებში და ანგლო-საქსებმა

გადაწყვიტეს, სხვისი ხელით დაემუხრუჭებინათ მისი განვითარება, ბრიუსელელმა ფუნქციონერებმა,

რომლებიც არავის აურჩევია, დაიწყეს ევროკავშირის ქვეყნებისთვის დესტრუქციული დირექტივების გაცემა.

უაზრო სანქციებისა და სხვა ნაბიჯებისგან ზარალდებოდა არა მხოლოდ ხალხი, არამედ ბიზნესიც. ეს შეეხო თითოეული ქვეყნის მმართველი კლასის ამბიციებს. ანტირუსულნაბიჯებს ინერციით მხარი კი დაუჭირეს, მაგრამ ევროკავშირის

რიგებშიგანხეთქილება მომწიფდა, დღეს არსებულსირთულეებს ვერ აგვარებს შეხვედრებიდა

მოლაპარაკებები, რადგან პრობლემასსიღრმისეულად არ განიხილავენ. რომ არააშშ–ში გაჩაღებული ელიტების ომი დახელისუფლების სათავეში რომმოსულიყვნენ ძველი

ტრანსნაციონალურიელიტები ბუშების, კლინტონებისა დასხვათა სახით, განხეთქილება

თავისითჩაქრებოდა. მაგრამ ამერიკამ განაგრძო ევროკავშირისთვის ზიანის მომტანი ანტირუსული

ნაბიჯების გადადგმა, ხელისუფლებაში კი მოვიდოდნენ სრულიად ახალი ადამიანები.

ტრამპმა უარი განაცხადა, დაეფინანსებინა ევროპელების უსაფრთხოება, და რუსოფობია თვით ევროპელებს დააწვათ მხრებზე. სწორედ ამით არის განპირობებული ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მოულოდნელი მწვავე რეაქცია და ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილის მოწოდება, _ შეწყდეს ანტირუსული სანქციები. ამასთანავე, ამერიკის წინა ისტებლიშმენტს ევროკავშირთან ურთიერთობისას უფრო

კონსერვატიული თვალსაზრისი ჰქონდა.

იგეგმებოდა, რომ ტრანსატლანტიკური ვაჭრობის შეთანხმების ტიპის ყბადაღებული სავაჭრო შეთანხმებები გააერთიანებდა ევროპისა და ამერიკის სხვა სატელიტების ბაზრებს და გამოყოფდა მათ სატარიფო

ბარიერებს კონკურენტებისგან. ევროკავშირი შენარჩუნდებოდა, თუმცა მეორე ეტაპზე საწარმოებში უფრო დაბალი საგადასახადო დატვირთვები მას აშშ-ის ბაზრად გადააქცევდა.

ამერიკის ეკონომიკა თანდათან გამოუშვებდა ევროპულ საქონელს, არა მხოლოდ თავისი, ევროპული ბაზრებისთვისაც. ასეთი იყო მსუბუქი სცენარი. მოგვიანებით მსოფლიოს არენაზე გამოჩნდა მოსკოვი და ჰეგემონის ტახტი შეირყა. შედეგად, ამერიკის ამჟამინდელ ისტებლიშმენტს აღარ შეუძლია

ალტერნატივის ძებნა, საწინააღმდეგო საშუალებები ახლავეა საჭირო და ამიტომ ევროკავშირს აქტიურად ანგრევენ.

ევროპის ბიუროკრატიული ზედა ეშელონი ინერციით ცდილობს, თავის სარგებლიანობაში დაარწმუნოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მაგრამ სინამდვილეში ეს ხალხი არავის სჭირდება. მისი ამოცანა

ევროკავშირზე ამერიკის ბიუროკრატიული ზედამხედველობის ფუნქციების შესრულება იყო, მაგრამ,

რადგან ევროკავშირის ჩამოწერას აპირებენ, ზედნაშენი უსარგებლო ხდება.

ქვანახშირისა და ფოლადის კავშირის შეთანხმება

მიზეზი მესამე _ შიგა ეკონომიკა

ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროკავშირისთვის საკმარისია ის სახელმწიფოები, რომლებმაც ეს

გაერთიანება შექმნეს. გერმანია, საფრანგეთი, ბენილუქსი (ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი),

აგრეთვე, იტალია. დანარჩენები მათ ხარჯზე ცხოვრობენ, დოტაციაზე და ამუხრუჭებენ სისტემას.

აღმოსავლეთ ევროპამ თავის დროზე ფულზე გაყიდა სუვერენიტეტი, თუმცა, მან ფულის გამო

ფორმალურად მოსკოვი მიატოვა. ამჟამად კი ეკონომიკური რეალიები ისეთია, რომ შეწყდება დახმარების პოლიტიკა ადრინდელი სახით. ევროპასპრობლემები შეექმნა და თვითონ გახდაოკეანისგაღმელთა შანტაჟის ობიექტი.

დაშლის ეკონომიკური მიზეზები იმალება იმაში, რომ ამჟამინდელ ვროკავშირს არ ძალუძს შექმნილი

დილემის გადაწყვეტა.

თავის დროზე მან საკუთარი ხელით დაანგრია საბერძნეთის, ბალტიისპირეთის, პოლონეთის,

უნგრეთისა და მასში შემავალი სხვა ქვეყნების მრეწველობა და ეკონომიკა, რათა გადაეყლაპა მათი ბაზრები, სამუშაო ძალა და სამეცნიერო პოტენციალი. შედეგად, ბებერმა ევროპამ ეს ქვეყნები დოტაციის ნემსზე დასვა, მაგრამ ამან თვითონ “ბებრებიც” დაამუხრუჭა.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ თავდაპირველად დოტაციები ევროკავშირის სასარგებლოდ მუშაობდა, ფორმულა კი, ჩვეულებრივ, კოლონიური იყო _ სხვა ქვეყნების მრეწველობების დანგრევა

შემდეგ კი მათთვის ხელის გამართვა სესხებით. ისინი ხომ ამ ფულს მეტროპოლიაში დამზადებულ საქონლის შესასყიდად დახარჯავდნენ?! მაგრამ ახლა დოტაციის წყარო დაიწრიტა.

