როგორ განვითარდება ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ურთიერთობა

გასული კვირა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა, ამიტომ მედიამ და საზოგადოებამ ნაკლები ყურადღება დაუთმო განსხვავებულ მოსაზრებებს ირაკლი სესიაშვილის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე,  მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული ცვლილება მღვდელმსახურებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების უფლებას აუქმებს.

მისი მთავარი მიზანი, სავარაუდოდ, იმ იურიდიული “ხვრელის” ამოვსებაა, რომელიც თავის დროზე “

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტმა შექმნა: “წვევამდელს სამხედრო სამსახურშიგაწვევა გადაუვადდება, თუ…

არისმღვდელმსახური ან

სწავლობს სასულიეროსასწავლებელში”. როგოც ცნობილია, 2017 წლის მარტში “გირჩის” წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური,

პროტესტანტული ეკლესია _ ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც მსურველებს მღვდელმსახურის წოდებას ანიჭებს და სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობას აძლევს. ცხადია, რომ ამ პრაქტიკის კავშირი რელიგიასთან ფრიად პირობითია, თუმცა ფორმალურად, იურიდიული თვალსაზრისით ყველაფერი კანონის ფარგლებშია. “გირჩის” მიერ შექმნილი შესაძლებლობით ბევრმა ახალგაზრდამ ისარგებლა.

ამასთანავე, არსებობს კონკორდატი _ საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომლის მეოთხე მუხლის პირველ პუნქტში წერია: “სასულიერო პირი თავისუფლდებასამხედრო ვალდებულებისგან”. ეს ნორმა ძალაში რჩება.

შესაბამისად, სესიაშვილის წინადადების დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ისეთ სამართლებრივ რეალობას, რომელიც ერთ-ერთი კონფესიის წარმომადგენლებს უპირატესობას მიანიჭებს. ეს ფუნდამენტურ, კონსტიტუციაში ჩაწერილ პრინციპებთან გარკვეულ წინააღმდეგობაში მოვა. თანამედროვე სეკულარულ სახელმწიფოში ყველა რელიგიის მიმდევარს _ მართლმადიდებელი იქნება, კათოლიკე, ბუდისტი თუ სხვა _ ერთნაირი უფლება-მოვალეობები აქვთ. მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ სესიაშვილის კანონპროექტს “განსაკუთრებით დისკრიმინაციული” უწოდა. კანონპროექტის წინააღმდეგ

არასამთავრობოებმაც გაილაშქრეს.

განხილვის პროცესში თავი იჩინა ტრადიციულმა პრობლემამ. დისკუსიის მონაწილეთა ნაწილს

კანონპროექტი, როგორც ჩანს, არ წაუკითხავს _ ისინი მიიჩნევდნენ, რომ განსაკუთრებულ უფლებებს მართლმადიდებლებს სწორედ სესიაშვილის კანონპროექტი ანიჭებს და არა ამ კანონპროექტისა და

კონკორდატის ერთობლიობა. ამან სესიაშვილს შესაძლებლობა მისცა, გამოეყენებინა არგუმენტი: “იქ

სულ სხვა რამ წერია”, თუმცა, ცხადია, ეს ნიუანსი პრობლემას არ ხსნის.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში არის ის, რომ ეს ისტორია ირიბად საპატრიარქოსაც დაარტყამს.

მისი თანმიმდევრული ოპონენტები, სავარაუდოდ, შეეცდებიან, სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, რომ მას განსაკუთრებული პრივილეგიების მიღება სურს.

გასულ კვირას გრძელდებოდა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო სკანდალი, რომელმაც საპატრიარქოზე საინფორმაციო იერიშების მისატანად კიდევ ერთი საბაბი შექმნა. საუბარია ბაგრატიონების დაპირისპირებაზე სასამართლოში. ეს თითქოს ჩვეულებრივი დავაა, რომელიც აუდიტორიისთვის ერთობ სახალისოა, რადგან მასში ჩაბმულ პირებს მეფობის პრეტენზია აქვთ. მაგრამ არაერთი კომენტატორი სარგებლობს შემთხვევით და აგდებით მოიხსენიებს პატრიარქის ინიციატივას მონარქიის აღდგენის

თაობაზე, მის როლს ბაგრატიონთა ორი შტოს წარმომადგენელთა დაქორწინებაში და ა. შ. ისევე, როგორც სესიაშვილის კანონპროექტის შემთხვევაში, ეკლესია ერთ-ერთი მიზანი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ესკალაციის ინიციატორი არ იყო.

