ვინარის ჩვენი შვილების მასწავლებელი

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელის საშუალებით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას მიერ გუშინ დუბაიში გამრთულ პრეზენტაციას გამოეხმაურა.

“ავოიეეეეე! გაუბერა მსოფლიომ! ჩემ უბანში გიჟი ზაზა რომ დარბოდა და ტინკიცობდა რაღაცეებს, ეგ ყოფილა თურმე მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგობა! ამაში დებენ მსოფლიო მაფიის ლიდერები მილიონებს! მთელი მსოფლიოდან უწიგნური და გონება შეზღუდული ცირკაჩები შეკრებილან აგერ “ათეულში” და უნდათ დაანახოთ მომავალ თაობებს, რომ თუ გინდა იყო წარმატებული, აი, ასეუნდა იხუნტრუცო! რა ჯანდაბად გინდა აკადემიური განათლება და წვალება? ტაში კუკური ყოფილა განათლება! მთელ მსოფლიოში, გლობალურად მიდის ეს პროცესი – რაც უფრო გაუნათლებელი იქნება მასა და რაც უფრო დაღლევებული, მით უფრო იოლად მართავენ…
ბავშვებს უყვართო კაცოოოო! ბავშვებს გაკვეთლების მაგივრად რომ ახტუნავებდა ატუნტრუცებ – შეუყვარდები, აბა რა იქნება?”-წერს ბაკურ სვანიძე.
2020news.ge. ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე წერს და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას აკრიტიკებს.

ისევ იმ კუნტრუშა მასწავლებელზე დავწერ, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერადაც მის მიმართ შურს დამწამებენ გამოლიბერალურებული პრადვინუტები, სინამდვილეში კი ბავშვობაგამწარებული, დაჩაგრული ადამიანები.

სად სწავლობდით და ასეთი რა გცემეს მასწავლებლებმა იმ სკოლაში, ყველას და ყველაფერს რომ ხაზი გადაუსვით?!

როგორ დავიჯერო, რომ მარტო მე მყავდა კარგი მასწავლებლები და დანარჩენ სკოლებში მასმწამებლები მუშაობდნენ?!

არ მახსოვს, რომელიმეს ეკუნტრუშოს, გაკვეთილს კი შესანიშნავად გვიხსნიდნენ და არც დროს იშურებდნენ და არც ენერგიას ჩვენთვის ცოდნის გადმოსაცემად. ასეთი მასწავლებლები დღესაც მუშაობენ სკოლებში, მუშაობენ მშვიდად, წყნარად, თავდადებით და არა კუნტრუშით!

ეგ იქეთ იყოს, აფხაზავა თავის ჭიას ახარებს და იკუნტრუშოს, რას დააშავებს?!

მაგრამ ეს განათლების სამინისტრო და მინისტრი რომ თავს იწონებენ აფხაზავათი, რა აქვთ თავგამოსადები, განათლების რეფორმაა წარმატებული თუ სერიოზული ცოდნის მიღების შესაძლელობა აქვთ მოსწავლეებს?!

სკოლებში კატასტროფულ მდგომარეობას აფხაზავასნაირების კუნტრუში კი არა, სერიოზული მიდგომები გამოასწორებს.

მიხედეთ სახელმძღვანელოებს და სწავლების მეთოდიკას!

სხვისი კუნტრუშით ვერ გადაფარავთ განათლების სისტემის თავზარდამცემ ჩავარდნას!

წარმოგიდგენიათ?! ფუნდამენტური მეცნიერებების მასწავლებლები კი არა, სამოქალაქო საზოგადოების მასწავლებელი ყოფილა სამაგალითო!

ეს არის ულტრალიბერალების დამკვიდრებულ ტენდენციას აყოლა.

აყოლა კუნტრუშით! აყოლა კუნტრუშში!

საქმეს მიხედეთ, საქმეს!

მორჩით კუნტრუშს და სერიოზულად მიხედეთ განათლების სისტემას!

თავისუფალ დროს კი, გნებავთ, იკუნტრუშეთ და, გნებავთ, ყირაზე გადადით!-წერს ბონდო მძინარაშვილი.

წყარო: marshalpress.ge

ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.

კომენტარები ფეისბუქიდან