ერდორანი – ტრამპს: „გოლონის მაღლობების ოკუპაციის ლეგიტიმაციას ვერ დავუშვებთ“.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასეხმიანება, რომლის თანახმად, ვაშინგტონი გოლანის მაღლობების ისრაელის ტერიტორიად აღიარებას გეგმავს.

„ტრამპის განცხადება რეგიონში ახალი კრიზისის საფრთხეს ქმნის. გოლონის მაღლობების ოკუპაციის ლეგიტიმაციას ვერ დავუშვებთ”, – განაცხადა ერდორანმა.

ცნობისთვის: ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი სადავო ტერიტორია –გოლანის მაღლობები 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელმა დაიკავა. მანამდე, ლევანტის რეგიონში არსებული გოლანის მაღლობები სირიის პროვინცია კუნეიტრის შემადგენლობაში შედიოდა. გოლანის მაღლობებს სირიაც და ისრაელიც საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევენ. 
accent.com.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.