ხვალ 2 აპრილს აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი არასამთავრობო ორგანიზაცია: დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით თბილისსა და რუსთავში დაგეგმილია შემდეგი სახის აქტივობები:
არასამთავრობო ორგანიზაცია „ დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის“ ორგანიზებით 2 აპრილს აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხორციელდბა შემდეგი ღონისძიებები;
2 აპრილს 12.00 საათზე ქალაქ რუსთავიში იუსტიციის სახლის წინ გაიმართება ფლეშმობი, ხოლო აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს უმასპინძლებს, გასართობი ცენტრი ,,მადაგონი.“
2 აპრილს 15.00 საათზე გასართობი ცენტრი ჰეფი ლაუნჯი უმასპინძლებს აუტიზმის მქონე ბავშვებს, სადაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.(კერძოდ დარიგდება საინფორმაციო ფლაირები, დროშები და ბუშტები)
2 აპრილს 17:00 საათზე სავაჭრო ცენტრ ,,თბილისი მოლ“-ში გაიმართება ფლეშმობი რომელსაც წარმოგვიდგენს, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,ერისიონი“. ფლეშმობის მსვლელობის დროს დარიგდება საინფორმაციო ფლაერები და დროშები, ხოლო შემდეგ ბავშვთა გასართობი ცენტრი ,,ბუმბუმი“ უმასპინძლებს აუტიზმის მქონე ბავშვებს.
2 აპრილს გამართული ღონისძიებების მიზანია გაზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ცნობადობის ამაღლება, რათა ხელი შევუწყოთ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტალური უფლებების რეალიზებას.