დიდი ბრიტანეთი _ ყველაზე სისხლისმღვრელი იმპერია კაცობრიობის ისტორიაში.

1991 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ,  რაც შინაურმა და უცხო ანტიქართულმა ძალებმა საქართველოს

პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას,  ლეგიტიმური ხელისუფლება დაამხეს,  საქართველო უცხო ძალების მიერ იმართება და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებსაც ეს ძალები იღებენ; ხელისუფლების სათავეში კი არიან მარიონეტები,  რომლებიც, ოღონდ მათ კეთილდღეობას _ თბილ სკამებს, პრემია–დანამატებსა დასახელმწიფო ბიუჯეტის  ხარჯით უცხოეთში ვოიაჟებს, არაფერი დაემუქროს, სიტყვის შეუბრუნებლად ასრულებენ  საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ბრძანებებსადა მითითებებს და ქვეყანაში დასავლური ე.წ. დემოკრატიული ფასეულობების დანერგვით ცდილობენ ქართული კულტურის, განათლების, ტრადიციების,  მართლმადიდებლობის დაკნინება–დამცრობას, რადგან ეროვნულ ტრადიციებს მოწყვეტილი და გაუნათლებელი ადამიანები ადვილი სამართავია.

საქართველოს დასავლელი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების მიზანი თავიანთი ინტერესების დაცვაა

სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით, ეს ინტერესები კი რუსეთთან ბრძოლაში, ამ ქვეყნის სიმდიდრეების

ხელში ჩასაგდებად საქართველოს გამოყენებაა. ამ “სტრატეგიული მეგობრების” მიზანია, არ დაუშვან საქართველოში თავიანთი გავლენის შესუსტება და საქართველოს სვლა საკუთარი ინტერესების დაცვისა და მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით _ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისკენ, ამისათვის კი

საქართველოში ჰყავთ მეხუთე კოლონა, რომლის წარმომადგენლებით გაძეძგილია ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა, პოლიტიკური პარტიები და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. საქართველოში უცხო ქვეყნების უამრავი აგენტი რომ მოქმედებს, ამაზე ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს, ამას მოწმობს, აგრეთვე, კავკასიასა და მოლდოვაშიკონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და

უსაფრთხოებისხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის(CSSF) 2016-2017 წლების საპროგრამოდოკუმენტი. სწორედ ამ დოკუმენტიდანჩანს, რომ საქართველოს

ხელისუფლებისუმაღლესი ეშელონები უცხო ქვეყნებისაგენტებითაა სავსე, ისიც, თუ რატომმიჰყავთ

ქართველები უცხოეთის, ძირითადად, აშშ–ისა და დიდი ბრიტანეთისსასწავლებლებში “კვალიფიკაციისასამაღლებლად” (იხ. “საქართველო და

მსოფლიოს” 2016 წლის 45-ე ნომერში გამოქვეყნებული მასალა “დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს”). დიდი ბრიტანეთი, როგორც ნათლად ჩანს CSSF-ის საპროგრამო

დოკუმენტიდან, არ მალავს, რომ საქართველოს განიხილავს, როგორც საინფორმაციო ომის პოლიგონს, თანაც დაუფარავად აცხადებს, რომ აპირებს არა ობიექტური ინფორმაციისა და უტყუარი ფაქტების, არამედ “განსხვავებული” ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელებას, ანუ დეზინფორმაციის ტირაჟირებას.

თანაც ეს დეზინფორმაცია 5 ენაზე უნდა ვრცელდებოდეს, რათა მრავალეროვან საქართველოში არავის მოაკლდეს ანგლო-საქსების მზრუნველი ხელი.

კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების

ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტში ყველაზე შეურაცხმყოფელია პუნქტი, რომელშიც საუბარია საქართველოს თავდაცვისსამინისტროში საინფორმაციო ბრძოლისსაკითხების დიდი

ბრიტანეთისწარმომადგენლის მუდმივად ყოფნაზე. როგორც ჩანს, საქართველოს თავდაცვისსამინისტროს

სწორედ ბრიტანეთისწარმომადგენელი მართავს და არამინისტრი, ანუ საქართველოსსუვერენიტეტი

ფიქციაა _ ვატარებთარჩევნებს, ვქმნით სახელმწიფოატრიბუტებს, მაგრამ სინამდვილეშიქვეყანა

გარედან იმართება. სამწუხაროდ, ეს არ ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, “ეს წარმომადგენელისაქართველოს თავდაცვის სამინისტროსადა სხვა სტრუქტურებს

ეხმარებაეფექტიანი თანამშრომლობისუზრუნველყოფაში”. ჩანს, მეტასტაზები სრულიად მთავრობაზეა მოდებული, თანაც თვალშისაცემია ცინიზმი _ ამ პროგრამისშემდგენელი ბრიტანელი სპეციალისტიაღნიშნავს, რომ “ნებისმიერისახელმწიფოს

დამოკიდებულებისსაფუძველი აქტიურად მოქმედი დაკომპლექტური სპეცსამსახურების ყოლაა,

რომლებიც გარედან ნებისმიერ ჩარევასსაკადრის პასუხს გასცემენ”, სრული სიმართლეა, მაგრამ რა ვუყოთ ბრიტანელთა დოკუმენტს, რომელშიც გაწერილია საქართველოს, როგორც ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სუვერენიტეტის სრული ნიველირების გეგმა, მისი თავდაცვისა და უშიშროების სრული კონტროლის დამყარების მეთოდიკა და ინსტრუქციები?!

საქართველო დამოუკიდებელისახელმწიფო რომ იყოს, მისი“კომპეტენტური სპეცსამსახურები”

დიდიხნის წინათ გაანეიტრალებდნენდაუფარავად მოქმედ დესტრუქციულორგანიზაციებს და ამ

დოკუმენტისავტორსაც კინწისკვრით გააძევებდნენსაქართველოდან, მაგრამ საქართველო _

ნეოკოლონიალიზმის თვალსაჩინოპროდუქტი, ამის უფლებას, როგორც ჩანს, თავს ვერ მისცემს.

დიდი ბრიტანეთის იმპერია, რომელსაცსაუკუნეების განმავლობაში უამრავიდანაშაული აქვს

ჩადენილი კაცობრიობისწინაშე, დღეს დახვეწილი მეთოდებითგანაგრძობს სხვადასხვა

ქვეყნისკოლონიზაციას, ამ ქვეყნებს შორის, სამწუხაროდ, საქართველოცაა.

სისასტიკე საკუთარი ხალხის მიმართ

ინგლისელებმა სისასტიკით საუკუნეების წინათ გაითქვეს სახელი, უწინარესად, საკუთარი

მოსახლეობის წინააღმდეგ. აი ინგლისელთა სისხლით გაუმაძღრობის რამდენიმე მაგალითი:

* XV_XVI საუკუნეებში ინგლისში შეიმუშავეს ე.წ. სისხლიანი კანონმდებლობა, რომლის მიხედვით,

სასტიკად ისჯებოდნენ მაწანწალობასა და მათხოვრობაში დადანაშაულებული ადამიანები. ასეთ ადამიანებს იჭერდნენ, აწამებდნენ, დამღას ადებდნენ და დროებით მონად ამყოფებდნენ, გაქცევის მცდელობის

შემთხვევაში სამუდამოდ მონობას უსჯიდნენ, გაქცევის მესამე მცდელობის შემთხვევაში კი სიკვდილით სჯიდნენ.

მეფე ჰენრი VIII (1509_1547) მმართველობის პერიოდში ინგლისში 72 ათასი კაცი დასაჯეს, დედოფალ

ელისაბედ I მმართველობის პერიოდში კი _ 89 ათასი.

ინგლისელი ხალხი პატივს მიაგებს რევოლუციის ბელადის _ ოლივერ კრომველის ხსოვნას და ამაყობს XVII საუკუნის რევოლუციით, როდესაც ინგლისის მეფეს _ ჩარლზ I თავი მოჰკვეთეს, რევოლუციის პერიოდში გამართულ ბრძოლებში კი 100 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სისასტიკე სხვა ხალხების მიმართ

ინგლისი ყველაზე სისხლით გაუმაძღარი სახელმწიფო წარმონაქმნია კაცობრიობის ისტორიაში.