იმ დაპირებებზე, რომლებიც ხელისუფლებამ ელექტორატს საპრეზიდენტო არჩევნების წინ მისცა, საკმაოდ ბევრი ითქვა, ხოლო “ქართული ოცნების” ურთიერთობაზე საპატრიარქოსთან შედარებით ცოტას საუბრობენ, თუმცა ფაქტია, რომ კანაფისკულტივაციის კანონპროექტზეხელისუფლებამ უარი სწორედ იმ

მომენტშითქვა, როდესაც საპატრიარქოსა და მისუკან მდგომი კონსერვატიული მრევლის(ამომრჩევლების)

დამშვიდება ჰაერივით სჭიდებოდა. ამ ისტორიას საინტერესო გაგრძელება ჰქონდა. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” შეიქნა ცნობილი, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ფრაქციის 3 იანვრის შეხვერდაზე წამოჭრა, “კანაფის კონტროლის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი იყო. ივანიშვილმა დეპუტატების მიმართ უკმაყოფილება და მძაფრი რეაქცია იმის გამო გამოხატა, რომ პარლამენტმა აღნიშნული პროექტის მიღება ვერ შეძლო და მისი საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევის საჭიროება შეიქნა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა

ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და ინიციატივის საზოგადოებამდე სწორად მისატანად მმართველ გუნდს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა. წყაროსავე ცნობით,

ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის შედეგად ქვეყანამ “დიდი ფული” დაკარგა.

სავარაუდო შემოსავალი მართლაც დიდი იყო, თუმცა აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური მარცხი, რომელიც ივანიშვილმა განიცადა. თავდაპირველად ის უგულებელყოფდა საპატრიარქოს პოზიციას კანაფის კანონპროექტის მიმართ. ამის გამოძახილი იყო ზოგიერთი მღვდელმსახურის კრიტიკული განცხადება ხელისუფლების პოლიტიკაზე და მის საპრეზიდენტო კანდიდატზე. პირველი ტურის შემდეგ, როდესაც “ქართული ოცნების” მდგომარეობა გართულდა, ივანიშვილი იძულებული შეიქნა, უკან დაეხია და ეს, სავარაუდოდ, არ დავიწყებია.

მართლმადიდებელ ეკლესიასთან “ქართული ოცნების” ურთიერთობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპის გამოყოფა შეიძლება. თავდაპირველად იყო ერთგვარი “კეთილგანწყობის პერიოდი” _ სამღვდელოების წარმომადგენელთა დიდი ნაწილის პოზიციამ ხელი შეუწყო “ქართული ოცნების” გამარჯვებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. შემდეგ დაიწყო დაძაბულობის ძნელად შესამჩნევი ზრდა, რომლის მთავარი

მიზეზი, სავარაუდოდ, იყო ბიძინა ივანიშვილის სურვილი, _ საზოგადოებისთვის მთავარი ავტორიტეტი გამხდარიყო. შესაძლოა, მას ზღუდავდა საპატრიარქოს პოზიციის მუდმივი გათვალისწინების აუცილებლობა (“მარიხუანის კანონპროქტთან” დაკავშირებულ დაპირისპირებას წინ უძღოდა არაერთი მსგავსი, თუმცა ნაკლებად ხმაურიანი, ეპიზოდი). 2014 წლის თებერვალში მან თქვა: “უდიდეს პატივს ვცემ თვითონპატრიარქს. მე ვფიქრობ, რომ ძალიანთბილი ურთიერთობა მაქვს

და ძალიანმიყვარს, მაგრამ საზოგადოებამ უნდაგადალახოს ის ბარიერი, რომ ეკლესიისთემა არის

ტაბუდადებული და იქ რაცითქმება და როგორც ითქმება, არისუმწიკვლო და ხელშეუხებელი,

პატრიარქიბრძანებს თუ სხვა ეკლესიის მსახური. ესდამოკიდებულება, ჩემი აზრით, არისზედმეტად

გაფეტიშებული დაგადაჭარბებული და ეს არ უნდა იყოს ასე”. ამას მრევლის ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

“ციანიდის საქმემ” სათავე დაუდო “ესკალაციის პერიოდს”. მიუხედავად იმისა, რა მოხდა სინამდვილეში,

საქმის პოლიტიკურ ასპექტის მიმართ განსაკუთრებული მნიშვნელობა ერთ გარემოებას აქვს. ხელისუფლებას შეეძლო შედარებით ფრთხილად გადაედგა იგივე სამართლებრივი ნაბიჯები, რათა მოეხდინა იმ საიმიჯო

