“ქუთაისს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს”

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული გაზგასამართი სადგურის შესახებ, რომელსაც მოსახლეობა აპროტესტებდა, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ, მილდენ ბერგერმა განაჩენი ბიზნესმენ, ზურაბ ფილიპიას სასარგებლოდ გამოიტანა.  ადგილობრივები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.  მათი თქმით, მოსამართლემ ქუთაისს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ისინი დასახლებული პუნქტის სიახლოვეს, გაზგასამართი სადგურის ფუნქციონირებას სიცოცხლისთვის სახიფათოდ მიიჩნევენ.

“ქუთაისს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სასამართლო აშკარა ზეწოლის ქვეშაა. გადაწყვეტილების გამოცხადებას მხოლოდ მოსარჩელე მხარე დაესწრო. მერიისა და ზურაბ ფილიპიას წარმომადგენელი სასამართლოზე არ გამოცხადდნენ. ალბათ, არ აინტერესებთ გადაწყვეტილება. ეჭვი გვაქვს, რომ მათთვის ისედაც ცნობილი იყო განაჩენი. ეს უკანონო ბიზნესის ხელშეწყობაა,  რომელიც ამომრჩეველს სამარეს უთხრის. 2015 წელს ზურაბ ფილიპიამ უკანონოდ შემოიტანა გაზის 10 ცისტერნა, მათგან ერთი აფეთქდა. მაშინ  სასწაულებრივად  გადავრჩით, დღესაც იგივე საშიშროების წინაშე ვართ”, – ამბობს ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებელი, დალი ბარაბაძე.

ქუთაისის მერიაში, დალი ბარაბაძის ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ  მერიის წარმომადგენელი ყველა პროცესს ესწრებოდა.

შეგახსენებთ, ზურაბ ფილიპიას კუთვნილ ტერიტორიაზე აღიშნული მშენებლობის შესახებ, ნებართა 2016 წლის 23 დეკემბერს მიეცა.

http://imereti.news