ინგლისელები ასეული წლების განმავლობაში ეწეოდნენ ირლანდიელთა გენოციდს. ყველაზე ცნობილი შემთხვევაა 1649 წელს კრომველის ჯარების შეჭრა ირლანდიაში. კრომველმა ქალაქ დროედასგარნიზონის წევრებისა და კათოლიკემღვდელმსახურების

სრულად გაჟლეტვისბრძანება გასცა, ქალაქ უექსფორდში კიარმიამ თვითნებურად დახოცასამხედროები,

ხოლო ქალები და ბავშვებიაქცია თეთრ მონებად, რომლებიც შემდეგვესტ–ინდოეთში, ინგლისის კოლონიებშიწაიყვანეს. თუ 1641 წლის ირლანდიაში 1,5 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, 1652 წელს მათირაოდენობა 850 ათასი იყო, მათგან 150 ათასი _ ინგლისელი კოლონისტი.

ინგლისელებმა ირლანდიელიმოსახლეობის 50-56% გაანადგურეს. ასეთი გენოციდი ძნელია მოიძებნოს რომელიმე ხალხის ისტორიაში.

* ინგლისი მსოფლიოს ლიდერი იყო მონათვაჭრობაში. ამ ქვეყნის სინდისზეა მილიონობით მოკლული და დასახიჩრებული. ინგლისელები თავიანთ კოლონიებში იყენებდნენ ე.წ. თეთრ მონებს _ შოტლანდიელებსა და ირლანდიელებს, მათ შორის, ქალებსა და ბავშვებს. ამასთანავე, ინგლისის კოლონიებში აფრიკიდანშეიყვანეს 13 მლნ მონა. იმისგათვალისწინებით,

რომ აფრიკაშიადამიანებზე ნადირობისას თითოეულცოცხალ მონაზე 3-4 დაღუპული მოდიოდა, გენოციდის მაჩენებელი კოლოსალურია.აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო

საზოგადოების თეორიის შემქმნელი, ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ ლოკიდაეხმარა აშშ-ის

მონათმფლობელ შტატებს კონსტიტუციის შემუშავებაში და თავისი ქონება ჩადო მონათვაჭრობაში.

* XIX საუკუნეში ინგლისს ოპიუმი გადაჰქონდა ჩინეთში, სამაგიეროდ იღებდა ოქროს, ვერცხლსა და

ბეწვეულს. ამასთანავე, ცდილობდა სამხედრო-სტრატეგიული მიზნის მიღწევას _ ჩინეთის არმიის,

სახელმწიფო მოხელეებისა და, საერთოდ, ჩინელი ხალხის გახრწნას, რათა მათ დაეკარგათ წინააღმდეგობის გაწევის უნარი. 1839 წელს ჩინეთის იმპერატორმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ოპერაცია ნარკოტიკების გავლენისგან ხალხის გადასარჩენად და შეუდგა ოპიუმის განადგურებას. ლონდონმა საპასუხოდ სამხედრო

ძალა გამოიყენა _ დაიწყო ე.წ. ოპიუმის ომები. ჩინეთი დამარცხდა დაიძულებული შეიქნა, დათანხმებოდაინგლისის სახელმწიფო

ნარკომაფიისკაბალურ პირობებს. ამან ინგლისისელიტას, მათ შორის, სამეფო ოჯახსკოლოსალური

მოგება მოუტანა, ჩინეთს კი_ უზარამაზარი ზარალი. ჩინელთათაობებმა დეგრადაცია განიცადეს: 1842 წელს ჩინეთის მოსახლეობა 416 მილიონიიყო, მათ შორის, ნარკომანი _ 2 მლნ. 1881 წელს კი მოსახლეობა 369 მლნ–სშეადგენდა, მათ შორის, 120 მლნ ნარკომანიიყო.

ინგლისელებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაჩაღებულ ომებში უამრავი ადამიანი გაანადგურეს. ინგლისისკოლონიებში ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ტასმანიაზე

(ყველატასმანიელი დახოცეს) ათეულობითმილიონი ადამიანი გამოასალმესსიცოცხლეს. ბენგალიაში

(ინდოეთი) ინგლისელთა ყოფნის 20-წლიან პერიოდშირეგიონის 40-მილიონიანი მოსახლეობათითქმის 20 მლნ–ით შემცირდა.

გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში 1800_1825 წლებში შიმშილითდაიხოცა 1 მლნ ადამიანი, 1825_1850 წლებში_ 400 ათასი, 1850_1875 წლებში _ 5 მლნ, 1875_1900 წლებში _ 26 მლნ.

ინგლისის კოლონიებში აბორიგენების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იყო,

როგორც ნადირობა. 1830 წელს ტასმანიაზე ინგლისის მე-40 პოლკის ჯარისკაცებმა თავი მოუყარეს

ადგილობრივ მცხოვრებლებს, ჯერ მამაკაცები დახვრიტეს, შემდეგ _ ქალები და ბავშვები. ისტორიკოსი

კაროლინ ელკინსი თავის წიგნში მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ კენიაში ინგლისის რეჟიმის შესახებ

წერს, რომ მაუ-მაუს ამბოხებულების მიერ 32 თეთრკანიანი კოლონიზატორის მკვლელობისთვის

ინგლისელებმა 300 ათასი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. კიკუიას ტომის ნახევარი მილიონი წარმომადგენელი კი საკონცენტრაციო ბანაკებში შეყარეს.

*აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პირველი საკონცენტრაციო ბანაკი სამხრეთ აფრიკაში ინგლისელებსა

და ბურებს შორის ომის პერიოდში (1899_1902) შექმნა ბრიტანელმა ლორდმა ჰორაციო კიტჩენერმა ბურების ოჯახებისთვის. ინგლისელთა მხედართმთავარ კიტჩენერის ბრძანებით, ჯარისკაცები ანადგურებდნენ ბურების ფერმებს, თვითონ ბურებს კი ათავსებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც, თვით ინგლისელთა თქმით, საშინელი პირობები იყო. ბურების წინააღმდეგობის გასატეხად კი ინგლისელები იყენებდნენ მსკდომ ტყვიებს _ დუმ-დუმს, რომელიც ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით. სულ კი საკონცენტრაციო

ბანაკებში ინგლისელებმა 200 ათასი ადამიანი გამოამწყვდიეს _ ბურების რესპუბლიკის თეთრკანიანი მოსახლეობის ნახევარი. მათგან შიმშილით დაიღუპა 26 ათასი, უმეტესობა _ ბავშვი. ამის შემდეგ

ინგლისელებმა მსოფლიოში შექმნეს “მსოფლიო წესრიგი” _ საკონცენტრაციო ბანაკებსა და ციხეების ქსელი, რომლებშიც ათავსებდნენ ყველას, ვინც კი წინააღმდეგობას გაუწევდა.

დარტყმა მოკავშირეების ზურგში

პირველ მსოფლიო ომში ინგლისმა სამხედრო ბლოკი შექმნა საფრანგეთთან და რუსეთთან და ასე შეეცადა ძირითადი კონკურენტის _ გერმანიის დამარცხებას, მოკავშირეების _ საფრანგეთისა და რუსეთის

დასუსტებას და კოლონიების შენარჩუნებას.

როცა რუსეთში მოხდა ოქტომბრისრევოლუცია და ხელისუფლებაბოლშევიკების ხელში გადავიდა,

ინგლისიშეეცადა, არ დაეშვა რუსეთის გასვლაომიდან. თავდაპირველადთანამშრომლობდა რუსეთის

ახალხელისუფლებასთან, 1918 წელს კილონდონში გამართულ ანტანტისსამხედრო კონფერენციაზე გადაწყდარუსეთში

ინტერვენცია. 1919 წლის თებერვალში რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ინგლისის სამხედრო

შენაერთი 44,6 ათასი კაცის შემადგენლობით. ამასთანავე, ინგლისმა 60 მლნ გირვანქა სტერლინგით

