რაც უფრო დავაგვიანებთ გამოფხიზლებას, მით უფრო გაგვიჭირდება თვითგადარჩენა…“

დრამატურგი, პროექტის „გააგრძელე  საქართველოს ისტორია”ავტორი,  წამყვანი და თანარეჟისორი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„სულერთიობა…
ქართველები წამყრუებლები გავხდით, სულერთიები, ფეისბუქმამაცები, ოღონდ ზოგჯერ ანტილიბერასტული სტატუსის მოწონებაც კი გვაშინებს. ამ წაყრუება სულერთიობაზე კი იმდენ თავის სამართლებელ მიზეზს ვეძებთ, რომ მართლის მთქმელების და მოქმედი ადამიანების ჩაწიხვლასაც არ ვერიდებით. ოღონდაც ჩვენ არ შეგვეხოს სასიკვდილოდ განწირული სამშობლოს პრობლემები, ოღონდაც ცრუ მართლები ვიყოთ და ყველაფერს ვკადრულობთ. ეს იმის ბრალიცაა, რომ ჩვენზე მაინც მოქმედებს ის პროპაგანდა, რომელიც გვიკიჟინებს, რომ ქართველობა სიბნელეა და პატრიოტობა ჩამორჩენილობა. ამიტომ პატრიოტთან ვპატრიოტობთ, ხოლო ლიბერასტთან პირწავარდნილი პრადვინუტები ვხდებით. ორპირები გავხდით, ცრუები, შვილების დაღუპვაზე გამჩუმებლები და თან ღმერთის იმედი გვაქვს ასეთებს რადგან სახარება ვიცით, ხოლო საქართველო არა. მისი სამსახური კი ზოგჯერ სულის დამძიმებადაც მიგვაჩნია. ერთგვარ კოსმოპოლიტ მართლმადიდებლებად ვიქეცით. ქონებით და სოციალური სტატუსით ვყელყელაობთ, ვმეშჩანობთ, საკუთარი ღობის შიგნით ვიწყობთ ცხოვრებას და ღობის გადაღმა საქართველო სხვისი გვგონია. მტრები კი წარმატებით ეპატრონებიან ჩვენგანვე სხვისად მიჩნეულ ქვეყანას და მალე იმ რუდუნებით აშენებულ ღობეებსაც შემოგვიმტვრევენ ციხესიმაგრეებად, რომ გვესახება დღეს…

რაც უფრო დავაგვიანებთ გამოფხიზლებას მით უფრო გაგვიჭირდება თვითგადარჩენა. არადა სულერთიობით და წაყრუებით დათესილს მალე მოვიმკით…“
alia.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.