უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსი, პოლიტიკური გამოცდილების არმქონე, 41 წლის ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს.
„ეგზიტ პოლების“ თანახმად, ზელენსკი ამომრჩეველთა ხმების 30.4% აქვს მიღებული, ხოლო ქვეყნის მოქმედ ლიდერს, პეტრო პოროშენკოს 17.8%. მესამე ადგილზე იულია ტიმოშენკოა. მას 14.2%-იანი მხარდაჭერა აქვს.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს პირველად შედეგებს.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკი და პოროშენკო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
Guardian.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.