დააფინანსა კოლჩაკის თეთრგვარდიელთა 200 000-იანი არმია საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნისასარხანგელსკში, მურმანსკში, ვლადივოსტოკსა და სხვა

ქალაქებშიინგლისელთა მიერ ჩადენილდანაშაულებზე უამრავი წიგნი დაიწერა. იქ, სადაც ისინი იყვნენ,

მეფობდა უკანონობა _ მკვლელობა, გაუპატიურება, წამება, ძარცვა. და ასე ექცეოდნენ ისინი

ყოფილმოკავშირეს.

არის მოკავშირეთა მიმართ ინგლისელთა მზაკვრობის სხვა მაგალითებიც:

* 1940 წლის 3 ივლისს საფრანგეთის ფლოტის სადგომებზე ორანსა და მარსელ-ელ-კებირეში ბრიტანეთის ესკადრამ, ადმირალ სომერვილის ხელმძღვანელობით, 1400 ფრანგი მეზღვაური, მოკავშირის ფლოტის წარმომადგენელი დახვრიტა იმის შიშით, რომ ახალი პოლიტიკური გარემოებების გამო შეიძლებოდა ისინი საფრანგეთის ვიშის მთავრობის მხარეს გადასულიყვნენ. ეს იყო ფრანგი მეზღვაურების სასაკლაო. ზურგში დარტყმის საპასუხოდ საფრანგეთის მთავრობამ, რომელმაც თავი შეიკავა ინგლისისთვის ომის

გამოცხადებისგან, მასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

*1944 წლის დეკემბერში საბერძნეთის განმათავისუფლებელი არმიის ანტიფაშისტი მებრძოლები, რომლებიც ხელში ჩაუვარდნენ ბრიტანელებს, შეუბრალებლად დახვრიტეს მხოლოდ იმის გამო, რომ სოციალისტური ორიენტაციისა იყვნენ.

ან როგორ უნდა შეფასდეს უინსტონჩერჩილის მიერ 1946 წლის 5 მარტსფულტონში (მისურის შტატი,

აშშ) წარმოთქმული სიტყვა, რომელმაც სათავედაუდო დასავლეთის ქვეყნების ცივ ომსყოფილი

მოკავშირის _ სსრკ–ისწინააღმდეგ? ჩერჩილმა თავის გამოსვლაში მოუწოდა ე.წ. დასავლურ დემოკრატიას, გაერთიანებულიყო სსრკ-ის წინააღმდეგ და შეექმნა “ინგლისურად მოლაპარაკე ხალხების ძმური

ასოციაცია” საბჭოთა კავშირთან დასაპირისპირებლად. სწორედ ფულტონში გამოიყენა ჩერჩილმა ტერმინი “რკინის ფარდა”, რომელიც დაეშვა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის.

მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებელი

XX საუკუნის 30-იან წლებში ინგლისის პოლიტიკამ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღება გამოიწვია.

1938 წლის 29 სექტემბერს მიუნხენში გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს ჰიტლერელთა მიერ შეთავაზებულ დოკუმენტებს ჩეხოსლოვაკიის გაყოფის

შესახებ.

ამ დოკუმენტის მიხედვით, გერმანიას ერთი კვირის ვადაში უნდა გადასცემოდა სუდეტის ოლქი და ამ ოლქის მოსაზღვრე რაიონები. ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებისწარმომადგენლები მიუნხენში მხოლოდგანაჩენის მოსასმენად

გამოიძახეს. მიზეზი, რომლის გამოც დათანხმდნენინგლისის მმართველები, ფაშისტურიგერმანიისთვის

გადაეცათ ჩეხოსლოვაკია, იყო ჰიტლერის დაპირება, რომ ინგლისსთავს არ დაესხმოდა. ეს

ყველაფერიჩაწერილია ინგლის–გერმანიისდეკლარაციაში, რომელსაც ხელს აწერსდიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.

