გაუსაძლის სიცხეებთან ერთად, საქართველოში მიწისძვრების განმეორებას სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ

თბილისში. სეისმოლოგები განმეორებით ბიძგებს არ გამორიცხავენ, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ ის მომხდარზე გაცილებით ნაკლები სიმძლავრის იქნება.

მსოფლიოს მასშტაბით იმატა მიწისძვრების რიცხვმა, ამიტომ ამ ხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ძლიერი მიწისძვრა საქართველოში – 5.6 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობდა. შესაბამისად ყველაზე ძლიერად მიწისძვრა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში იყო საგრძნობი. სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია – არ არის ინფორმაცია მიყენებული ზიანის შესახებაც. დედოფლისწყაროს გარდა ძლიერი ბიძგები შეინიშნებოდა სხვა რეგიონებშიც, ასევე თბილისში. სეისმოლოგები განმეორებით ბიძგებს არ გამორიცხავენ, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ ის მომხდარზე გაცილებით ნაკლები სიმძლავრის იქნება.

სინოპტიკოსები საქართველოში  ძლიერ სიცხეს აანონსებენ. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 41-43 გრადუსს ამ თვეში პირველად მიაღწევს და ძლიერი სიცხე რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სინოპტიკოსებმა მთელი ზაფხულის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი უკვე დაადგინეს. ზოგადი გათვლებით, გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი ზაფხული ყველაზე ცხელი იქნება.

ტემპერატურა საქართველოში ოთხი გრადუსით მოიმატებს და ზაფხულის პერიოდში 40 გრადუსს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. განსაკუთრებით ძლიერ სიცხეებს ივლისის მეორე ნახევრიდან ელოდებიან.

ძლიერი სიცხეების გამო მედიკოსები მოსახლეობას საგანგებო რჩევებს აძლევენ, ხვალიდან მათი რეკომენდაციით, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ დღის განმავლობაში მზეში სიარულისგან, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს.

რეკორდულად მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო პროფკავშირების წარმომადგენლები ხელისუფლებას შრომის კოდექსს ახსენებენ. მათი განცხადებით, ორგანიზაციებმა ყველა ის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ, რომელიც კანონმდებლობით არის მოცემული,~.

შრომის კოდექსით დახურულ სივრცეში 32, 5 გრადუსი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მხოლოდ 1 საათია, მუშაობა დაშვებული.