ქოცებსა და ნაცებს შორის არანაირი იდეოლოგიური სხვაობა რომ არ არსებობს, ცხადია. ერთიც აგრესიული ნეოლიბერალური იდეოლოგიის აპოლოგეტია და მეორეც; იდეოლოგიისა, რომელიც ყბადაღებული ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვის კამუფლაჟით იმთავითვე გამორიცხავს ყოველგვარი ეროვნულის, პატრიოტულის, მართლმადიდებლურის პრიმატს ქვეყნის ცხოვრებაში, ანუ ყველაფერ იმას, რაზეც აღმოცენდა და განვითარდა ქართველი ერის სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობა, კულტურა, ოჯახის ინსტიტუტი და ა.შ. ბიძინა ივანიშვილი, ერთი მხრივ, სამების ამშენებლად ითვლება და, მეორე მხრივ, დასავლელი “მეგობრების რეკომენდაციებიდან” გამომდინარე, მაგიდაზე მუშტების ბრახუნით თავის ჯიბის პარლამენტს აღებინებს ეკლესიის საწინააღმდეგო კანონს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის სახით, რომელმაც უკვე მოიტანა პირველი “დადებითი შედეგები”: პედერასტები, მეძავები, ნარკომანები თუ “ბარიგები” საპროტესტო აქციებს მართავენ; ლამის დანგრევის პირას არის ტრადიციული ქართული ოჯახის ინსტიტუტი _ ცოლი ქმარს უჩივის პატრულში, შვილი _ მშობელს და პირიქით; პრაქტიკულად დანგრეულია განათლების სისტემა _ ე.წ. საჯარო სკოლების მოსწავლეების უმრავლესობა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტობა დაცლილია ეროვნულისგან, პატრიოტულისგან.
თუ წინა მოწვევის პარლამენტში ეროვნულ-პატრიოტულად მოაზროვნე დეპუტატები, მართალია, ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ ყოველივე ზემოთქმულის მიმართ საპროტესტო ხმები ასე თუ ისე მაინც ისმოდა, იმავეს ვერ იტყვი 2016 წლის მოწვევის პარლამენტზე _ საპარლამენტო ხელისუფლება მტკიცედ უპყრიათ ხელთ ნაცებთან აშკარა ალიანსში მყოფ უბიოგრაფიო ლიბერასტ ლაწირაკებს _ კობახიძეებს, თალაკვაძეებს, მდინარაძეებს.
მოკლედ და ხატოვნად თუ ვიტყვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა იდეოლოგიურად ერთნაირსქესიანი ქოცებისა და ნაცების პოლიტიკური ქორწინება და ახლა ბიძინას ქოცები, მიშას ნაცები და ბოკერიას ე.წ. ევროპული საქართველო შეხმატკბილებულად ეწევიანსაქართველოს ლიბერასტიზაციას, ანუ ქართული მენტალიტეტის, თვითმყოფადობის, ეროვნული იდენტობის ნგრევას.
წინამდებე წერილის შესავლის შინაარსის მოკლედ გადმოცემას თუ შევეცდებით, გამოდის, რომ “ქართული ოცნება” სულაც არ ყოფილა ქართველთა ოცნება… ეს, არც ისე მოკლე შესავალი იმად დამჭირდა, რომ ქართველ საზოგადოებას შევახსენო, საზოგადოდ რა ნეხვშიც ვზივართ. ახლა კონკრეტულად წინამდებარე სტატიის შექმნის მთავარ მიზეზ-საბაბზე: გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, ანუ, სოხუმ-ცხინვალის დაკარგვიდან დღემდე, ჩვენს “მეგობარ” გაეროს, ევროკავშირსა თუ ევროსაბჭოს, “სტრატეგიულ მოკავშირე” აშშ-ს, დასავლეთის მრავალ სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი არაერთი (ზუსტი ციფრის დასახელება, ალბათ, მათემატიკოსებსაც გაუჭირდებათ) რეზოლუცია მიუღიათ, რომელთა აფიშირებით ყველა ხელისუფლება ქართველი საზოგადოების “დაბოლებას” ცდილობდა. რეზოლუციებით, რომლებსაც რეალურად იმ ქაღალდის ფასიც კი არ ჰქონდათ, რომელზეც ეს რეზოლუციები იბეჭდებოდა და, აქედან გამომდინარე, აშშ-ის კონგრესის, გაეროს, ევროკავშირის და ა.შ. მიღებული რეზოლუციების რაოდენობის პარალელურად და პირდაპირპროპორციულად საქართველო შაგრენის ტყავივით პატარავდებოდა. აგერ, სულ ახლახან, ხსენებულმა ჩვენმა “მეგობრებმა” ერთმანეთის მიყოლებით მიიღეს მსგავსი რეზოლუციები, რომელთა შორის ყველაზე მთავარს, აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ რეზოლუციას, ქოც-ნაცების ხელისუფლებამ უკვე უწოდა ისტორიული. ამ დოკუმენტით ისე “შეშინდნენ” რუსები, რომ, რაღა დროს მცოცავი ოკუპაციააო, და ისეთი ისკუპეს, რომ კონფლიქტის ზონაში არსებულ სოფელ კოდაში ერთბაშად სამი კოლომეტრით გადმოწიეს მავთულხლართები.
ქოც–ნაცების უტიფრობას, ცინიზმს, ეტყობა, მართლა არ აქვს საზღვარი, რადგან ამ “ისტორიული მნიშვნელობის” დოკუმენტით გულმოცემულები ახალი ძალით აყიყინდნენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი და არაფერს ამბობენაშშ–ის ორპარტიული რეზოლუციის მიღების პარალელურად მიმდინარე პროცესებზე ევროპასა თუ ამერიკაში. რომელ ევროკავშირში შესვლას გვპირდებიან ქოც-ნაცები? იმ ევროკავშირში ხომ არა, რომლის დაშლაც იქიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ მხოლოდ დროის ამბავია? ეროკავშირი უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისში რომ არის, ამას ბრიუსელში ახლახან გამართული ევროკავშირის სამიტიც მოწმობს; სამიტი, რომლზეც, პრაქტიკულად, ვერაფერზე შეთანხმდნენ, რადგან 1951 წელს 6 სახელმწიფოს მიერ (ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია) მხოლოდ ეკონომიკური მოსაზრებების გამო შექმნილი ევროკავშირი, რომელსაც თავდაპირველად ქვანახშირისა და ფოლადის მწარმოებელთა გაერთიანება ერქვა, გაფართოების შემდეგ ნელ-ნელა ევროპის მმართველ პოლიტიკურ ბიუროკრატიად იქცა. ბიუროკრატიად, რომლის გადარჩენასაც ანგელა მერკელი ცდილობს და, ავტორიტეტულ კომენტატორთა აზრით, ზემოთ ხსენებული ევროსამიტი სწორედ ევრობიუროკრატიის გადარჩენის უშედეგო მცდელობა იყო. უშედეგო იყო, რადგან მასში შემავალი ქვეყნების ნაწილი, დიდი ხანია, მიხვდნენ, რომ მმართველი ბიუროკრატიის ერთადერთი გადარჩენის გზა არის აღვირახსნილი რუსოფობია, რუსეთისგან მტრის ხატის შექმნა. მიმომხილველთა აზრით, ამიტომაც არის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნებში ერთმანეთის მიყოლებით იმარჯვებენ ე.წ. ევროსკეპტიკოსები და შორს აღარ არის დრო, როდესაც ის ევროკავშირი, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის, მარტივ მამრავლებად დაიშლება…
დავით მხეიძე. გაზეთი საქართველო და მსოფლიო.