სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმიანობა თითქმის პარალიზებულია. 

არსებული კორუფციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს მენეჯმენტის უუნარობისა და ჯანდაცვის მინისტრის უყურადღებობის გამო, სოციალური მუშაკების გაფიცვა ისევ გრძელდება. 

გაფიცული სოც. მუშაკები აცხადებენ რომ მთელი რიგი პრობლემების გათვალისიწინებით, მათ არ აქვთ შესაძლებლობა სრულფასოვნად მოემსახურონ ადამიანებს.

ამიტომ, სოციალური მუშაკები, სიტუაციის გამოსწორებას, კორუფციის მოშლასა და დახმარებას ითხოვენ. თუმცა, მინისტრი უკვე წლებია პასუხობს რომ “საკითხს შეისწავლის”.

“იმას, რომ ყველა სერვისცენტრს სჭირდება ტრანსპორტი, შესწავლა არ სჭირდება;

იმას, რომ ყველა სერვისცენტრს სჭირდება კონფიდენციური გასაუბრების ოთახი, შესწავლა არ სჭირდება;

იმას რომ ფსიქოლოგები უნდა დაემატოს ყველა სერვისცენტრს და 7 თვე ძალადობაგანცდილი ბავშვი ვერ დაელოდება დახმარებას, შესწავლა არ სჭირდება”, – ამბობს სოფო ხვთისიაშვილი, რომლის თქმითაც, სერგენკოს მიერ შეთავაზებული ე.წ გეგმა პრობლემას ვერ აგვარებს.

მაგალითად, მაშინ როდესაც, ჯანდაცვის უწყებაში არსებული მასშტაბური კორუფციის გამო მინისტრი და მისი გარემოცვა მდიდრდება, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 7 ფაიქოლოგი ჰყავს, აქედან თბილისში მხოლოდ ერთი მუშაობს. 

მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ათასობით აქტივისტი დაასაქმეს სახელმწიფო თუ მუნიციპალურ კომპანიებში და მათ სამეთვალყურეო საბჭოებში, სადაც არაფრის კეთებაში ხელფასს, პრემიასა და დანამატებს იღებენ ყოველთვიურად, სოციალური მუშაკები შიშველი ხელებით ებრძვიან პრობლემებს.

მაშინ, როდესაც სახელმწიფო, მაღალჩინოსნების ცოლებისა და ნათესავების დასაქმების “კანტორად” იქცა, მინისტრი სერგენკო უარს ამბობს გაზარდოს სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, რომლებიც ყველაზე გაჭირვებულ ფენასთან  იმუშავებენ და მათ პრობლემებს  ხელისუფლებასთან მიიტანენ. 

შესაბამისად, გამოდის რომ ივანიშვილის ხელისუფლება ზრუნავს მაღალჩინოსნებისა და ოცნების პარტიული აქტივისტების კეთილდღეობაზე და არა, საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენაზე – სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე.

“თავად მდიდრდებიან, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს კი შიმშილით სიკვდილისთვის იმეტებენ. 

ზოგჯერ საკუთარი ხარჯებით გვიწევს მომსახურების გაწევა”, – ამბობს სოციალური მუშაკი ვარკეთილიდან.

სწორედ ამიტომ, სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით, აპირებენ რომ გაფიცვა პერმანენტული გახადონ და ჯანდაცვის სისტემაში არსებული მანკიერება დღის სინათლეზე გამოიტანონ.

PRESA.GE
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.

კომენტარები ფეისბუქიდან