ჰიტლერელებს, დასავლეთის ლოცვა-კურთხევით, როგორც ეს წარმოდგენილი ჰქონდათ ლონდონში,

მშვიდად შეეძლოთ, დაეწყოთ შეტევა აღმოსავლეთის მიმართულებით _ სსრკ-ზე.

მიუნხენიდან წასვლის წინ დიდიბრიტანეთის იმჟამინდელიპრემიერმინისტრი ნევილ ჩემბერლენიკიდევ

ერთხელ შეხვდა ადოლფ ჰიტლერს. გაუხსნა რა გზა აღმოსავლეთისკენჰიტლერს, ჩემბერლენმა განაცხადა: “საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელადთქვენ საკმარისი რაოდენობისთვითმფრინავი გყავთ, მით უმეტეს,

რომუკვე აღარ არის ჩეხოსლოვაკიისაეროდრომებზე საბჭოთათვითმფრინავების ბაზირების საფრთხე”.

“მიუნხენის შეთანხმება, _ წერენ ინგლისელი ისტორიკოსები რიდი და ფიშერი, _ სიმბოლოა ახლომხედველობის, ცბიერებისა და ღალატის… გერმანელების მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკია

გადაიქცა აღმოსავლეთისკენ, საბჭოთა კავშირის გულისკენ მიმართულ მახვილად”.

1939 წლის 12 იანვარს კი ჩემბერლენი რომში შეხვდა იტალიის ფაშისტ დიქტატორ დუჩემუსოლინის და ურჩია მას, მხარი დაეჭია “გერმანელთა დარტყმისთვის სსრკ-ზე”.

1939 წლის დეკემბერში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა გალიფაქსმა

დანიელი მეწარმე პლეს-შმიდტის მეშვეობით ბერლინს აცნობა გერმანიასთან მოლაპარაკების ინგლის-საფრანგეთის პირობები: ჰიტლერელთაბატონობის შენარჩუნება ავსტრიაში, ჩეხოსლოვაკიასა და

პოლონეთისდასავლეთ ნაწილში; პირველი მსოფლიოომის შედეგად დაკარგული

კოლონიებისდაბრუნება გერმანიისთვის; ანტისაბჭოთაბლოკის შექმნა ინგლისის, საფრანგეთის,

გერმანიის, იტალიისა და ესპანეთისშემადგენლობით.

1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტები თავს დაესხნენ პოლონეთს. 3 სექტემბერს, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, რომლებიცპოლონეთს უსაფრთხოების

გარანტიებსჰპირდებოდნენ, ომი გამოუცხადესგერმანიას, მაგრამ სამხედრომოქმედებები არ დაუწყიათ.

ბრიტანეთმადა საფრანგეთმა გაწირეს პოლონეთიიმისთვის, რომ ფაშისტურ გერმანიასმოსახერხებელი

პოზიციები დაეკავებინასაბჭოთა კავშირის დასავლეთსაზღვართან. არადა, ინგლისსა დასაფრანგეთს

თავისუფლად შეეძლოთპოლონეთის დახმარება: პოლონეთშიფაშისტების შეჭრის მომენტში

გერმანიამთავისი დასავლეთის საზღვრებისდასაცავად იქ 23 დივიზია დატოვა, პოლონეთის

მოკავშირეებს _ საფრანგეთსადა ინგლისს _ კი იქ 110 დივიზია ჰყავდათ.და სამოკავშირეო

ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, პოლონეთის გაწირვის ხარჯზე მათ მოახერხეს, ფაშისტური გერმანიისთვის ებიძგათ საბჭოთა კავშირში შეჭრილიყო.

ჰიტლერმა 1940 წლის გაზაფხულზე ომი (“უცნაური ომი”) წამოიწყო ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ და ერთ დღე-ღამეში დაიპყრო (9 აპრილს) დანია, ორ თვეში (9 აპრილი _ 10 ივნისი) ნორვეგია, 5 დღეში (10-14 მაისი) ჰოლანდია, 19 დღეში (10-28 მაისი) ბელგია, 44 დღეში (10 მაისი _ 22 ივნისი) კი კაპიტულაცია აიძულა საფრანგეთს.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1943 წლის დეკემბერში ინგლისელი მფრინავი ლიდელ ჰარტი თავის საიდუმლო მოხსენებაში აფრთხილებდა ინგლისის ხელმძღვანელობას საბჭოთა არმიის ძლიერებაზე, რომ ამ არმიას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა ვერც ერთი ევროპული ქვეყნის ჯარი, ამიტომ საჭირო იყო სეპარატისტული ზავის დადება ფაშისტურ გერმანიასთან, რათა “დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს ერთობლივად გაეწიათ წინააღმდეგობა რუსეთის მისწრაფებებისთვის ომის შემდგომ”.