ზიანის მინიმიზაცია, რომელიც ამ საქმემ საპატრიარქოს მიაყენა, მაგრამ მან საპირისპირო გააკეთა და საპატრიარქოს, მარტივად რომ ვთქვათ, არ გაუფრთხილდა. სწორედ ამიტომ 2017 წლის თებერვლიდანგავრცელდა უამრავი ვერსია იმისთაობაზე, რომ ხელისუფლება

უხეშადერევა ეკლესიის საქმეებში და სურს, მომავალ პატრიარქად საკუთარიფავორიტი “დანიშნოს”

და ა. შ. ამ ვერსიების გავრცელებას ხელს უწყობდა ისიც, რომ იმ პერიოდში გიორგი კვირიკაშვილს

სხვადასხვა სფეროში “საკუთარი პოლიტიკის” გატარების პირველი გაუბედავი მცდელობა ჰქონდა. ცნობილი იყო, რომ საეკლესიო საკითხები მას უფრო მეტად აინტერესებდა, ვიდრე მის ნებისმიერ წინამორბედს.

ხანმოკლე “განმუხტვის” შემდეგ დაიწყო ახალი კრიზისი, რომელიც “მარიხუანის კანონპროექტს”

დაუკავშირდა (ეს იყო საბაბი და არა მიზეზი), შემდეგ იყო პანიკა არჩევნების მეორე ტურის წინ და სწრაფი უკანდახევა. ახლა კი ივანიშვილმა შეიძლება სამიოდე თვის წინათ მიტოვებული პოზიციების დაბრუნება სცადოს. ცხადია, იმის შემდეგ, რაც მოხდა, “კანაფის კონტროლის შესახებ” კანონპროექტს ძველი ფორმით პარლამენტში ვერ დააბრუნებს. ალბათ, უნდა გამოვრიცხოთ “ციანიდის საქმის” მასშტაბის მასირებული

შეტევაც. ახლა ხელისუფლება ამისთვის სუსტია და, სავარაუდოდ, (უკვე) აცნობიერებს, რომ ფრონტალური დაპირისპირება საპატრიარქოსთან საქართველოს ნებისმიერი მმართველისთვის საშიშია. ერთადერთი შესაძლებელი სტრატეგია ამ შემთხვევაში იმის ხელშეწყობაა, რომ საპატრიარქო ჩაებას მთელ რიგ ლოკალურ საინფორმაციო-პოლიტიკურ კონფლიქტებში, რომელიც “საიმიჯო ქულებს” დააკარგვინებს და რომელთანაც ხელისუფლებას ფორმალური კავშირი არ ექნება. მნიშვნელობა არ აქვს, რა შექმნის საბაბს ამისთვის _ გაუაზრებელი კანონპროექტი, სასამართლო დავა თუ სხვა რამ. მაისის შუა რიცხვებში დღის წესრიგში ტრადიციულად დაბრუნდება სექსუალური უმცირესობების თემა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივნისში ლგბტ–აქტივისტები თბილისში აღლუმისგამართვას გეგმავენ, ხოლო რადიკალიკონსერვატორები და

ნაციონალისტებიაპირებენ, ხელი შეუშალონ. პოლემიკაშიჩართული პირების რიტორიკა

ტოვებსშთაბეჭდილებას, რომ ახლაც საქმე, ისევეროგორც 2013-ში, შეიძლებატაბურეტებამდეც მივიდეს. ხელისუფლებას, ალბათ, ხელს აძლევს, რომ საზოგადოებამ

ყურადღება მწვავე პოლიტიკური პრობლემებიდან და მმართველი პარტიის კრიზისიდან ამ მიმართულებით გადაიტანოს. ამასთანავე, ის უარს არ იტყვის არბიტრის როლზე კონფლიქტში, რომლის ერთი მხარე ლიბერალური საზოგადოება იქნება, ხოლო მეორე _ ეკლესიასთან მჭიდროდ დაკავშირებული

კონსერვატორები. “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება მოიპოვოს ტაქტიკური წარმატება, მაგრამ პოლიტიკას, რომლის მიზანი ყურადღების გატანაა, სტრატეგიული პერსპექტივა არ აქვს.

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ გააცნობიერა, რა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ

როლს ასრულებს ეკლესია საქართველოში და, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ვერ მოძებნა მასთან კრიზისებისგან მეტ-ნაკლებად თავისუფალი ურთიერთობის ფორმა. შესაბამისად, იმის ალბათობა,

რომ დროთა განმავლობაში მმართველი პარტიის ურთიერთობა საეკლესიო წრეებთან გართულდება,

საკმაოდ მაღალია.
დიმიტრი მონიავა.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.

კომენტარები ფეისბუქიდან