გამოხმაურება პოლიტოლოგ ირაკლი უბილავას სტატიაზე “მოსაზრებები საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე”.

როგორ მოიქცა ჩვენი მთავრობა? _ ყოფილი კოლექტიური წყობა კი არ განავითარა არსებული

საწარმოების საშუალებით, კი არ შეცვალა უკეთესობისკენ, არამედ დაშალა, დაანგრია, ჯართში

ჩააბარა (ამით ერთეულები დღესაც სარგებლობენ), წარმოება მოსპო, მიწები პატარ-პატარა ნაკვეთებად

დაყო და დაურიგა გლეხებს, ყოველგვარი ტექნიკური და ფინანსური მომსახურების გარეშე. მიწის დიდი ფართობები კი თვითონ დაიტოვა და ვაჭრობს ისე, თითქოს თავის დუქანში თავის მოყვანილ კიტრს ყიდის; თანაც უცხოტომელებზე, დამპყრობელი ქვეყნების მოქალაქეებზე, _ ჩალის ფასად.

რა ქნას გლეხმა, რომელსაც მიწის პატარა ნაკვეთი კი აქვს, მაგრამ არ აქვს ფული და სათანადო ტექნიკა?

ამ მომენტში, როგორც ყოველთვის, გამოჩნდნენ “ყოჩაღი”, “მოსაზრებული” ადამიანები, რომლებიც

გლეხების პატარ-პატარა მიწებს აერთიანებენ. იქ, სადაც ისინი ერთმანეთს ემიჯნებიან, დაქსაქსულ

მიწებს არ იღებენ, აფორმებენ იჯარას და ამუშავებენ. ცალკე საკითხია, როგორი აგროტექნოლოგიით

ამუშავებენ ამ მიწებს და როგორ მოსავლიანობას აღწევენ ამით.

წლების შემდეგ მთავრობამ რომ დაინახა მის მიერვე შექმნილი სიტუაცია, გლეხობას შესთავაზა

კოოპერატივების შექმნა. კოოპერაცია ხომ წარმოების კოლექტიური მართვის ერთ-ერთი ფორმაა.

ხომ არ ნიშნავს ეს წარსულის დადებითი ნაწილის, მისი უპირატესობის აღიარებას? სურს თუ არა ეს

მთავრობას, ამას ადასტურებს შემდეგი ამონარიდი ირაკლი უბილავას იმავე სტატიიდან (რომელმაც აღმაფრთოვანა):

*”ჩემი ღრმა რწმენით, ქართულირეალობისა და ისტორიული ეკონომიკურიგამოცდილების

გათვალისწინებით, მისაღებ ეკონომიკურ მოდელსწარმოადგენს ორი ეკონომიკური სისტემისგონიერი

ჰიბრიდიზაციის საფუძველზეშექმნილი საზოგადოებრივ–ეკონომიკურიტიპი, რომელშიც გათვალისწინებულიიქნება, როგორც კოლექტივისტურისაწყისი, როდესაც

წარმოებითურთიერთობათა სფეროში ეკონომიკისფუნქციონირება დაეყრდნობასახელმწიფო რეგულირებას

დაამასთანავე მასში ზომიერი შერევის გზითდაეფუძნება საბაზრო ეკონომიკისპრინციპს და პირად

ინიციატივაზედაფუძნებულ, მოგებაზე ორიენტირებულმოდელს, სადაც დაცული იქნება

როგორცსაზოგადოებრივი საკუთრება, ასევე კერძომესაკუთრის ინდივიდუალური უფლებები. საბოლოო

ჯამში კი, ორივე ეკონომიკურიტიპის გააზრებული შერწყმითუზრუნველყოფილი უნდა იქნასსაზოგადოების

ყველა ფენის ეკონომიკურიკეთილდღეობა”.

გლეხის უბედურება განა მარტო ისაა, რომ არ აქვს ფული და ტექნიკა, რათა სათანადოდ დაამუშავოს

კუთვნილი მიწის ნაკვეთი, არამედ ისიც, რომ იმ მცირე მოსავალსაც კი, რომელსაც იღებს თავის მიწაზე (ყოველგვარი აგრო-ტექნიკური ნორმების დარღვევით), ვერ ასაღებს ვერც შიდა და ვერც გარე ბაზარზე. ამას ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი: ჩვენი მთავრობა დამმართველი ელიტა ყველგან დაყოველთვის ევროპა–ევროპას რომგაიძახის, რომელი ევროპელისახელმწიფო ხელმძღვანელობა დაუშვებს, რომ გარედან

შემოსულმა საქონელმადაიკავოს საშინაო ბაზარი დაადგილობრივი მეწარმე თავის საქონელსვერ ყიდდეს

შემოტანილი საქონლისრაოდენობისა და ფასების სხვაობის გამო?სწორად მოაზროვნე ხელისუფლების მმართველობის დროს ჯერ ადგილობრივი მეწარმის პროდუქცია უნდა გავიდეს შიდა ბაზარზე და მერე, თუ იქნება დანაკლისი, დანაკლისი შეავსოს გარედან შემოტანილი პროდუქციით. რა თქმა უნდა, ეს უნდა

მოხდეს სასტიკი კონტროლის ქვეშ უსაფრთხოებისა და ფასების მხრივ. ის ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის მეწარმეებისპროდუქციას ჩაანაცვლებს

გარედანშემოტანილი პროდუქციით, ეხმარება დაამდიდრებს უცხო ქვეყნის მეწარმეს და არათავისას.

