საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ლგბტ ჯგუფის მიერ 18-23 ივნისს დაანონსებულ საზეიმო ღონისძიებებს (რომელიც ბოლოს დედაქალაქის რომელიმე ცენტრალურ უბანში გრანდიოზულმა მსვლელობამ, ანუ ღირსების მარშად წოდებულმა გეიაღლუმმა უნდა დააგვირგვინოს) უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ აქტივისტებთან ერთად აქტიურ მონიტორინგს ამერიკის საელჩოც გაუწევს. როგორც დიპლომატიური უწყების საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ჯეფ რენომ განაცხადა, ისინი დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში პროცესების დინამიკას ყურადღებით დააკვირდებიან, ამ ადამიანთა უფლებების დაცულობა ქვეყნის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა და მნიშვნელოვანია, კვირეულმა მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს: “ივნისამდე დროა, დაველოდოთ. ყველა მოქალაქის, ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს. საზოგადოდ, უფლებების დაცულობა მიუთითებს ქვეყნის განვითარებაზე…”
შეგახსნებთ, რომ ამერიკის საელჩო ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი დიპლომატიური ინსტიტუტი არ არის, რომელიც ბოლო პერიოდში დასავლეთიდან ნაკარნახევი “დემოკრატიული პროცესების” მნიშვნელობაზე არა რჩევების, არამედ მითითებების რიტორიკით გვესაუბრება. ცოტა ხნის წინათ ორგანიზაცია “ატლანტიკური საბჭოს” წარმომადგენელმა ლარა ლინდერმანმაც განაცხადა რადიო “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, რომ, თუ საქართველო “დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, ის დასავლეთის ბევრი ქვეყნისა და მათ შორის შეერთებული შტატების დღის წესრიგიდან გაქრება”. როგორც ჩანს, 18-23 ივნისს დაგეგმილი ლგბტ ღონისძიებების კვირეული ერთ-ერთი ის “ტესტია” საქართველოსთვის, რომელმაც უნდა “აჩვენოს”, “იმსახურებს” თუ არა ქვეყანა თავისი “სტრატეგიული პარტნიორების” პოლიტიკური (და არა მხოლოდ) მფარველობის ქვეშ დარჩენას. დიპლომატიური წნეხი და პრესინგი კი ამ “პარტნიორების” მხრიდან, ეტყობა, სტრატეგიის ის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, ნებისმიერ ფასად უზრუნველყოს უმცირესობებად წოდებული უკუღმართების პარპაში…
რატომ უჭერს ამერიკის საელჩო ასე აქტიურად მხარს ლგბტ კვირეულის ჩატარებას საქართველოში და რა მოქმედებებს უნდა ველოდოთ ხელისუფლების მხრიდან, თუ საზოგადოება არ დაუშვებს ამ ღონისძიებების ჩატარებას?
“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება უფლება დამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
_ ბატონო დიმიტრი, რამდენიმე დღის წინათამერიკის საელჩომ მხარდაჭერა გამოუცხადა 18-23 ივნისს დაგეგმილ ლგბტ ღონისძიებებს და განაცხადა, რომ ლგბტ–თა უფლებების დაცულობა პირდაპირი მაჩვენებელია ქვეყნის განვითარების. რამიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი?
_ ვერანაირი “ღირსების მარში” თბილისში ვერ ჩატარდება და, დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოება 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ამის სიგნალს მისცემს ხელისუფლებას. თავის მხრივ, ხელისუფლება, არ მგონია, ისეთი ახლომხედველი იყოს, რომ ვერ გააცნობიეროს, რა სავალალო პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს მისთვის ამ გზავნილის გაუთვალისწინებლობას. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დღემდე არ გამოუგზავნია ახალი ელჩი საქართველოში და, მიუხედავად ამისა, საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯეფ რენობედავს, ილაპარაკოს საზოგადოებისთვის მეტად მნიშვნელოვან თემაზე, ნიშნავს ერთ რამეს: მიუხედავად მოსახლეობისგანწყობისა, მიუხედავად ჩვენისახელმწიფოებრივი ინტერესებისა დაკიდევ სხვა ფაქტორებისა, საქართველოსმიმართ განუხრელად გრძელდებაკოლონიური პოლიტიკა, რომელიცთავიდანვე აგებული იყო მბრძანებლურრიტორიკაზე და მკაცრ იდეოლოგიურდირექტივებზე. ჩვენთვის გასაგებია, რამხელა წნეხის ქვეშ ექცევა ჩვენი ხელისუფლება და ამაზე ნიშნის მოგებით ნამდვილად არ მინდა საუბარი, მაგრამ ერთია წნეხი და მეორე _ სახელმწიფოს ინტერესები, რომლებიც ობიექტური რეალობიდან გამომდინარეობს. სხვათა შორის, თავის დროზე ბატონი ივანიშვილი დააყენეს წნეხქვეშ _ ან უნდა აერჩია კოაბიტაცია“ნაცმოძრაობასთან”, ან საზოგადოებისდაკვეთა, რომელიც სამართლიანობისაღდგენის მოთხოვნაში მდგომარეობდა.მან პირველი აირჩია და რაც მიიღო, ყველამ ვნახეთ: ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი თუ ოთხი წლის თავზე გაკოტრდა პოლიტიკურად და დღეს “ოცნება”, პრაქტიკულად, დაშლის პირასაა. თუ არ უნდა ხელისუფლებას, ეს კრიზისი უფრო რომ გამწვავდეს, მისთვის ნათელია, როგორ უნდა მოიქცეს; თუ არა, კიდევ ვიმეორებ, გეიაღლუმის ჩატარებისთვის ხელისშეწყობის ნებისმიერი მცდელობა იქნება ბოლო ლურსმანი მათ პოლიტიკურ კუბოში…
_ ამას, ალბათ, საზოგადოების დიდი ძალისხმევაც დასჭირდება…
_ ეს თავისთავად ცხადია. ეს პროცესები, ისევე, როგორც 2013 წელს განვითარებული მოვლენები, იქნება დიდი გამოცდა ჩვენი საზოგადოებისთვის. სწორედ აქედან გამოჩნდება შემდეგ, შეგვრჩა თუ არაღირსება, ბრძოლის შინაგანი ძალა დამთავარი _ უფლება, ვიწოდებოდეთ საქართველოს მოქალაქეებად, სუვერენული სახელმწიფოსი და არა კოლონიის, რომელსაც მინიმალური უფლებებიც არ აქვს. კიდევ ვიმეორებ: ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხზე დავდგეთ და, როგორც ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც მილიონობით ადამიანი დაუპირისპირდა “ლიბერალურ ტერორს”, მასობრივად ვუთხრათ უარი სახიფათო სოციალურ ექსპერიმენტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ექსპერიმენტები გაგრძელდება და ახლო მომავალში, ევროპის ქვეყნების მაგალითებიდან გამომდინარე, მივიღებთ გადაგვარებულ, დეგრადირებულ თაობას, რომელიც არათუ წინ აღუდგება ამ მავნე ექსპერიმენტებს, თვითონ იქნება მისი გამტარებელი.
_ დასავლეთის მხრიდან ხელისუფლებაზე განხორციელებული წნეხი ახსენეთ. ეს დღემდე გრძელდება. მაგალითად, ამას წინათ “ატლანტიკური საბჭოს” უფროსმა მკვლევარმა ლარა ლიდერმანმა განაცხადა, რომ, თუ საქართველო“ დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს” დასავლეთის დღის წესრიგიდან გაქრება. რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ძალის გამოყენებით შეეცდება, ლგბტ აქტივისტებს აღლუმის ჩატარების საშუალება მისცეს?
_ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველა. სხვათა შორის, ჩვენ ამის მინი მოდელი ვიხილეთ, როდესაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევი “ნაციონალური მოძრაობა”, გიგა ბოკერიას მეთაურობით, გამოვიდა აღმაშენებლის გამზირზე და გეიაღლუმის მსგავსი პოლიტიკური აქტი განახორციელა. გახსოვთ, ალბათ, რომ მაშინაც ძალიან დიდი იყო საზოგადოების უკმაყოფილება და პროტესტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ეს მოახერხეს და სამართალდამცველების სამმაგი კორდონის მიღმა აქცია ჩაატარეს. რაც შეეხება გეიაღლუმის ჩატარებას, როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტრაგედიად აღიქვამს მომავალი თაობებისგამრყვნელი პოლიტიკის განხორციელებას, შეეგუება მამათმავლობის დაკანონებას?! ვინმეს წარმოუდგენია, რომ ეს ერი, ეს საზოგადოება საბოლოოდ დადუმდება და ჩაცხრება ასეთი პროცესების მიმართ?! ანრომელი კორდონი და ჯებირი დაიცავს გარყვნილების მქადაგებელი ადამიანების ერთ მუჭა ჯგუფს, თუ ასიათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში?!
_ თქვენი აზრით, გამოვა? არ ფიქრობთ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს, ცოტა არ იყოს, პასიურია?
