ახლა იმასაც ამბობენ, აზერბაიჯანში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი თავის კოლეგას საზღვრის დადგენაზე შეუთანხმდაო. ეს მაშინ, როცა აზერბაიჯანი საზღვრის ხაზების გავლების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან სადავოდ დავითგარეჯის სამონატრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიასა და ჩიჩხიტურის კოშკს მიიჩნევდა და მათ დათმობას არ აპირებდა. საზღვრის დემარკაცია თუ მართლა მოხდება და თანაც ისე, რომ გარკვეულ ტერიტორიას დავთმობთ, ეს მარტივ ენაზე ღალატი იქნება, ოფიციალურ ენაზე კი _ სახელმწიფოსა და ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული… ჩვენი პრეზიდენტი იყო აზერბაიჯანში და ალიევთან შეთანხმდნენ საზღვრის დემილიტაციაზე. ოფიციალური საზღვარი დადგინდება და იმის მერე აზერბაიჯანი და საქართველო გააგრძელებენ მეგობრობას. როგორ ფიქრობთ საზღვარი თუ დაკანონდა რაიმე მონაკვეთი ალიევი აქეთ დაგვიტოვებს დავითგარეჯს. თუ საზღვარი გაივლის დავითგარეჯი გაღმა დარჩება და ეს კი უკვე ოკუპაციაა. დათმობა ყველა ვარიანტში ჩვენ მხარეს მოუწევს შეეშინდებათ თითი არ დაუქნიონ და ეტყვიან რაზეა ლაპარაკი. რატომ გგონიათ რომ ალიევი დათმობს? ან რატომ გგონიათ, რომ სალომე ამას არიზამს საქართველოს მოქალაქეა? ლეგიტიმური პრეზიდენტია? ხომ ყველამ ვიცით როგორც გავიდა ( არჩევნებში). ჩრდილოეთთან არმიდის დიალოგზე სანამ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენო და აღმოსავლეთში თუ საზღვარი დადგება არიქნება ეს ჩუქება? ქართველები ტირიან და მწვანე ტრაფარეტებით აჭრელებენ პირად გვერდებს, მაგრამ ავიწყდებათ დავითგარეჯი საქართველოა. ხალხს თუ პატრიოტიზმი შერჩა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს რა დემილიტაციაზე იყო საუბარი და სად უნდა გაივლოს საზღვარი. არამგონია ქართველები შეეგუონ დავითგარეჯის საბოლოო დაკარგვას. საპატრიარქომ არიცის რომ მართლმადიდებლური ტაძარი საქართველისია? რატომ არ ინტერესდებიან სად იქნება ისეთი საზღვარი რომ პრეტენზია არცეთ ქვეყანას არ ქონდეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის დროს ბაქოში, განაცხადა თანხმობა საზღვრის დემილიტაციაზე. ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას, რადგან ამ დრომდე, საზღვრის დემილიტაციის პროცესის ერთადერთი შემაფერხებელი იყოს სწორედ ის, რომ აზერბაიჯანული მხარე აცხადებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს უდაბნოს სრულ ტერიტორიაზე. ხოლო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ ქართული მხარე დათანხმდა აზერბაიჯანული მხარის პირობებს.
„თავისუფალი საქართველო“ თვლის, რომ ეს არის ქვეყნის ღალატი, არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული იყოს კულუარული პროცესების შემდეგ და რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ამ გადაწყვეტილების მიმრები პირი. ადამიანი, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ვერ ბედავს პოზიციის გამოხატვას, ბუნებრივია ვერ იქნება ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის ერთპიროვნულად გადამწვეყი პირი. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილებები მიღებული არის გარკვეული კულუარული პროცესების შედეგად და ახლა მთავრობა გეგმავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელით გააკეთოს და მისი პასუხის მგებლობის საგნად აქციოს, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება“, – განაცხადათენგიზ ომანიძემ.
alia.ge. infonevs.ge. სოციალურ ქსელში, აზებაიჯანულენოვან “ფეისბუქ-გვერდიზე” ulu borcali“, რამდენიმე დღის წინ სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა და მას ახლაც ბევრი მკითხველი ჰყავს.
გვერდის ადმინისტრატორები ავრცელებენ ინფორმაციებს, თითქოსდა, ისტორიული ქვემო ქართლის ნამდვილი სახელწოდება ბორჩალოა. იმავე გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დმანისი – ბაშკაშიდია, მარნეული – სარვანი, გარდაბანი – ქარაიაზი, ბოლნისი – ჩორუკ კამარლი, წალკა – ბამაქსიზი, თეთრიწყარო – აღბულაქი.
ვის ინტერესებში შედის ან რა დატვირთვა აქვს ამ ტიპის ინფორმაციების გავრცელებას, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ქართული მხარე ვალდებულია დაინტერესდეს, რას და ვის ინტერესებს ემსახურება მსგავსი ტიპის ინფორმაციების გავრცელება.