ეს აზრი მხოლოდ მე არმომსვლია თავში, ბევრს გამოუთქვამს დაბევრჯერ დაწერილა გაზეთებში. აქ

იმის თქმა მინდა, რომ არა მხოლოდ მომზადებულ ადამიანებს, არამედ, უბრალო მოქალაქეებსაც კი კარგად გვესმის, რომ ჩამოყალიბდა ველური კაპიტალიზმი.

კიდევ ერთი ამონარიდი იმავე სტატიიდან:

* “აღნიშნულმა ეკონომიკურმა მოვლენამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო მოსახლეობისსრულ გაღატაკებას და

მასობრივსიდუხჭირეს საზოგადოების ფართოფენებში. საბოლოოდ კი მივიღეთსოციალურ–ეკონომიკური სტრუქტურის ისფორმა, რომელიც დამახასიათებელიაგანუვითარებელი კაპიტალიზმის

მქონეჩამორჩენილი საზოგადოებისთვის, რასაცულტრალიბერალური ეკონომისტის, ვაშინგტონის

კატონის ინსტიტუტის ვიცეპრეზიდენტის _ დევიდ ბოუზის სიტყვებითთუ ვიტყვით, უწოდებენ მე-18

საუკუნისინდუსტრიამდელ ლიბერალულკაპიტალისტურ ეკონომიკას”.

ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთა ძალიან პატარა პროცენტი კი ცხოვრობს მატერიალურად უზრუნველყოფილ გარემოში, მაგრამ ძირითადი მასა ჩვენი საზოგადოებისა უკიდურეს სიდუხჭირეს განიცდის. ეს რომ აღმოიფხვრას, საჭიროა ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა, რაც წარმოების

ამუშავების, ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გამოყენების გარეშე შეუძლებელია.

ბატონი ირაკლი მიუთითებს იმაზე, რომ

*”…ფინანსური სახსრების მოძიებამოგვიწევს შიგა რესურსების გამოყენებით. ინდუსტრიული ობიექტების

სამრეწველოსაწარმოების ასაშენებლად, წარმოებითიურთიერთობების გასავითარებლად, ფულადი

კაპიტალის მიღება, მისიდაგროვება და შიგა ინვესტიციები უნდაგანვახორციელოთ ჩვენს ხელთ

არსებულიერთი ფინანსური წყაროდან, კერძოდ, სოფლის მეურნეობის ნედლი პროდუქციისექსპორცირების

გზით… სახელმწიფომუნდა მოახდინოს სოფლის მეურნეობისგადაუმუშავებელ, ნედლ

პროდუქციაზეშესყიდვების მონოპოლიზაცია, გასაღებისბაზრებზე მისი გატანა და ექსპორტი. აშენებული

საწარმოები უნდადაექვემდებაროს საკუთრებისა დაკაპიტალის მართვის აქციონერულფორმას”.

ასეთივე წინადადება ქვეყნის რესურსის გამოყენებისა და სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბების თაობაზე წამოაყენა პროფესორ-აკადემიკოსმა პაატა გიორგაძემთავის კონცეფცია-პროგრამაში მიწისქვეშა, დაბალმინერალიზებული სასმელი წყლის ინდუსტრიალიზაციის შესახებ პროექტით. ამ პროექტის

მეშვეობით სახელმწიფოს წლიური ბიუჯეტი 12 მილიარდი დოლარით გაიზრდება. პაატა გიორგაძეს თავის კონცეფცია–პროგრამაში ჩადებული აქვს, რეინვესტიციის სახით როგორდააფინანსოს და ააღორძინოს ყველადარგი

სახელმწიფოში. ეს იქნებაეკონომიკა (გადამამუშავებელისაწარმოები), სოფლის მეურნეობა,

განსაკუთრებით კი ტყის აღდგენა–გაშენება, განათლების სფერო, მეცნიერება, სპორტი და ა.შ.

ჩემი აზრით, ამ ორივე წინადადებაში, დადებით მხარეებთან ერთად, მოსაწონია ეკონომიკური პროცესების მართვის აქციონერული ფორმა. ამ ფორმაშია ჩადებული ყველა ის დადებითი, რომლებიც უნდა ახლდეს წარმოების მართვასა და ამ წარმოებაში მონაწილე ადამიანთა კეთილდღეობას.