_ ადამიანები პასიური შეიძლება იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ. საუბარია იდეოლოგიურ ტერორზე, რომელსაც აგრესიული ლიბერალური დღის წესრიგი განაპირობებს, ამიტომ ეს მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. კიდევ ვიმეორებ შეკითხვას _ ვინ დაიცავს უსაფრთხოებას იმ ადამიანებისა, რომელთა რიგებშიც იქნება საზღვარგარეთიდან ჩარტერული რეისებით ჩამოყვანილი სპეციალურად გეიაღლუმებისთვის გაწვრთნილი ხალხი? ვინ იქნება ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?
_ საზღვარგარეთიდანაც გეგმავენ აქტივისტების ჩამოყვანას?
_ ეს ე.წ. ღონისძიებების ორგანიზატორებმა განაცხადეს. ეს არის ერთგვარი სპეციალური აქტივი, რომელიც ჩარტერული რეისებით დაჰყავთ სხვადასხვა ქვეყანაში. სხვათა შორის, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეჰყავთ იქ, სადაც ზნეობაზე ორთოდოქსული ხედვაა ფესვგადგმული. საქართველო კი, მოგეხსენებათ, ამ მხრივ, მათთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია და, ბუნებრივია, აქ ყველანაირად ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი აქტივისტი შემოიყვანონ. ისე, მათ უნდა ახსოვდეთ ერთ რამ, რომ არსებობს ბუნებაში ნიუტონის მესამე კანონი: ქმედებაუდრის უკუქმედებას… აი, ზუსტად აქედანგამომდინარე, ეს იქნება ტესტი არამხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედსაზოგადოებისთვისაც. ვნახოთ, რამდენადეყოფა ძალა და შინაგანი სიმტკიცე ჩვენსხალხს, რომ ერთად დადგეს და დაიცვასთავისი ინტერესები… აქვე მინდა, ხაზი გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს: ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არის მსოფლიოში ცივილიზებული სახელმწიფოები, რომლებშიც გეიაღლუმები კანონითაა აკრძალული. მაგალითად, რუსეთში, ბავშვებზე ზრუნვიდან გამომდინარე, აკრძალულია მსგავსი ტიპის აქტივობები. ვფიქრობ, პირველი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ 17 ივნისამდე უნდა წარვადგინოთ ინიციატივა ასეთი კანონის მიღების შესახებ…
_ გაქვთ იმედი, რომ ამ ინიციატივას გაითვალისწინებს ხელისუფლება?
_ არ მაქვს და ამიტომ ვამბობ, რომ ეს იქნება საპროტესტო კამპანიის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, ამ მოთხოვნას მხარს დაუჭერს უამრავი ადამიანი, რომლებიც გამოვლენ აქციაზე, პირობითად, ასეთი მოწოდებით: არა სოდომიას საქართველოში!
რაც შეეხება ისევ ჩვენი დასავლელი “მეგობრების” მოწოდებებს ადამიანის უფლებების დაცვაზე, ჩვენ ადრეც არაერთხელ მოგვისმენია განცხადებები იმის თაობაზე, რომ დემოკრატია არის მთავარი მიღწევა, რომელიც საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად აქცევს და, თუ ამ დემოკრატიულ ნაწილს დავკარგავთ, დასავლეთის დღის წესრიგიდან გავქრებით და ა.შ. ჩნდება შეკითხვა: ჩვენთვის რით არის დასავლეთი, როგორც გეოპოლიტიკური ოჯახი, მიმზიდველი, თუ ის იმ ტრადიციებითა და კულტურული იდენტობით არ მიგვიღებს, რომლებიც ისტორიულად გვაქვს, და თვითონ გვიდგენს გარკვეულ იდეოლოგიურ დღის წესრიგს? ან რაში მდგომარეობს მათი ტოლერანტობა და სწრაფვა მრავალფეროვნებისკენ, როცა მსოფლიოს ერთსა და იმავე წესებს ახვევენ თავს და არც აინტერესებთ, ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიციები როგორ ესადაგება ამ ყველაფერს? ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: რაც უნდა მუქარის შემცველი განცხადებები კეთდებოდეს დასავლეთისგან, რაც უნდათითის ქნევით გვეუბნებოდნენ, _ ასე თუ არ მოიქცევით, გაქრებით ჩვენი დღის წესრიგიდანო, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ არც ერთ გარე ძალას ხარკი არ უნდა უხადოს. ჩვენი მატერიალური კეთილდღეობისა და დაცულობის ფასი არ უნდა იყოს კომპრომისი იმ ადამიანებთან, რომლებსაც სამიზნეში ჰყავთ საქართველო ამოღებული. იმიტომ, რომ არც უსაფრთხოება, არც პოლიტიკური მხარდაჭერა და მით უფრო, არც უსასრულო დაპირებები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე არ ღირს იმად, რომ ჩვენი კულტურული იდენტობა, ჩვენი ტრადიციები და სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ფასეულობები დავკარგოთ.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.