ვაშინგტონის გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთი რუსეთთან შეთანხმების გადახედვას არ აპირებს.

ვაშინგტონის გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთი რუსეთთან მიღწეული შეთანხმების გადახედვას არ აპირებს. საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე.

„ჩვენს რუსეთთან საბოლოოდ შევთანხმდით და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს. ეს შეთანხმება ძალაშია და ახლა ვმსჯელობთ, თუ როდის განხორციელდეს მოწოდება“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუს კოლეგასთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ანკარა რუსული წარმოების S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემასმესამე მხარეს  არ მიჰყიდის.

ცნობისთვის: 28 მარტს ოთხმა ამერიკელმა სენატორმა შეიმუშავა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც თურქეთისათვის F-35-ი ტიპის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას კრძალავს, ვიდრე აშშ-ის მთავრობა არ დაადასტურებს, რომ ანკარა არ მიიღებს რუსეთისგან S-400-ი ტიპის სისტემებს.
accent.com.
 ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.