პაატა გიორგაძეს ამ პროექტის განსახორციელებლად ინვესტორი მოძიებული ჰყავს, რომელიც გასული

წლის გაზაფხულამდე 3 მილიარდის ინვესტიციის ჩადებას აპირებდა, ახლა კი თანახმაა, 5 მილიარდამდე გაზარდოს ამ პროექტის ინვესტირება. უბედურება არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა პერიოდის ხელმძღვანელობას არ აღმოაჩნდა სურვილი, მხარი დაეჭირა ამ პროექტისთვის, მიუხედავად იმისა,

რომ პაატა გიორგაძემ ყველას გააცნო თავისი კონცეფცია-პროგრამა. ე.ი. ჩვენი ქვეყნისმოქალაქეების გამდიდრებას, ეკონომიკური სიდუხჭირიდან ამოსვლასჩვენივე

მმართველი ეგრეთ წოდებულიელიტა უშლის ხელს.

ჰოდა, მინდა ვუთხრა მმართველ ელიტას, რომ ჩვენ, ყველა, 2020 წლის საპარლამეტოარჩევნებში მხარს დავუჭერთ იმპოლიტიკურ ძალას, რომელიცორიენტირებული

იქნება ეროვნულ–პატრიოტულ ფასეულობებზე და მხარსდაუჭერს პაატა გიორგაძის, ირაკლიუბილავასა და სხვა

პროგრესულიადამიანების პროექტებს. გვეყო ფუჭიდაპირებების მოსმენა. საკუთარ ბედს აწითვითონ

გადავწყვეტთ. თუ დღეს მთავრობასა და პარლამენტში მოკალათებული პირები უფლებას აძლევენ

გამორჩეულ ერთეულებს, დააწესონ მონოპოლია ამა თუ იმ დარგში (უზომოდ გამდიდრების მიზნით),

ჩვენ აღვადგენთ ანტიმონოპოლიურ კანონს და დავტოვებთ ერთადერთ მონოპოლიურ უფლებას ჩვენი

საყოველთაო კეთილდღეობის, ცხოვრების დონის ამაღლების თაობაზე.

თუ ჩვენს მმართველ ელიტას არ წაუკითხავს “საქართველო და მსოფლიოს” ამა წლის #5-ში

გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია, შევახსენებ, რომ The New York Times-ის მიმომხილველი ფარჰად

მანჯუ წერს:

“ამერიკული კაპიტალიზმი უხვადგვასაჩუქრებს თავისი მილიარდერებით დაუკეთესს არაფერს

გვთავაზობს. აუცილებელია, დაწესდეს აკრძალვამილიარდ დოლარზე მეტი ქონებისშენახვაზე,

თუმცა მიზანი შეიძლებამიღწეულ იქნას მაქსიმალურიგადასახადების დაწესებითაც”.

როგორ უტოპიურადაც უნდა მოგვეჩვენოს ეს აზრი დღეს, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის იქნება სიცოცხლისუნარიანი, იმიტომ, რომ თვითონ მილიარდერები, ოლიგარქები უწყობენ ხელს ამას

საკუთარი გაუმაძღრობითა და ხალხის ბედის იგნორირებით.

კარგა ხნის წინათ (ელცინის პერიოდი) ერთ-ერთ რუსულ გამოცემაში წარმოშობით ებრაელი პოეტი დემენტევი თავის სტატიაში დაახლოებით ასე მიმართავდა თანამემამულე მილიარდერებს:

დაუბრუნეთ ფული იმ ქვეყანას, რომელშიც იშოვეთ, და იმ ხალხს, რომელსაც წაართვით, თორემ,

რუსი დათვი თუ გააღიზიანეთ, თქვენი ფული უკან დაგრჩებათო.

მეც მინდა, ვუთხრა ქართველ დასაქართველოში გამდიდრებულოლიგარქებს, რომელთა შორისაც

ბევრიქურდი და ყაჩაღია: დააბრუნეთსაზღვარგარეთ გატანილი მილიონებიქვეყანაში და მოახმარეთ

ხალხისა დაქვეყნის კეთილდღეობას. ამდაგვარი აზრები მწიფდება ჩვენს საზოგადოებაშიც და,

ალბათ, 2020 წლის არჩევნებისთვის მთავარი კრიტერიუმი ეს იქნება მოსახლეობისთვის. როგორ

შეიძლება, ცალკეული პიროვნებები ქვეყნის ბუნებრივ რესურსს იყენებდნენ მხოლოდ თავიანთი კეთილდღეობისთვის და დანარჩენ მოსახლეობას არავითარი სიკეთე არ ხვდებოდეს წილად, როცა კონსტიტუციაში წერია: ბუნებრივი რესურსი არის სახელმწიფო საკუთრება ე.ი., საერთო სახალხო

საკუთრება?!

არდალიონ ხააძე.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.