3 აპრილს არტ-ჰოლი მასპინძლობს თამარ სხირტლაძის შემოქმედებით საღამოს „ეპოქის დედოფალი 90 წლისაა“!

გაცნობებთ, რომ 3 აპრილს 18:00სთ. იმართება კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, კინომსახიობის, სახალხო არტისტ თამარ სხირტლაძის საიბიულეო კვირეულისადმი მიძღვნილი შემოქმედებით საღამო: „ეპოქის დედოფალი“, რომლის ორგანიზატორია: „საქართველოს ტრადიციული კულტურისა და ხელოვნების კავშირი და ქართული ხელოვნება „ბერმუხა“, ხოლო ღონისძიების ოქროს სპონსორია: „ინდური კულტურის ცენტრი განგა“, ხოლო მასპინძლობს საკონცერტო დარბაზი: „თბილისი არტ-ჰოლი“, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ამ საღამოს იქნება ნამდვილი ვარსკვლავთცვენა, სადაც სხვა ქართველ ცნობად სახეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს 14 წლის ნიჭიერი გოგონა: ქრისტინე კაპანაძე, რომელიც არის ანსამბლი განგას სოლისტი და ქორეოგრაფი.

საღამოს წამყვანია უნიჭიერესი ქართველი მომღერალი და წამყვანი: იოანე ქართველი.

ღონისძიების მედია მხარდამჭერები:

ონლაინ პლათფორმა factnews.ge, ჟურნალი „თქვენი სახე“ და აგრეთვე: ტელეკომპანია „დია“,ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტო „დია ნიუსი“, ტელეკომპანია „ობიექტივი“,  მედია სააგენტო TVM NEWS

 

კომენტარები ფეისბუქიდან