გერმანელები შეუთანხმდნენ დასავლურ სახელმწიფოებს, დაშალეს დასავლეთის ფრონტი, დიდი წინააღმდეგობა არ გაუწიეს ნორმანდიაში დასავლეთის ჯარების გადასხმას და უზრუნველყვეს

მოკავშირეების სწრაფი წინსვლა საფრანგეთის გავლით გერმანიაში, ფრონტის ხაზზე, სადაც საბჭოთა ჯარები შეჩერდნენ.

1945 წლის მაისში კი ჩერჩილმა გასცასაიდუმლო ბრძანება, მოემზადებინათსსრკ–ის განადგურების გეგმა, რომლისმიხედვით, გერმანელი ფაშისტებისნარჩენებთან ერთად ინგლისის 500-ათასიან არმიას 1945 წლის 1 ივლისს უნდადაერტყა გერმანიაში დისლოცირებულისაბჭოთა არმიის

ქვედანაყოფებისთვის, მაგრამ სტალინის ბრძანებით, საბჭოთაჯარებმა უფრო მოსახერხებელი

პოზიციებიდაიკავეს და ჩერჩილის გეგმა ჩაიფუშა.

კვლავ Drang nach osten _ ბრიტანელთამისწრაფებები დღესაც არ შეცვლილა

რუსეთის განადგურების გეგმაზე ინგლისსა და აშშ-ს, რა თქმა უნდა, ხელი არ აუღიათ. 1991 წლის

ნოემბერში, ჰიუსტონში (აშშ) სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა განაცხადა: “მსოფლიოს თანამეგობრობის შეფასებით,

ეკონომიკურად მიზანშეწონილია, რომრუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდეს 15 მლნ ადამიანი”. როგორ

ახლოსაა ეს ფრაზა ჰიტლერის ზრახვებთან? ფიურერის მიერშემუშავებული გეგმით (Drang nach osten _ “შეტევა აღმოსავლეთზე”), 25_30 წლისგანმავლობაში 120_140 მლნ ადამიანი უნდაგანადგურებულიყო პოლონეთსა დასაბჭოთა

კავშირში, დანარჩენი კი გაეგერმანელებინათ და ურალს იქით გადაესახლებინათ. ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთის წინა პრემიერმინისტრები, აწ უკვე ყოფილი პრემიერი დევიდ კემერონიც მოუწოდებდა

რუსეთის განადგურებისკენ (იხ. 2014 წლის 20 ივლისის გაზეთი Sunday Times-ი), შედეგად დაიწყო რუსოფობიური ისტერიის ახალი ეტაპი, რომლის მიზანიც ევროპის ჩათრევაა ახალ ომში რუსეთის

წინააღმდეგ.

ინგლისის პოლიტიკის კრედო გამოიხატება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერმინისტრის _ ჰენრი პალმერსტონის სიტყვებით, რომლებიც მან 1858 წლის 1 მარტს თემთა

პალატაში გამოსვლისას წარმოთქვა:

“ჩვენ არ გვყავს მუდმივი მოკავშირეები და მუდმივი მტრები; მუდმივია მხოლოდ ჩვენი ინტერესები.

ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს ინტერესები”.

საქართველოს, უფრო ზუსტად, საქართველოს ხელისუფლებისა და ანტიქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთის ეს ინტერესები კი არის ის, რომ შიშში

ამყოფოს საკუთარი ხალხი, ხოლო სხვა ხალხები ძარცვოს და გაანადგუროს.
ნიკა კორინთელი.
geworld.ge