მიზეზი მეოთხე _ მიგრანტები

აშშ–ის ძალაუფლების ინსტიტუტების უკანმდგომი ელიტები ევროპის დასაშლელადძველ მექანიზმებს

იყენებენ. კერძოდ, კვლავ აამუშავეს პროექტი მიგრაციისა, რომელიც შიგნიდან ხლეჩს და ანაწევრებსამა

თუ იმ ქვეყნის საზოგადოებას. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომამჟამინდელი ვარიანტი

ითვალისწინებსევროკავშირში უკვე არსებულიმიგრანტების რესურსის გამოყენებას. ამ პროცესის

დაწყების მტკიცებულებას წარმოადგენს ყვითელი ჟილეტების ფრანგული მოძრაობა, უფრო ზუსტად, ის,

რაც ხდება მისი დამტვერილი პორტიერების მიღმა. სანამ ევროპა გატაცებით მსჯელობს ფრანგული

პოლიციისა და დემონსტრანტების ქმედებებსა და ხელისუფლების ნაბიჯებზე, რესპუბლიკის პრეზიდენტი წყნარად და შეუმჩნევლად აწერს ხელს მიგრაციის შესახებ აქტს. ორიოდე დღის წინათ მაკრონმა ხელიმოაწერა დოკუმენტებს, რომლებზეცგაფიცვების დაწყებამდე

ამბობდა, რომხელს არასდროს მოაწერდა. ახლა კისაზღვრების დახურვაზე ლაპარაკიც აღარშეიძლება,

ხოლო მიგრანტებისრაოდენობის შემცირების ნაცვლად პარიზიმორჩილად ემზადება მათ მისაღებად.

ლოგიკიდან გამომდინარე, ეს აბსურდად შეიძლება მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით, თუ გაითვალისწინებთ მიგრანტების პარაზიტობით გამოწვეულ მოსახლეობის უკმაყოფილებას, თუმცა ვითარების ირონიულობა

არის ის, რომ ხელოვნურადშექმნილი საპროტესტო აქციებისორგანიზატორები და ისინი, ვინცდაინტერესებულნი

არიან ევროკავშირისდაშლით, ერთი და იგივე ხალხია. სწორედამიტომ დოკუმენტზე ხელმოწერის

დროსსაფრანგეთის ქუჩებში უცებ შეწყდაინტერესი ამ საჭირბოროტო საკითხისმიმართ.

განხეთქილების ჩამოსაგდებად არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე წყვეტა რეალობასა და პრესის

პოზიციას შორის, ამიტომ, სანამფრანგები მასობრივად ტოვებენმიგრანტებით სავსე ქალაქებს დაგადადიან უფრო მშვიდ

ადგილებში, ანგაჟირებული მასმედია დიამეტრულადსაწინააღმდეგოს ამტკიცებს.

მაგალითად, თებერვლის შუა რიცხვებში Independent Press Standards Organisatio-ის (მასმედიის

კონტროლის ბრიტანული ორგანო) ზემოქმედებით, პოპულარული ტაბლოიდი Daily Mail-ი იძულებული

შეიქნა, გამოექვეყნებინა ბოდიში ყველას მიმართ, რადგან გაბედა და დაბეჭდა რეპორტაჟი მიგრანტების

შესახებ. მასალაში ლაპარაკი იყო ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქის მთელი რაიონების ისლამიზაციაზე, აგრეთვე, ამ საკითხში საფრანგეთში შექმნილი კრიტიკულ ვითარებაზე.

მიზეზი მეხუთე _ გლობალური ავანტიურა

ევროპაში ეკონომიკური თვალსაზრისით ქამრების შემოჭერა გამოწვეულია არა საშინაო, არამედ, პირველ

რიგში, საგარეო მიზეზებით. პრობლემის არსი არის ის, რომ კაპიტალიზმის კრიზისი და ბაზრების დეფიციტი სულ უფრო აქტიურად აბრუნებს გარეგნულად ცივილიზებულ დასავლურ სამყაროს მის ჭეშმარიტ “ველურ” ფორმასთან. დასავლეთს ფინანსურიპარაზიტობისთვის საჭირო ახალიბაზრების ათვისებაში ხელს

უშლის ჩინეთი, ლოკალური კონფლიქტების გაღვივებაში, გადატრიალების მოწყობასა და

ომებისგაჩაღებაში _ რუსეთი, შედეგად, უწევსთავისიანების გაშვება სამსხვერპლოზე.

ამერიკის განზრახვის დასადასტურებლად ჩვეულებრივი ლოგიკაც საკმარისია. ევროპას აქვს

ტექნოლოგიური შესაძლებლობები და სამრეწველო პოტენციალი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ევროკავშირისა და ამერიკის ყველა მოთხოვნა. აშშ-საც, თავის მხრივ, აქვს ტექნოლოგიები და საწარმოო პოტენციალი, რომლითაც შეუძლია, სრულად უზრუნველყოს თავისი საქონლით როგორც აშშ-ის,

ისე ევროპის ბაზრები. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთს მოუწევს წასვლა, უფრო ზუსტად _ მოუწევს, იქცეს საკვებად მეორისთვის.

რუსლან ხუბიევი.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.

კომენტარები ფეისბუქიდან