აშშ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად პარლამენტის სპიკერს ხუან გუაიდოს მიიჩნევს. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი ნიკოლას მადუროა.

ფლორიდაში, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ვენესუელის საკითხი სხვა ქვეყნების ლიდერებთან განიხილოს.

“ბევრთან ერთად ვისაუბრებ ამის შესახებ. შესაძლოა, ვლადიმირ პუტინთან, შესაძლოა ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აქამდე ტრამპმა მკაცრად შეაფასა ვენესუელაში რუსი სამხედროების ჩასვლის საკითხი. 27 მარტს მან განაცხადა, რომ რუსეთი უნდა მოშორდეს ამ ქვეყნიდან. ამასთან, მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ამ მიზნის მიღწევა ნებისმიერი საშუალებით არის დაშვებული.

მიმდინარე კვირის განმავლობაში, ერთ-ერთმა ვენესუელურმა გამოცემამ დაწერა, რომ ქვეყანაში 99 რუსი სამხედრო ჩავიდა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. მან განაცხადა, რომ ვენესუელაში რუსეთმა გაგზავნა სამხედრო ექსპერტები, რომლებიც სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების დებულებათა შესრულებით დაკავდებიან.

რეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა კი განაცხადა, რომ სამხედროები ვენესუელაში ნორმალური ურთიერთობისა და კანონიერი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა.

აშშ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად პარლამენტის სპიკერს ხუან გუაიდოს მიიჩნევს. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი ნიკოლას მადუროა.
ipress.ge.