მოლდოვის მოსახლეობის დაახლოებით 60%  ქვეყნის  ნატოში შესვლის წინააღმდეგია. ამ 60%-ში ბევრია მოლდოველი ახალგაზრდა.

ნატო არ კარგავს იმედს, რომ მას გულმხურვალედ შეიყვარებენ მოლდოველები. ამ აღმოსავლური სიბრძნით შეიარაღებულმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს,  დაიწყონ მოლდოველი ახალგაზრდების აღზრდა, რისთვისაც ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების  ინსტიტუტის(IPRE) ძალებითა და ნატოს  ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ცენტრის  მხარდაჭერით კიშინიოვში ამოქმედდა პროექტი“ ახალგაზრდობა ნატოსთვის”.

მიზანი _ მოლდოვის ახალგაზრდობის ინფორმირება “ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მოღვაწეობის შესახებ, მის მისიებსა და ნატო-მოლდოვის თანამშრომლობის მიღწევებზე”. შეგახსენებთ, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მოლდოვის მოსახლეობის დაახლოებით 60%  ქვეყნის  ნატოში შესვლის წინააღმდეგია. ამ 60%-ში ბევრია მოლდოველი ახალგაზრდა.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.

კომენტარები ფეისბუქიდან