არ არის გამორიცხული, რომ ამ გვერდის მმართველები აზერბაიჯანელი “ნაციონალისტები“ იყვნენ. თუმცა, ასევე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა ბევრისთვის მიუღებელია და ამ ურთიერთობას ბევრი მტერი ჰყავს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი და მთავარი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთია. ყველა შემთხვევაში, ქართული მხარე უნდა დაინტერესდეს ამ ფაქტით და შესაბამისი რეაგირებაც მოითხოვოს.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 31 ივლისს ბაქოში შედგა საფეხბურთო მატჩი ბაქოს “ნეფთჩსა“ და საჩხერის “ჩიხურას“ შორის. თამაში UEFA-ს ეგიდით ტარდებოდა და ორივე გუნდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. საჩხერელ ფეხბურთელებს ქართველი გულშემატკივარიც სოლიდური რაოდენობით ახლდა ბაქოში. უმეტესი ნაწილი ფან-კლუბ “ქომაგები“-დან იყვნენ. მატჩის მიმდინარეობისას, ქართველმა ქომაგებმა სტადიონზე ბანერი გადმოკიდეს, სადაც რუკაზე გარკვევით ჩანდა ისტორიული ჰერეთი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში იყო მოქცეული. ამ ფაქტს ხმაური მოჰყვა და ქართულ საზოგადოებას ეს ინციდენტი კარგად ახსოვს.
მაშინ აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებას ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ისინი ასევე მოითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს ფაქტი ოფიცალურ დონეზე დაეგმო.
მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა აღნიშნულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ეს მხოლოდ ერთეული გამოვლინება იყო, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ზიანს ვერ მიაყენებდა.
აღსანიშნავია ისიც, 2015 წლის ევროპის ოლიმპიადაზე, რომელიც ბაქოში გაიმართა, ქართველ მონაწილეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები განსაკუთრებულია და ამას ისტორიული გამოცდილებაც ამყარებს.
ცხადია ისიც, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციები ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, თუმცა აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირება, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან, მნიშვნელოვანი და საჭიროა.
წყარო 2020news.ge.
საქართველო აცნობიერებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მონასტრის ზონას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, იურიდიული თვალსაზრისით, აზერბაიჯანს უფრო მეტი უფლება აქვს დავითგარეჯაზე, ვიდრე საქართველოს. ორ ქვეყანას შორის საზღვრის გარკვევა ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მწვავე დავა არასდროს ყოფილა, მათ შორის, ტერიტიორიულ საკითხებზეც, გარდა ქეშიშ-დაღის მონაკვეთისა, რომელსაც საქართველოში დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს უწოდებენ. საქართველო დაეთანხმება იმას, რომ დავითგარეჯის მიმართ აზერბაიჯანს უფრო მეტი მორალურ-იურიდიული უფლებები აქვს. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის კომპლექსის მიმდებარე ზონა სტრატეგიულ სიმაღლეებად ითვლება და, აქედან გამომდინარე, უარს ვერ ვიტყვით მის მფლობელობაზე. ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას ქართულ ან სომხურ მიწებზე, მაგრამ საკუთარს არავის დავუთმობთ. ვფიქრობ, საქართველო და აზერბაიჯანი შეძლებენ კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევას და 2017 წელს დაგეგმილი მოლაპარაკება დადებით შედეგებს მოგვცემს”.
იმას, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები შარშან უნდა გამართულიყო, ქართული მხარეც არ მალავდა, მაგრამ, ოფიციალური მონაცემებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე შეთანხმება არ შემდგარა, არა ოფიციალურად კი საქართველო ერიდება საკითხის კატეგორიულად დაყენებას, რადგან აზერბაიჯანზე ფინანსურად და ეკონომიკურად მეტად დამოკიდებული გახდა. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, დავით გარეჯის დაარსების ისტორიას შეგახსენებთ: კომპლექსი VI საუკუნის I ნახევარში ერთ–ერთი ასურელი მამის, დავითის, მიერ დაარსდა. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მივიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით…
რა გამოდის? მონასტერი, რომელსაც საფუძველი 1500 წლის წინათ ჩაეყარა, თურმე იმ სახელმწიფოს კუთვნილებაა, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზესაუკუნოვან არსებობას იზეიმებს. და ამ ყველაფერს კი არ ვაპროტესტებთ, არამედ წითელ კვერცხებს ვუგორებთ აზერბაიჯანს, შემთხვევით მეზობელი რომ არ გავაბრაზოთ, ბუნებრივი აირის გარეშე არდავრჩეთ. და ეს ისტორიული სიწმინდის ხარჯზე ხდება. ჰო, სიწმინდის, რადგან დავითგარეჯაში წმინდა მამები მსახურობდნენ და მონასტერი საზღვარზე მტრისთვის ერთ–ერთ ბასტიონად იდგა.
ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის გაიმართება მოლაპარაკებები საზღვარზე, მაგრამ ფაქტია, რომ აზერბაიჯანი სამონასტრო კომპლექსისა და მიწის საკმაოდ დიდი ფართობის წართმევას გვიპირებს. სწორედ რომ წართმევას, რადგან მათივე სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, გარეჯზე აზერბაიჯანს არც მორალური უფლება აქვს და არც იურიდიული, და ისე ნუ ვიზამთ, ეს უფლება ჩვენი ხელით მივართვათ.
ბესო ბარბაქაძე.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო 2018 წელი.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.