არ არის გამორიცხული დეკანოზ მამალაძის ინსულტი ხელოვნურად გამოეწვიათ – ადვოკატი.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზის ინსულტი ხელოვნურად გამოეწვიათ. ამასთან, რამიშვილი ამბობს, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ თუკი მამა გიორგი მამალაძე საპატიმროში დარჩება, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს.

„თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს კითხვის ნიშნები რადგანაც არსებობს, სხვა პირობებში უნდა იყოს იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება, ყველაფერი ეს ფატალურ შედეგამდე მივიდეს. მიუხედავად ამისა, მოგეხსენებათ, როგორ იძულებით, მოტაცებით გადმოიყვანეს კლინიკიდან მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში და მათი მხრიდან იყო იმის ახსნა, რომ თურმე, სახელმწიფოს არ გააჩნია იმხელა შემოსავალი ბიუჯეტში, რომ აღნიშნული მდგომაროება ყოფილიყო სამოქალაქო სექტორში, ანუ საავადმყოფოში.

რეკომენდაცია უკვე სავალდებულოა მათთვის, რომ კეთილი, ინებონ და მამა გიორგის ყველანაირი პირობა შეუქმნან და გადაიყვანონ ქალაქში, რომელიმე კლინიკაში. თავიდანვე ვაცხადებდი, რომ ეს ჩემთვის დიდი კითხვის ნიშანის ქვეშ არის, რამდენად ბუნებრივი იყო ინსულტი. ყველაფერი შესაძლებელია, მე დასაბუთებული ვარაუდი მაქვს, არ ვამტკიცებ, მაგრამ დასაშვები და შესაძლებელია,“ – განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
ნიუპოსტი.
alia.ge.